Morfius Posted April 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 24, 2011 (edited) ხო ქრისტე ამ ადამიანებისთვის მოკვდა ჩვენთვის და ესენი კიდე იმის მაგივრად ღმერთი ადიდონ ეშმაკს ცემენ თაყვანს და ამით შეურაწყოფენ ქრისტეს! და საერთოდ ფაქტი არ არის , მაგრამ ვთვლი რომ როცა ესეთი კერპსახურებაა და თან ვერ ხვდება ამით ეს ხალხი რას აშავებს.. აპარატურაც უნდა დაამტვრიო და იმ ხალხსაც ერთი ორი შემოცხო რო გონს მოვიდეს!!!!!!!!!ჰო და ეგ დაგიწერე ზუსტად, რომ იმ ადამიანებს ვისთვისაც ქრისტე მოკვდა შენ "საზიზღარი ადამიანები" უწოდე. რომ წერ ღვთის დიდების ნაცვლად ეშმაკს ცემენ თაყვანსო, ბერიკაობაში, ჭონაში, ალილოში და ყეენობაში მონაწილე ადამიანები ვიღას სცემენ თაყვანს? კონკრეტულად მიპასუხე ვის სცემს თაყვანს წარმართულ რიტუალურ დღესასწაულ "ბერიკაობა"-ში ცხოველის ტოტემურ კოსტუმში გამოწყობილი ადამიანი რიტუალური ცეკვა-ხტუნვით და ყირაზე გადასვლით ღმერთს თუ სატანას? თუ მხოლოდ ჰელოუნია დასაგმობი რადგან ბრიტანული წარმოშობის ტომების კელტების წარმართული დღესასწაულია და ბერიკაობა გასამართლებელი რადგან იბერიულ კავკასიური წარმოშობისაა? ეგ ხალხი ვერ ხვდება რას აკეთებს ეს ერთია, მაგრამ თქვენ ხომ ხვდებით რომ ეს სატანურია და როგორ შეაგონებთ საკუთარი ერის შვილებს კბილებში მუშტის ჩარტყმით? ჰო და ხომ ამბობ გონს რომ მოვიდეს უნდა შემოსცხო და აპარატურა დაუმტვრიოო, ჰო და გპასუხობ კახეთში ყეენობა რომ დაიწყება უნდა დაგპატიჟოთ მმკ-ელები და ანალოგიური გაიმეორეთ აბა თუ ასეთი კუნთმაგარი ბიჭები გყავთ, და მერე ითველე რამდენ შუბლგახვრეტილ მმკ-ელს წაიღებენ დედაქალაქში და რამდენი კიდევ უგზო უკვლოდ დაიკარგება. Edited April 24, 2011 by Morfius Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted April 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 24, 2011 იმის მაგივრად ღმერთი ადიდონ ეშმაკს ცემენ თაყვანს და ამით შეურაწყოფენ ქრისტეს! კი მაგრამ ისინი ამას შეუგნებლად აკეთებენ ვინაიდან არ იციან რას სჩადიან, იესოს სიტყვები კი ასეთია "შეუნდე მამავ ვინაიდან არ იციან რას სჩადიან", მაგრამ თქვენ ხომ შეგნებულად აკეთებთ იგივეს? ამიტომ თქვენი ბრალი უფრო დიდია და მაგათზე უფრეო მეტად მოგეთხოვებათ პასუხი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted April 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 24, 2011 (edited) აპარატურაც უნდა დაამტვრიო და იმ ხალხსაც ერთი ორი შემოცხო რო გონს მოვიდეს!!!!!!!!!ეს რომელ მცნებაში გიწერიათ? მე ასეთი მცნება და მოწოდება არსად წამიკითხავს ახალ აღთქმაში, არც ის გამიგია იესოს პირიდან მოწაფეებისთვის მოეწოდებინოს წარმართების მიმართ ანალოგიურად მოქცევა.ქრისტიანი, ქრისტეს მცნებების მიმდევარია, ქრისტეს მცნება კი არ არის ეგეთი, ასეთია:"თქვენ გსმენიათ თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ, სიცოცხლე სიცოცხლის წილ" მე კი გეუბნებით თქვენ: "წინააღმდეგობას ნუ გაუწევთ ავს, არამედ თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში გაგარტყას, მეორე ლოყაც მიუშვირე, და რომელიც მოისურვებს შენთან გასამართლებას და შენი მოსასხამის წაღებას, სამოსელიც მიეცი მას"თქვენ გსმენიათ რომ თქმულა: "შეიყვარე მოყვასი შენი და შეიძულე მტერი შენი"მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, ქველმოქმედება გაუწიეთ თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროვებთ და გდევნით.რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, ვინაიდან თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს.აი ეს არის ქრისტეს მცნება, რომელიც უნდა ეჭიროს ქრისტიანს და იცავდეს ხოლო ეს:აპარატურაც უნდა დაამტვრიო და იმ ხალხსაც ერთი ორი შემოცხო რო გონს მოვიდეს!!!!!!!!!სატანის მცნებაა, ვინაიდან სატანასაც აქვს თავისი წიგნი სიცრუისა და სწორედ იმ წიგნში წერია ანალოგიური:წიგნი წყვდიადისა: მეოთხე თავი : თუ სხვის ბუნაგში იმყოფები პატივი ეცი მათ, ხოლო საკუთარ ბუნაგში მოითხოვე პატივი გცენ შენ, ვინც საკუთარ ბუნაგში წინააღმდეგობას გაგიწევს გააფრთხილე ერთხელ, რომ დაგემორჩილოს, თუ არ შეისმინა გაანადგურე.ჰო და "ძვირფასო დაო" წინა პოსტში დაგიწერე რომ მართლმადიდებლური ეკლესიის სახელით ვანდალურ ლაშქრობებს მოეშვით თქო, ვინაიდან შენი და შენი თანამოაზრეების სიტყვა და საქციელი სატანის მცნების დაცვას უფრო ჰგავს ვიდრე ქრისტეს მცნების დაცვას.ხოლო ის ვინც სატანის მცნებებით მოქმედებს ვეღარ არის ქრისტიანი, ვინაიდან ქრისტიანობა სტატუსსა და სახელს კი არა ქრისტეს მცნებების დაცვას ნიშნავს. Edited April 25, 2011 by Morfius Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted April 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 24, 2011 იმ ხალხსაც ერთი ორი შემოცხო რო გონს მოვიდეს!!!!!!!!!утешения у других. Не прощай врагам своим. Отвечай ударом на удар, смертью - на смерть, насмешкой - на насмешку, оскорблением - на оскорбление. Мера за меру, а также стократно и тысячекратно. Mет пределов для возмездия. Воздай другим то, что они воздали тебе. Презрен отвечающий добром на хулу. Трижды презрен творящий добро неблагодарным. Отвечай лишь перед теми, кто имеет право спросить с тебя, ибо много самозванцев, жаждущих власти над тобой. И всякий хочет спросить, но не всякий готов отвечать. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
anano_anano Posted April 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 24, 2011 ეს რომელ მცნებაში გიწერიათ? მე ასეთი მცნება და მოწოდება არსად წამიკითხავს ახალ აღთქმაში, არც ის გამიგია იესოს პირიდან მოწაფეებისთვის მოეწოდებინოს წარმართების მიმართ ანალოგიურად მოქცევა.ქრისტიანი, ქრისტეს მცნებების მიმდევარია, ქრისტეს მცნება კი არ არის ეგეთი, ასეთია:"თქვენ გსმენიათ თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ, სიცოცხლე სიცოცხლის წილ" მე კი გეუბნებით თქვენ: "წინააღმდეგობას ნუ გაუწევთ ავს, არამედ თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში გაგარტყას, მეორე ლოყაც მიუშვირე, და რომელიც მოისურვებს შენთან გასამართლებას და შენი მოსასხამის წაღებას, სამოსელიც მიეცი მას"თქვენ გსმენიათ რომ თქმულა: "შეიყვარე მოყვასი შენი და შეიძულე მტერი შენი"მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, ქველმოქმედება გაუწიეთ თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროვებთ და გდევნით.რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, ვინაიდან თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს.აი ეს არის ქრისტეს მცნება, რომელიც უნდა ეჭიროს ქრისტიანს და იცავდეს ხოლო ეს:სატანის მცნებაა, ვინაიდან სატანასაც აქვს თავისი წიგნი სიცრუისა და სწორედ იმ წიგნში წერია ანალოგიური:წიგნი სიცრუისა: მესამე თავი მუხლი 7: თუ სხვის ბუნაგში იმყოფები პატივი ეცი მათ, ხოლო საკუთარ ბუნაგში მოითხოვე პატივი გცენ შენ, ვინც საკუთარ ბუნაგში წინააღმდეგობას გაგიწევს გააფრთხილე ერთხელ, რომ დაგემორჩილოს, თუ არ შეისმინა გაანადგურე.ჰო და "ძვირფასო დაო" წინა პოსტში დაგიწერე რომ მართლმადიდებლური ეკლესიის სახელით ვანდალურ ლაშქრობებს მოეშვით თქო, ვინაიდან შენი და შენი თანამოაზრეების სიტყვა და საქციელი სატანის მცნების დაცვას უფრო ჰგავს ვიდრე ქრისტეს მცნების დაცვას.ხოლო ის ვინც სატანის მცნებებით მოქმედებს ვეღარ არის ქრისტიანი, ვინაიდან ქრისტიანობა სტატუსსა და სახელს კი არა ქრისტეს მცნებების დაცვას ნიშნავს.მე ჩემი აზრი გამოვთქვი რომ ეგეთ ხალხს ერთი ორი უნდა შემოულაწუნო რომ გამოფხიზლდესმეთქი! და მმკ-ს მამაოები ეგეთს არაფერს აკეთებენ , არც არავის ცემენ და არც ამტვრევენ! ჰელოოვინზე მოხდა ხალხს შორის ჩხუბი და იმათმა დალეწეს რადგან ატყდა ჩხუბი! და მამაოები არაფერ შუაში არიან! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
anano_anano Posted April 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 24, 2011 კი მაგრამ ისინი ამას შეუგნებლად აკეთებენ ვინაიდან არ იციან რას სჩადიან, იესოს სიტყვები კი ასეთია "შეუნდე მამავ ვინაიდან არ იციან რას სჩადიან", მაგრამ თქვენ ხომ შეგნებულად აკეთებთ იგივეს? ამიტომ თქვენი ბრალი უფრო დიდია და მაგათზე უფრეო მეტად მოგეთხოვებათ პასუხი.რა ცუდად გესმის იესოს სიტყვები... ახლობელი როცა ცუდ გზას ადგას არ ცდილობ იმის მოქცევას? არ გინდა რომ კარგ გზას დაადგეს? ის თუ შენი მოყვასია ცდილობ იმის მოქცევას ჭეშმარიტებაზე საქმითაც და სიტყვითაც და მარტო სიტყვით არაფერი კეთდება... ხელიც უნდა გაანძრიო საქმე რომ გაკეთდეს...! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted April 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 24, 2011 მე ჩემი აზრი გამოვთქვი რომ ეგეთ ხალხს ერთი ორი უნდა შემოულაწუნო რომ გამოფხიზლდესმეთქი! და მმკ-ს მამაოები ეგეთს არაფერს აკეთებენ , არც არავის ცემენ და არც ამტვრევენ! ჰელოოვინზე მოხდა ხალხს შორის ჩხუბი და იმათმა დალეწეს რადგან ატყდა ჩხუბი! და მამაოები არაფერ შუაში არიან!შემოლაწუნება გამოსაფხიზლებლად ეს შენი კი არა სატანის აზრია, რომელიც შენი აზრი გგონია, რაც შეეხება ტერმინს "მმკ-ს მამაოები" ეს რაღაც ახალია, ხოლო ჩხუბს რაც შეეხება მომხდარს ხალხს შორის, ამ ხალხიდან ერთი ნაწილი სწორედ მმკ-ს და იმ ე.წ მამაოების მიყვანილი იყო მეორე ნაწილის დასარბევად.იმათმა რომ დალეწეს აპარატურა, სიტყვა "იმათ"-ში მმკ-ს აქტივისტები იგულისხმებიან და ნაცვალსახელებით ნუ ცდილობ ამ ორგანიზაციის მიერ ჩადენილი ვანდალიზმის ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის გადაბრალებას. ე.წ მამაოები კი შუაში კი არა თავში არიან ვინაიდან მათ გაუწიეს ორგანიზება ამ დარბევას. ამბობ თავად არ გაურტყამთ არავისთვისო და ეს იცი რას ჰგავს? ჰიტლერის თავის მართლებას ღვთის სამსჯავროზე " მე ხომ არავინ მომიკლავს, გერმანელი ჯარისკაცები ხოცავდნენო" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted April 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 24, 2011 რა ცუდად გესმის იესოს სიტყვები... ახლობელი როცა ცუდ გზას ადგას არ ცდილობ იმის მოქცევას? არ გინდა რომ კარგ გზას დაადგეს? ის თუ შენი მოყვასია ცდილობ იმის მოქცევას ჭეშმარიტებაზე საქმითაც და სიტყვითაც და მარტო სიტყვით არაფერი კეთდება... ხელიც უნდა გაანძრიო საქმე რომ გაკეთდეს...!იესოს სიტყვები ცუდად და არასწორედ ვისაც ესმის მე და შენს შორის ამას ხალხი განსჯის, რაც შეეხება იმას რომ ახლობელი თუ არასწორ გზას ადგას სწორედაც რომ ვცდილობ მის მოქცევას, მაგრამ კბილებში მუშტის ჩარტყმით კი არა, არამედ ქრისტესმიერი შეგონებითა და სწავლებით, მართალი ხარ მარტო სიტყვით არაფერი კეთდება მაგრამ ჯერ სიტყვა იყო შემდეგ საქმე, ასე რომ შეგონებით ნათქვამ სიტყვას უფრო დიდი ძალა აქვს ვიდრე სიტყვის გარეშე პირდაპირ კბილებში ნალეწ მუშტს. ხელს კი სანამ გაანძრევს ქრისტიანი ჯერ თავი უნდა გაანძრიოს, შემდეგ ენა და ბოლოს ხელი, ოღონდ ეს განძრეული ხელი უნდა იყოს მოყვასის საშველად გაწვდილი მტევანი და არა მოყვასის დასალურჯებლად შეკრული მუშტი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
anano_anano Posted April 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 24, 2011 მიუხედავად იმისა რომ კითხვაზე პასუხი არ გაგიცია, სწორედაც რომ თავს არიდებ და თან მარტო ამ კითხვას კი არა, სხვა ბევრ კითხვებსაც, იმიტომ რომ პასუხები არ იცი, გეტყვი რომ არც იოანე მოციქული არც ქრისტეს 12-ვე მოციქული მართლმადიდებლები არ იყვნენ, მარტივი მიზეზის გამო იმ დროს ტერმინი მართლმადიდებლობა ბუნებაში არ არსებობდა, მართლმადიდებლები არ იყვნენ ასევე, აბრაამი ისაკი და იაკობი ისინი იუდევლები იყვნენ, მაგრამ ღმერთს აბრაამის ისააკისა და იაკობის ღმერთი ჰქვა, ასე იწოდება ის ბიბლიის მიხედვით. აქედან დასკვნა იოანესთვის რომ ეკითხათ მართლმადიდებელი ხარ თუ არაო, არა თუ კითხვას არ გასცემდა პასუხს, უბრალოდ იფიქრებდა რომ გიჟთან ჰქონდა საქმე. ასე რომ საკუთარი აღმსარებლობის არ გაცხადება ადამიანის უფლებაა და ამით არც არაფერი მტკიცდება და მითუმეტეს არც უარიყოფა. ცხონებას კი რაც შეეხება უამრავი იუდეველი ცხონდა ასე რომ "მხოლოდ მართლმადიდებლები ცხონდებიან" ეს სიტყვებიც გამწარებული ფანატიკოსის სიმწრით ნათქვამი სიტყვებია. იესოს სიტყვები კი ასეთია: "მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან და დასხდებიან ღვთის სასუფეველში, აბრაამთან, ისააკთან და იაკობთან ერთად". მარტო აღმოსავლეთიდან კი არ მოვლენო არამედ დასავლეთიდანაცო და ისრაელის აღმოსავლეთითა და დასავლეთით რა ქვეყნებიც მდებარეობს ფორუმში ვერ დაგიწყებ ეხლა ტოპოგრაფიის სწავლებას. ცხონებით კი აი ეს კატეგორია ცხონდება იესოს სიტყვის მიხედვით " ვინც შეასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნება სურვილს" და არა ყველა "ვინც მეუბნება უფალო, უფალო" ვაფშე არა, ვობშემ და ვობშემ მინდა რომ მართლმადიდებლური ეკლესიის სახელით ვანდალური ლაშქრობების წარმოებას შეეშვათ, იმიტომ რომ ეს ლაშქრობები საზიზღარია უფლისთვის და აქედან გამომდინარე ჭეშმარიტი ქრისტიანისთვისაც.იოანე მოციქული მართლმადიდებელი იყო.. და მაგდენი თუ არ იცი რომ მართლმადიდებლობას ქადაგებდნენ მოციქულები..! და ცხონებას რაც შეეხება სხვა სარწმუნოების ადამიანი ვერ ცხონდება! იესოს სიტყვებში ისიც წერია: რომ ადამიანს ყველაფერი მიეტევება გარდა სულიწმიდის გმობისა! და სხვა სარწმუნოების ადამიანები მწვალებლები და იგივე სულიწმიდის მგმობელები არიან! და იქნებ შეეშვა ამ ვანდალიზმს ზუსტად.. მართლმადიდებელი რომ არ ხარ მაგაზე ორი აზრი არაა.. ან 50იანელი ან იაღოველიი ან სულაც რავიცი.... მართლმადიდებლლობა არის ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება! ამას ყოველ წელს ღვთიური ცეცხლიც ამოწმებს,რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელ პატრიარქზე გადმოდის! და შენ თუ არ ხარ მართლმადიდებელი საერთოდ რა გინდა ვერ ვხვდები! ღმერთმა გაგინათოს გონება დავით! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted April 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 25, 2011 (edited) იოანე მოციქული მართლმადიდებელი იყო.. და მაგდენი თუ არ იცი რომ მართლმადიდებლობას ქადაგებდნენ მოციქულები..! და ცხონებას რაც შეეხება სხვა სარწმუნოების ადამიანი ვერ ცხონდება! იესოს სიტყვებში ისიც წერია: რომ ადამიანს ყველაფერი მიეტევება გარდა სულიწმიდის გმობისა! და სხვა სარწმუნოების ადამიანები მწვალებლები და იგივე სულიწმიდის მგმობელები არიან! და იქნებ შეეშვა ამ ვანდალიზმს ზუსტად.. მართლმადიდებელი რომ არ ხარ მაგაზე ორი აზრი არაა.. ან 50იანელი ან იაღოველიი ან სულაც რავიცი.... მართლმადიდებლლობა არის ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება! ამას ყოველ წელს ღვთიური ცეცხლიც ამოწმებს,რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელ პატრიარქზე გადმოდის! და შენ თუ არ ხარ მართლმადიდებელი საერთოდ რა გინდა ვერ ვხვდები! ღმერთმა გაგინათოს გონება დავით!ამ პოსტზე მხოლოდ ერთგვაროვან პასუხს გაგცემ, ჩემი სტუდენტებიდან "ოროსანსაც" უფრო მეტი თეოლოგიური ცოდნა გააჩნია ვიდრე შენ.ვინაიდან იოანე მოციქულის მართლმადიდებლად შერაცხვა მხოლოდ რელიგიურ საკითხებში გაუთვიცნობიერებელ ადამიანს შეუძლია, რომელსაც ბიბლიაც კი არა აქვს არა თუ გააზრებული არამედ უბრალოდ არა აქვს წაკითხული. მოციქულები კი მართლმადიდებლობას კი არა აი ამას ქადაგებდნენ "მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია სასუფეველი ცათა" ან 50იანელი ან იაღოველიი ან სულაც რავიციგვერდით თემაში სატანის ბიბლია გამოვაქვეყნე, აბა "ლოგიკური" დასკვნების მოყვარული ყოფილხარ და იქნებ ამ მრავალრიცხვოვან ტიტულებს სატანისტიც მიამატო. Edited April 25, 2011 by Morfius Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted April 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 25, 2011 (edited) და ცხონებას რაც შეეხება სხვა სარწმუნოების ადამიანი ვერ ცხონდება! იესოს სიტყვებში ისიც წერია: რომ ადამიანს ყველაფერი მიეტევება გარდა სულიწმიდის გმობისა! და სხვა სარწმუნოების ადამიანები მწვალებლები და იგივე სულიწმიდის მგმობელები არიან! ცხონებით ვინ ცხონდება ზემოთ დაგიწერე და პოსტები ყურადღებით იკითხე ხოლმე, არ გაწყენს. ეხლა კი რადგან გამეორება მაიძულე გიმეორებ: უფლის სიტყვა ცხონებაზე ასეთია, ცხონდება - "ის ვინც შეასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნება სურვილს" და არა ის ვინც სიტყვიერად მეუბნება "უფალო, უფალო" აქედან გამომდინარე სულიწმინდის არ გმობა ერთ ერთი აუცილებელი პირობაა უფლის ნების შესასრულებლად და თავად ამ მომაკვდინებელი ცოდვისგან თავის შეკავება სწორედ რომ ზეციური მამის ნების აღსრულებაა, თუმცა მისი ნება მხოლოდ ამაში კი არა სხვა მრავალ მცნებაში გამოიხატება. რაც შეეხება სულიწმინდის გმობა არ გმობის საკითხს, მწვალებლები თუ მკრეხელური სიტყვით გმობენ სულიწმინდას მმკ-ელები მკრეხელური საქმით ანუ მუშტით და სჯულის მცოდნეთაგან საქმით დაგმობა უფრო დიდი გმობაა ვიდრე უმეცართაგან გაუთვიცნობიერლად ნათქვამი სიტყვა, იმიტომ რომ ჰელოუნის წარმართული დღესასწაულის მონაწილეთაგან ის გალახული პირები ხვალ შეიძლება მღვდლები გახდნენ უფლისა შესაბამისად მათი სხეული კი ტაძარი სულიწმინდისა, 1 საუკუნეში ისრაელიანებს იერუსალიმში და მის შემოგარენში ყველაზე მეტად სდევნიდა და ავიწროვებდა კაცი, რომელსაც მოქცევის შემდეგ პავლე მოციქული ეწოდა და შენ ან მთელი მმკ რა დარწმუნებულია იმაში რომ ჰელოუნის მონაწილეთაგან ერთ ერთი არ გახდეს უფლის საყვარელი მღვდელი? რა ნამუსით უნდა შეხედოთ მერე თვალებში? განა მოციქული სოსთენი კორინთოს სინაგოგის უფროსი არ იყო? რომ გაიძახი სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლები სულიწმინდას გმობენო, თუ ასეა რაღად აღიარა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ სოსთენი მოციქულად? ის ხომ კორინთოს სინაგოგის წინამძღვარი და რაბინი იყო? ან და აბო რაღატომ აღიარეს წმინდანად ის ხომ მოქცევამდე მუსლიმანი იყო და შენივე თქმით შესაბამისად სულიწმინდის მგმობელიც? "მოწამე აბო ტფილელი დაიბადა არაბეთში 750 წლის ახლო ხანებში. აბოს მშობლები დახელოვნებულნი იყვნენ ნელსაცხებელთა დამზადებაში და აბოც ამ ხელობას დაეუფლა – “იყო ხელოვან კეთილად შემზავებელი სუნელთა მათ საცხებელთა და სწავლულ იყო მწიგნობრობათა სარკინოზთათა". ვინაიდან შენ დაწერე სიტყვები "სხვა სარწმუნოების ადამიანები მწვალებლები და იგივე სულიწმინდის მგმობელები არიანო" შენი ლოგიკით გამოდის რომ სულიწმინდის მგმობელები შერაცხა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანებად? ეხლა ალბათ მეტყვი ისინი ქრისტიანად მოქცევის შემდეგ აღიარეს წმინდანებადო, კეთილი და პატიოსანი, მაგრამ რა ვუყოთ შენს სიტყვებს როცა ამტკიცებ რომ სხვა სარწმუნოების წარმომადგენლები სულიწმინდას გმობენ, ისიც ხომ კარგად იცი რომ იესოს სიტყვის მიხედვით "სულიწმინდის გმობა არ მიეტევება ადამიანს არც ამ ქვეყნად არც მომავალში"? გამოდის რომ აბო-ს რომელიც მუსლიმანი იყო, მაშასადამე სულიწმინდის მგმობელი, ღვთის მიერ მიუტევებლად აღიარებული ცოდვა, მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიუტევა და ქრისტიანად მონათლა? ეხლა მაინც თუ ხვდები რომ ბოროტის მიერ შთაგონებული აზრებით თითქოს ადამიანები რელიგიური მრწამსის გამო უნდა მოვიძულოთ და სული წმინდის გმობა დავაბრალოთ, როდესაც ჭეშმარიტ ქრისტიანულ სწავლებას დაეჯახები იდეა დაგემსხვრევა, უბრალოდ განადგურდება ჭეშმარიტების წინაშე? მმკ-ელებს უმეცრობამ დაუბრმავა თვალები, ბოროტებამ კი გული და სწორედ ასეთ მომავალ ცოცხალ ტაძარებს ურტყავენ მუშტს. ისევე როგორც ფარისევლები ქრისტეს სხეულს, ვინაიდან დაწერილია: მბჟუტავ პატრუქს არ ჩავაქრობ და გატეხილ ლერწამს არ დავამტვრევ, თქვენ კი რას შვებით ადამიანების სულში მბჟუტავ პატრუქად წარმოდგენილ რწმენას აქრობთ მუშტი კრივით და ცოდვით გადატეხილ მათ გულებს წიხლს აზელთ კიდევ უფრო დასამტვრევად.უფალი ბრძანებს "ვინც დააზიანებს სულიწმინდის ტაძარს მე დავაზიანებ მას" იტყვიან როგორღაა სატანურ დღესასწაულზე შეკრებილი ხალხის სხეული სულიწმინდის ტაძარიო? ვუპასუხებ დღეს თუ არ არის ხვალ შეიძლება იყოს, ისევე როგორც აბოს სხეული მოქცევამდე უვარგის ჭურჭელს წარმოადგენდა ხოლო მოქცევის შენდეგ გახდა ტაძარი სულიწმინდისა. არავინ იცის რომელ ჭურჭელში ჩაღვრის უფალი თავის სათნოებას და რომელ ცოცხალ ტაძარში დაივანებს მისი სული, ასე რომ მმკ-ს მოქმედება იმ ჭურჭლის მტვრევას ჰგავს სადაც შესაძლოა მომავალში უფლის სულმა დაივანოს.ეკლესია შენობა ნაგებობები ნუ გგონია, ეკლესია არის სხეული ქრისტესი მისი ნაწილები კი მისი მრევლია, თავი ქრისტეა ჰო და როდესაც თავი წყვეტს ვინ დაიბრუნოს თავის წიაღში და ვინ განდევნოს იქიდან, აქ კაცის მცდელობა უკვე ღვთის ნების აღსრულება კი არა მის წინააღმდეგ სიარულია. Edited April 25, 2011 by Morfius Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted April 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 25, 2011 (edited) ამას ყოველ წელს ღვთიური ცეცხლიც ამოწმებს,ეს სასწაული და ზოგადად სასწაულები არ ამტკიცებენ ჭეშმარიტ მრწამსს, ვინაიდან დაწერილია:ბოროტი და მრუში მოდგმა ეძებს ნიშანს, მაგრამ არ მიეცემათ მათ ღვთისგან ნიშანი გარდა იონას ნიშნისა.ხოლო ზოგადად სასწაულებზე აი რას ამბობს უფალი.იოანეს გამოცხადება თავი 13 მუხლები 11-13 11.და ვიხილე სხვა მხეცი მიწიდან ამომავალი, მას ჰქონდა კრავის მსგავსი ორი რქა და ლაპარაკობდა როგორც დრაკონი,12 იგი მოქმედებს პირველი მხეცის მთელი ძლიერებით მის წინაშე და აიძულებს დედამიწას და მის მცხოვრებთ თაყვანი სცენ პირველ მხეცს, რომელსაც განეკურნა სასიკვდილო ჭრილობა.13 და ახდენს დიდ სასწაულებს, ცეცხლიც კი ჩამოაქვს ციდან დედამიწაზე ადამიანთა წინაშე.14. და აცდუნებს დედამიწის მცხოვრებთ სასწაულებით, რომლებიც მიეცა მას მხეცის წინაშე მოსახდენად, და ეუბნება დედამიწის მცხოვრებთ გააკეთონ მხეცის ხატება, რომელსაც აქვს ჭრილობა მახვილისაგან და რომელიც გაცოცხლდა.ამ წინასწარმეტყველური სიტყვებიდან, რომელიც უფალს ეკუთვნის ვიტყვი მხოლოდ ერთს1. სიტყვა კრავი - იგივდება იესო ქრისტესთან2. სიტყვა დრაკონი იგივდება სატანსათან3. სიტყვა რქა იგივდება მიწიერ ძალაუფლებასთანხოლო ამ ყველაფრით ეს " ვიხილე სხვა მხეცი მიწიდან ამომავალი, მას ჰქონდა კრავის მსგავსი ორი რქა და ლაპარაკობდა როგორც დრაკონი" ნიშნავს შემდეგს: მხეცს ექნება კრავის მსგავსი 2 რქა ანუ ქრისტესმიერი ძალაუფლება მიწაზე 2 განშტოებით საერო და სასულიერო, თუმცა ის იქნება კრავის მსგავსი ამავდროულად ილაპარაკებს როგორც დრაკონი ანუ როგორც სატანა.ეხლა ჯერ მიხვდი იმას ვინ არის შესახედაობით და მიწიერი ძალაუფლებით კრავის ანუ ქრისტეს მსგავსი, რომელიც ლაპარაკობს და მოქმედებს როგორც დრაკონი ანუ სატანა და მერე მის მიერ ჩადენილი სასწაულებიც ნათელი გახდება თუ ვისგან მოდის. ,რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელ პატრიარქზე გადმოდის!მხოლოდ მართლმადიდებელ პატრიარქზე არ გადმოდის და განწმენდილი მეც, რომ შევიდე უფლის საფლავში მეც გამოვიტან მაგ ცეცხლს.ყველას გასაგებად ღიად ვწერ: მომავალ აღდგომას შემიშვან უფლის სამარხში და გამოვიტან ზეციურ ცეცხლს.ეს ძალუძს ყველა მამაკაცს, ისევე როგორც კურთხევის უფლება აქვს ყველა კაცს. Edited April 25, 2011 by Morfius Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
anano_anano Posted April 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 25, 2011 ეს სასწაული და ზოგადად სასწაულები არ ამტკიცებენ ჭეშმარიტ მრწამსს, ვინაიდან დაწერილია:ბოროტი და მრუში მოდგმა ეძებს ნიშანს, მაგრამ არ მიეცემათ მათ ღვთისგან ნიშანი გარდა იონას ნიშნისა.ხოლო ზოგადად სასწაულებზე აი რას ამბობს უფალი.იოანეს გამოცხადება თავი 13 მუხლები 11-13 11.და ვიხილე სხვა მხეცი მიწიდან ამომავალი, მას ჰქონდა კრავის მსგავსი ორი რქა და ლაპარაკობდა როგორც დრაკონი,12 იგი მოქმედებს პირველი მხეცის მთელი ძლიერებით მის წინაშე და აიძულებს დედამიწას და მის მცხოვრებთ თაყვანი სცენ პირველ მხეცს, რომელსაც განეკურნა სასიკვდილო ჭრილობა.13 და ახდენს დიდ სასწაულებს, ცეცხლიც კი ჩამოაქვს ციდან დედამიწაზე ადამიანთა წინაშე.14. და აცდუნებს დედამიწის მცხოვრებთ სასწაულებით, რომლებიც მიეცა მას მხეცის წინაშე მოსახდენად, და ეუბნება დედამიწის მცხოვრებთ გააკეთონ მხეცის ხატება, რომელსაც აქვს ჭრილობა მახვილისაგან და რომელიც გაცოცხლდა.ამ წინასწარმეტყველური სიტყვებიდან, რომელიც უფალს ეკუთვნის ვიტყვი მხოლოდ ერთს1. სიტყვა კრავი - იგივდება იესო ქრისტესთან2. სიტყვა დრაკონი იგივდება სატანსათან3. სიტყვა რქა იგივდება მიწიერ ძალაუფლებასთანხოლო ამ ყველაფრით ეს " ვიხილე სხვა მხეცი მიწიდან ამომავალი, მას ჰქონდა კრავის მსგავსი ორი რქა და ლაპარაკობდა როგორც დრაკონი" ნიშნავს შემდეგს: მხეცს ექნება კრავის მსგავსი 2 რქა ანუ ქრისტესმიერი ძალაუფლება მიწაზე 2 განშტოებით საერო და სასულიერო, თუმცა ის იქნება კრავის მსგავსი ამავდროულად ილაპარაკებს როგორც დრაკონი ანუ როგორც სატანა.ეხლა ჯერ მიხვდი იმას ვინ არის შესახედაობით და მიწიერი ძალაუფლებით კრავის ანუ ქრისტეს მსგავსი, რომელიც ლაპარაკობს და მოქმედებს როგორც დრაკონი ანუ სატანა და მერე მის მიერ ჩადენილი სასწაულებიც ნათელი გახდება თუ ვისგან მოდის. მხოლოდ მართლმადიდებელ პატრიარქზე არ გადმოდის და განწმენდილი მეც, რომ შევიდე უფლის საფლავში მეც გამოვიტან მაგ ცეცხლს.ყველას გასაგებად ღიად ვწერ: მომავალ აღდგომას შემიშვან უფლის სამარხში და გამოვიტან ზეციურ ცეცხლს.ეს ძალუძს ყველა მამაკაცს, ისევე როგორც კურთხევის უფლება აქვს ყველა კაცს.ერთადერთი შემთხვევა იყო 1549 წელს როდესაც მართლმადიდებელი პატრიარქი არ შეუშვეს შიგნით, როდესაც მონოფიზიტმა პატრიარქმა მოისყიდა ოსმალები და მონოპიზიტი პატრიარქი შევიდა და არ გადმოვიდა მასზე ცეცხლი და ამ დროს სვეტი გაიპო და გარეთ მყოფ მართლმადიდებელ პატრიარქზე გადმოვიდა ცეცხლი!!!! რაც შეეგეხება შენ ესეთი დიდი წარმოდგენა ნუ გექნება საკუთარ თავზე , ამპარტავნება დამღუპველია.. და მოკლედ ჩვენი საუბარი არ გაგრძელდება სანამ არ იტყვი რა სარწმუნოების ბრძანდები! ასე ადამიანს ცხვენოდეს თავისი სარწმუნოების თქმის და კიდე რაღაცეებს ქადაგებდეს შეუთავსებელია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted April 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 25, 2011 ერთადერთი შემთხვევა იყო 1549 წელს როდესაც მართლმადიდებელი პატრიარქი არ შეუშვეს შიგნით, როდესაც მონოფიზიტმა პატრიარქმა მოისყიდა ოსმალები და მონოპიზიტი პატრიარქი შევიდა და არ გადმოვიდა მასზე ცეცხლი და ამ დროს სვეტი გაიპო და გარეთ მყოფ მართლმადიდებელ პატრიარქზე გადმოვიდა ცეცხლი!!!! რაც შეეგეხება შენ ესეთი დიდი წარმოდგენა ნუ გექნება საკუთარ თავზე , ამპარტავნება დამღუპველია.. და მოკლედ ჩვენი საუბარი არ გაგრძელდება სანამ არ იტყვი რა სარწმუნოების ბრძანდები! ასე ადამიანს ცხვენოდეს თავისი სარწმუნოების თქმის და კიდე რაღაცეებს ქადაგებდეს შეუთავსებელია...ეხლა ეგ მადარდე კიდევ საუბარს გააგრძელებ თუ არა, ჩემი რელიგიური მრწამსის გამხელა არ გამხელა კი ჩემი უფლებაა და ჩემს უფლებას როგორც მინდა ისე გამოვიყენებ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი არ გეუბნები რელიგიურად რა აღმსარებლობის ვარ. 1549 წელს მომხდარი ეს ამბავი მასე არ გახლდათ, მონოფიზიტ პატრიარქზეც გადავიდა ის ცეცხლი და ეს ლეგენდა კი მართლმადიდებლებმა შეთხზეს რეალურად მომხდარი ფაქტის დასამალად, ამის შემდგომ აღარავის უშვებდნენ სამარხში, ჰო და ხომ დავწერე და კიდევ დავწერყველას გასაგონად: მომავალ აღდგომის დღესასწაულზე შემიშვან მე ქრისტეს სამარხში, ბერძნების პატრიარქზე წინ და მე გამოვიტან იქიდან იმ ზეციურ ცეცხლს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 25, 2011 ჩვენი საუბარი არ გაგრძელდება სანამ არ იტყვი რა სარწმუნოების ბრძანდები!ორმოცდაათიანელია :TAT: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.