planetanews Posted November 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 27, 2010 დღეს ქუთაისის იუსტიციის სახლში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდათ. შეხვედრაზე იმერეთის, რაჭის, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საჯარო რეესტრის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. მათ ელექტრონული სერვისების მოხმარებასთან დაკავშირებით სწავლება ჩაუტარდებათ. გარდა ამისა, განიხილავენ საჯარო რეესტრის მიერ უძრავი ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციის სფეროში საკანონმდებლო კუთხით განხორციელებულ ბოლო ცვლილებებს. ტრენინგი ინტერაქტიული ხასიათისაა და დისკუსიასა და პრაქტიკულ მეცადინეობებზეა აგებული. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონული პროგრამების დანერგვა 2006 წლიდან დაიწყო. ტრენინგს მსოფლიო ბანკი აფინანსებს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts