Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - უკმაყოფილება სახალხო კრებაზე


Recommended Posts

მას შემდეგ, რაც ეროვნული ფორუმის ლიდერმა პარლამენტთან შეკრებილ ხალხს დაშლისკენ მოუწოდა, ხალხში უკმაყოფილო შეძახილები გაისმა.

 

"რას აკეთებ, თუ ძმა ხარ", "სად წავიდეთ ახლა ჩვენ","ამდენი ხანია, აქ ვართ და რისთვის მოვედით","გზის ფულს რომ ვხარჯავთ წასვლა–მოსვლაში, რისთვის ვხარჯავთ, საერთოდ",–ეს ის სიტყვები იყო,რასაც ხალხის უკმაყოფილო ნაწილი ამბობდა.

 

დღეს სახალხო კრებას მიტინგის სახე მიეცა. ამ განცხადებას ჯერ კიდევ გუშინ ავრცელებდნენ ლიდერები. გუშინდელი დღისგან განსხვავებით, დღეს ტრაფარეტები,სადაც სხვადასხვა რეგიონების სახელები ეწერა, არსად ჩანდა.

 

შეკრებილი ადამიანები ორად გაიყვნენ. ერთი ნაწილი ეკა ბესელიასთან ერთად, საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადავიდა მიტინგის გასაგრძელებლად, მეორე ნაწილი კი პარალმენტთან დარჩა. დარჩენილ ნაწილს კახა შარტავამ დაშლისკენ მოუწოდა.

 

"წაბრძანდით ახლა სახლში, დღეს აქ არაფერი ისეთი არ მოხდება",–განაცხადა კახა შარტავამ შეკრებილს დასასრულს.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...