planetanews Posted November 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/alasania-irakli3-150x150.jpg,,თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანიას განცხადებით, აშშ-ში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაწყებულ მოლაპარაკებებს დადებითად აფასებენ. ამის შესახებ ალასანიამ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ალასანიას თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველთან რუსეთის საკითხებში მაიკლ მაკფოლს და ბარაკ ობამას მრჩეველს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ელისაბედ-შერვუდ რანდალს საარჩევნო გარემოზე, საკონსტიტუციო რეფორმებზე, ხელისუფლებასთან დაწყებულ მოლაპარაკებესა და ბიზნესის შევიწროებასთან დაკავშირებულ ფაქტებზე ისაუბრა როგორც ალასანიამ აღნიშნა, იგი ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწეიფო მდივნის თანაშემწეს თინა ქეიდენაუს შეხვდა, რომელთანაც შეხვედრის მთავარი თემა საარჩევნო გარემო და მედიის თავისუფლების საკითხები იყო. როგორც ცნობილია, ვიზიტის ფარგლებში ალასანია ვაშინგტონში ბრუკინსგის ინსტიტუტის, NDI-ის, IღI-ის, NED-ის, Fრეედომ ჰოუსე-ის ხელმძღვანელებს შეხვდა. ასევე სიტყვით გამოვიდა ჯორჯ ვაშინგტონის, ატლანტის საბჭოსა და კოლუმბიის უნივერსიტეტში. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანიას ვიზიტი აშშ-ში 13 ნოემბერს დაიწყო და 23 ნოემბრამდე გაგრძელდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts