planetanews Posted November 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 27, 2010 http://www.mondonews24.com/wp-content/uploads/2010/11/antonio-cassano.jpgჰოჯსონს იტალიელი ფეხბურთელის საკუთარ გუნდში ხილვა სურს. სამი დღის წინ მთელი იტალიური პრესა წერდა, რომ “სამპდორიიდან” დათხოვნილ ანტონიო კასანოს “ინტერი” გაურიგდა და “სკუადრა აძურას” თავდამსხმელი, იანვრიდან “ნერაძურის” შემადგენლობაში გააგრძელებს კარიერასო. თუმცა, ფეხბურთელსა და მილანურ გრანდს შორის ოფიციალური ხელშეკრულება გაფორმებული ჯერ არ არის, რაც სხვა კლუბებს კიდევ აძლევს კასანოს ხელში ჩაგდების თუნდაც მიზერულ იმედს.იტალიელი ფორვარდის გადაბირების მსურველთა რიცხვს “ლივერპულიც” დაემატა. “მერსისაიდელთა” თავკაცი როი ჰოჯსონი, უკვე დიდი ხანია ეძებს ისეთ თავდამსხმელს, რომელიც ფერნანდო ტორესს კარგად შეუწყვილდება. ინგლისური გრანდის დამრიგებლის თქმით, კასანო, პრაქტიკულად, ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს და ძალიან სურს, რომ იანვრიდან, “ლივერპულმა” ტორესი-კასანოს წყვილით შეუტიოს.“მერსისაიდელთა” მთავარი მწვრთნელი იქვე განმარტავს, კასანოს შეძენაზე ზაფხულის შემდეგ ვფიქრობო, თუმცა, კლუბის წინა მფლობელებმა მას, იტალიელის ტრანსფერისთვის საჭირო ფული არ მისცეს. ჰოჯსონმა იოლად ვერც ამჟამინდელი მეპატრონე ჯონ ჰენრი დაითანხმა – მისი დაყოლიება, მხოლოდ გარკვეული კონსულტაციების შემდეგ შეძლო. ამასობაში კი, “მერსისაიდელებმა” ძვირფასი დრო დაკარგეს, რა პერიოდშიც, კასანო “ინტერს” გაურიგდა და ახლა, უკვე საკითხავია, იტალიელი ფორვარდი რამდენად მოისურვებს “ნერაძურისთან” არსებული პრინციპული შეთანხმების დარღვევას და თავისი მომავლის “ლივერპულთან” დაკავშირებას …ინფორმაციის წყარო: “მსოფლიო სპორტი” (www.Worldsport.ge) View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts