Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - მიხეილ სააკაშვილმა ბეჟან ბუცხრიკიძე ვახტანგ გორგასლის ოდენით დააჯილდოვა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/saakashvili246-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან ბუცხრიკიძე ვახტანგ გორგასლის ოდენით დააჯილდოვა.

 

სააკაშვილის განცხადებით, დეპუტატმა ბოლო წლების განმავლობაში თერჯოლის აღმშენებლობის საქმეში დიდი წვლილი შეიტანა.

 

ამასთან, დღეს მიხეილ სააკაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან ერთად იმერეთის რეგიონის სოფელ ჩხარში ახლადაშენებული სკოლა გახსნეს.

 

საქართველოს პრეზიდენტმა ჩხარის სკოლის წარჩინებული მოსწავლეები გვანცა ამირანაშვილი და გიორგი რობაქიძე პორტატული კომპიუტერებით დააჯილდოვა.

 

წარჩინებული სწავლისთვის პროგრამით ”ჩემი პირველი კომპიუტერი” ოთხი მოსწავლე დაჯიდოვებულია, სკოლას აქვს მნიშვნელოვანი სპორტული მიღწევებიც.

 

როგორც ცნობილია, სკოლის მშენებლობა 2008 წელს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დაიწყო. სკოლის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებდა. ახალი სკოლის მშენებლობა აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც 1991 წელს მიწისძვრის შედეგად სკოლა ავარიული გახდა და შეწყდა სასწავლო პროცესი, მოსწავლეები კი სოფელი ჩხარის მიმდებარე სკოლებში გადანაწილდნენ.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...