planetanews Posted November 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/baramia1-150x131.jpgაშშ-ში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია, აფხაზეთიდან დევნილებს ნიუიორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში შეხვდა. შეხვედრას საქართველოს გენერალური კონსული ნიუ–იორკში ირაკლი ჟორდანია ესწრებოდა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ დევნილებთან ერთად ხელი მოაწერა გრაგნილს, რომელიც ცივილიზებული სამყაროს მიმართ აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილი მოსახლეობის მიმართვას ასახავს. გრაგნილი რამდენიმე დღეში გაერთიანებული ერების ორგანიზაციას გადაეცემა. „ჩვენი შეხვედრის მიზანია დევნილების ყველა პროცესში ჩართულობა. მოხარული ვარ, რომ მათთან ერთად ამ აქციაში მივიღე მონაწილეობა. ეს არის კიდევ ერთი მესიჯი, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ ნათლად დაინახოს ის დესტრუქციული ქმედება, რასაც რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორცილებს“–განაცხადა დევნილებთან შეხვედრისას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ბარამია ასევე ნებრასკას შტატის გუბერნატორს რიკი შიჰის შეხვდა,სადაც ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ნებრასკას უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრისას კი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ დევნილებისთვის გაცვლითი პროგრამების საკითხი განიხილა. ვიზიტის ფარგლებში, აფხზეთის მთავრობის დელეგაციამ შეხვედრა ამერიკელ მილიარდერთან ტონი დუნკანთანაც გამართა, რომელმაც საინვესტიციო გარემოს შესწავლის მიზნით საქართველშო ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts