planetanews Posted November 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 27, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/moscow-150x150.jpgრუსეთმა საქართველოს განაცხადს, 2015 წელს საქართველოში ევროპული ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამართვის შესახებ მხარი დაუჭირა. როგორც სააგენტო “იტარ-ტასი” იუწყება, ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე გია ნაცვლიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჟუკოვმა განაცხადა. ,,სპორტი ყოველთვის პოლიტიკის მიღმა უნდა იყოს,”- აღნიშნა ჟუკოვმა. ნაცვლიშვილისა და ჟუკოვის შეხვედრა ბელგრადში გუშინ გაიმართა. 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ადგილს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალური ასამბლეა დღეს გადაწყვეტს. ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის სურვილს, თბილისის გარდა ჩეხეთის ქალაქი ბრნოც გამოთქვამს. თუ რომელ მათგანს მიენიჭება უპირატესობა, დღევანდელი კენჭისყრის შემდეგ გაირკვევა. ფარულ კენჭისყრაში ასამბლეის 49 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts