planetanews Posted November 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/alasania112-150x150.jpg“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, პოლიტიკური პარტია, რომელიც ცდილობს, ხალხს არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლის სხვა ალტერნატივა დაანახოს, არაგულწრფელია საკუთარი ხალხის წინაშე. მისი თქმით, “თავისუფალი დემოკრატები” თავიდანვე აღნიშნავდნენ, რომ სახალხო წარმომადგენლობითი კრება უპერსპექტივო იქნებოდა. “ხალხს უფლება აქვს, შეიკრიბოს და პროტესტი გამოხატოს. მე დიდ პატივს ვცემ ხალხის პროტესტს, თუმცა ეს გზა შედეგების მომტანი ვერ იქნება. ერთადერთი სწორი გზა, ეს არის საარჩევნო გარემოს შეცვლა და არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” დამარცხება. სხვა გზა არ არსებობს”-აღნიშნა ალასანიამ. მისი თქმით, დღეს მთავარია, პოლიტიკური პარტიები კონცენტრირებული იყვნენ კონკრეტულ საკითხებზე, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. “ეს ეხება ზეწოლას მცირე, საშუალო და სხვა დონის ბიზნესებზე, ასევე, უმუშევრობის ფაქტორს”, – განაცხადა ალასანიამ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts