Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - 149–ე საჯარო სკოლის დირექტორი სამინისტროს სუბიექტურობაზე საუბრობს


Recommended Posts

"რაც კი სკოლაში სტრუქტურული ერთეულია – ყველას სუბიექტურად მიუდგნენ",–აცხადებს მაია გიორგაძე, 149–ე სკოლის დირექტორი.

 

"სუბიექტური მიდგომა ის არის, რომ ხუთი დღის მანძილზე უზარმაზარ ინფორმაციას ითხოვდნენ. მის გადამუშავებას ვერც თავად ახერხებდნენ და ჩვენთვისაც რთული იყო, ორი წლის მანძილზე არსებული ყველა დოკუმენტაციის მოკლე დროში მიწოდება".

 

მის სკოლაში გენინსპექციამ მუშაობა დაასრულა. მაია გიოგრაძე იმ დოკუმენტს გაეცნო,რომელიც სკოლის დირექტორს გენინსპექციის მუშაობის შემდეგ გადაეგზავნა. სკოლის დირექტორთან ერთად, სკოლაში არსებულ დარღვევებზე დოკუმენტი სკოლის სამეურვეო საბჭოს გადაეგზავნა.

 

მაია გიორგაძე აცხადებს,რომ სამეურვეო საბჭომ მიიღო წერილი, სადაც განათლების და მეცნიერების სამინისტრო საბჭოს სკოლის დირექტორის გათავისუფლებას თხოვს.

 

149-ე საჯარო სკოლაში განათლების სამინისტროს გენინსპექციამ მუშაობა 19 ნოემბერს დაასრულა. გენინსპექცია სკოლებში მას შემდეგ შევიდა, რაც მაია გიორგაძემ განათლების სამინისტროში თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას ხელი არ მოაწერა.

 

მაია გიორგაძე აცხადებს, რომ მის სკოლას საყვედური გამოუცხადეს.

 

გიორგაძე ამბობს,რომ სამეურვეო საბჭოს წევრებს ესაუბრა.

 

"სამეურვეო საბჭო თვლის,რომ მოქმედ დირექტორს არ ექნება ისეთი დარღვევა და წინასწარ განზრახული ქმედებები, რომ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი დადგეს",–აცხადებს გიორგაძე.

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...