planetanews Posted November 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 27, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/signagi-150x150.jpgდღეს სიღნაღში ღვინის, მწვადისა და ქორეოგრაფიული ფესტივალი „სიღნაღი – 2010“ ჩატარდება. ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს” კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს. სიღნაღის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის მურად ვაშაკიძის თქმით, იქნება პურის ცხობა, არყის გამოხდა, თათარაობა, შეიწვება მწვადი და დაგემოვნდება ღვინო. მისივე თქმით, ბარათაშვილის ქუჩიდან მოედნამდე მოეწყობა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა. ხელოვანები ადგილზე დაამზადებელ გობელენს, ფარდაგს, თიხის ჭურჭელს და სხვა. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ყველა კუთხის ცეკვისა და სიმღერის ფოლკლორული ანსამბლები. გამარჯვებულებს პრიზები გადაეცემათ. მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ღვინის, მწვადისა და ქორეოგრაფიული ფესტივალის ჩასატარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6 000 ლარი გამოიყოფა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts