Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია გახსნა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/83855-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია გახსნა.

 

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. რესტავრატორების გადაწყვეტილებით, ეკლესიას ძველი იერსახე დაუბრუნდა და აღდგენილია კომუნისტების დროს განადგურებული უნიკალური გუმბათი.

 

ამ ეკლესიაში მოღვაწეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.

 

“დღეს საქართველო ცდილობს გავიდეს სამშვიდობო გზაზე. წმინდა ნიკოლოზი ჩვენი განსაკუთრებული მფარველია და შეგვეწევა ჩვენ და სრეულიად საქართველოს”, – აღნიშნა კათოლიკოს პატრიარქმა და მიხეილ სააკაშვილს სულიერი პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად, საჩუქრად ჯვარი გადასცა.

 

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პატრიარქს მისი დიდი ღვაწლისათვის.

 

“მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გითხრათ, რომ ყველგან სადაც მივდივარ, ყოველთვის როცა წინ რთული გამოცდა მელის, ვამოწმებ თქვენს ნაჩუქარ ჯვარს, რომელიც ყოველთვის თან მაქვს. მინდა იცოდეთ, რომ თქვენი სულიერი გზა, გზას მინათებს არა მარტო მე, არამედ მთელ მსოფლიოში გაბნეულ ჩვენს თანამემამულეებს.”- განაცხადა პრეზიდენტმა.

 

ტაძარი 1865 წელსაა აგებული.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...