planetanews Posted November 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg დენ ალექსი სტრასბურგი – საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 23 ნოემბერს ევროპის პარლამენტში მგზნებარე სიტყვით გამოსვლისას, კრემლთან პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა ”მე ქალბატონებო და ბატონებო, მზად ვარ ღრმა, ყოვლისმომცველი დიალოგისთვის ჩემს რუს კოლეგასთან” – აცხადებდა სააკაშვილი – ”ჩვენ რა თქმა უნდა, განვაგრძობთ მონაწილეობას ჟენევის მოლაპარაკებებში და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი დღევანდელი მიმართვა რუსეთის ფედერაციას დაარწმუნებს და ის შეწყვეტს ამ დისკუსიათა ბლოკირებას, მაგრამ ჩვენ ასევე გვჭირდება პოლიტიკური დიალოგი”. სააკაშვილმა სთქვა, რომ მან გააცნობიერა საქართველოს შეცდომები, რომლებიც არ დაუსახელებია და კიდევ ერთხელ დაარწმუნა საზოგადოება, რომ საქართველო არ მიმართავს ძალას, გარდა „იმ შემთხვევისა, თუ საქართველოს იმ დანარჩენ ტერიტორიაზე, რომელიც 80%-ს შეადგენს და რომელიც საქართველოს მთავრობის კონტროლის ქვეშ რჩება, ახალი შეტევა და თავდასხმა არ განხორციელდება”. სააკაშვილმა ევროკავშირის პარლამენტს მიმართა თხოვნით რუსეთის ყოფნა სეპარატისტულ ქართულ რეგიონებში, სამხრეთ- ოსეთსა და აფხაზეთში ”არაკანონიერად” გამოაცხადოს. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ორ სეპარატისტულ რეგიონს ფაქტიურად არ მიუღია არავითარი საერთაშორისო აღიარება, რუსეთის გარდა დსთ-ს არც ერთი ქვეყნიდან. მან განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოების პოზიციამ, „ზოგიერთის გასაკვირად და გასაშმაგებლად ერთ რამეზე მიანიშნა – ძველი დრო ნამდვილად დასრულდა. ამან აჩვენა, რომ საბჭოთა ეპოქის ყოფილი დატყვევებული ქვეყნები (მიუხედავად) წინააღმდეგობებისა და პრობლემებისა, ძლიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გადაიქცნენ, ისეთებად რომლებიც დამოუკიდებლად განსაზღვრავენ საკუთარ პოლიტიკას“. პოლიტიკური ჟესტი საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში ევროპის პარლამენტის თავმჯდომარემ პოლონელმა კონსერვატორმა იერჟი ბუზეკმა, საკანონმდებლო ორგანოში შემავალი ყველა პოლიტიკური ფრაქციის თანხმობით მოიწვია. წყარომ პარლამენტიდან „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, რომ საქართველოს ლიდერის მოწვევა სტრასბურგში, პარლამენტარების პოლიტიკურ ჟესტად უნდა განვიხილოთ – ზოგიერთ მათგანს მიაჩნდა, რომ 2008 წლის რუსულ-ქართული ომის შემდეგ ევროპულმა მთავრობებმა საქართველო უსამართლოდ გარიყეს. ის ფაქტი, რომ ბუზეკი პოლონელია და თან მნიშვნელოვანი ფიგურაა პარლამენტის მთავარი მემარჯვენე-ცენტრისტული ფრაქციის ევროპის სახალხო პარტიაში, რელევანტურია. 2004 წელს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ყოფილი საბჭოთა ევროპული რესპუბლიკების მემარჯვენეთა ბლოკის შიგნით პოლონეთი სულ უფრო აგრესიული რუსეთის პირისპირ ჩემპიონი იყო. პოლიტიკური ლიდერების ევროკავშირის პარლამენტში გარედან მიწვევა ბლოკის მიერ ხშირი არაა. როდესაც ეს ხდება, მოწვეული პერსონა, ჩვეულებრივ ატარებს სიმბოლურ კონოტაციას, რომელიც ფრაქციის ფუნქციებს სცილდება. ასე მაგალითად, 2001 წელს ევროპის პარლამენტში, ასამბლეის წინაშე სსრკ-ს წინააღმდეგ ავღანური ანტი-რუსული მოძრაობის ბელადი აჰმედ შაჰ მასუდი და 2001 და 2008 წ.წ. დევნილი ტიბეტელი ლიდერი, დალაი ლამა გამოვიდნენ. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts