newstudio Posted November 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2010 განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, თემაზე „მე მიყვარს ჩემი პოლიცია“ გამოცხადებული კონკურსების ვადა გუშინ ამოიწურა. თელავის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლემ, პროტესტის ნიშნად, რქიანი და კუდიანი პოლიციელი დახატა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის გახდა ცნობილი, პოლიცია მოსწავლის ვინაობის დადგენას ცდილობს. მოსწავლის თქმით, მას და მის თანაკლასელებს კონკურსში მონაწილეობის მიღება არ უნდოდათ, თუმცა სკოლის დირექტორმა ისინი დაავალდებულა, რომ კონკურსში მონაწილეობა მიეღოთ, ნახატები დაეხატათ და თხზულებები დაეწერათ. „ამ ნახატით პროტესტი გამოვთქვი. დირექტორები მონებივით არ უნდა გვექცეოდნენ. რაც არ გვინდა, იმას იძულებით არ უნდა გვაკეთებინებდნენ“, - აღნიშნა მოსწავლემ კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში. მოზარდის ვინაობას მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ვამჟღავნებთ. http://ick.ge/ka/articles/3725-2010-11-26-06-43-59.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2010 (edited) მოზარდის ვინაობას მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ვამჟღავნებთდეგენერატული ფრაზაა. პირველი იმის გამო რომ მაგ მოსწავლეს არავინ არაფერს არ დაუშავებს, მეორე კი იმის გამო, რომ დადგენა რომ უნდოდეს ვინმეს, რა უნდა მაგის დადგენას?დამღუპველია ეს ადვილად გამოსაჭერი ნახევრად სიმართლე, მაგრამ არ ესმის ამ ხალხს. Edited November 26, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted November 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2010 (edited) რქიანი და კუდიანი პოლიციელირამდენი წლის ბავშვა ეგ მაინც თქვან პირველი იმის გამო რომ მაგ მოსწავლეს არავინ არაფერს არ დაუშავებს, კეეეემშობლებს ისე კარგად დაუშავებს ხეპრე ადგილობრივი 'შიშროება' რომა.. ან ვერ ხედავ რეალობას ოფისიდან ან ჩვენ დაგოიმებას ცდილობ.. ვანოსბრძანებით რომ არავინ დაუშავებს ეგ ცხადია მაგრამ იმდენი ხისტავიანიატქვენთანაც და დაუნი.... უბრლაოდ მაგის Mშობლებს რამერომ დაუშავდეთ შემდეგ დამნაშავეს არავინ დასჯის.. მაგაშია პრობლემა Edited November 26, 2010 by PEPE. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2010 Saturnდეგენერატული ფრაზაა. პირველი იმის გამო რომ მაგ მოსწავლეს არავინ არაფერს არ დაუშავებს, მეორე კი იმის გამო, რომ დადგენა რომ უნდოდეს ვინმეს, რა უნდა მაგის დადგენას?ფაქტია შიში არის ... და ეს თუ ვინმეს კარგი ჰგონია...გთხოვთ იხილოთ სურათი http://markhumphrys.com/Bitmaps/north.korea.night.3.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted November 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2010 მე მიყვარს პოლიცია" - ამ სათაურით განათლების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით სკოლის მოსწავლეებს ესეების დაწერა დაევალათ. ამ თემაზე კონკურსი ყველა საჯარო სკოლაში გამოცხადდა. „პოლიცია ჩემი მეგობარია," „ მე მიყვარს პოლიცია," „მათი გმირული საქციელი," ასეთ სათაურებით პოლიციის სიყვარულზე პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, მოსწავლეებმა ესეები და ნახატები შექმნეს. ყველაზე მონდომებულმა ბავშვებმა საკონკურსო ნაშრომებს ფოტები და ნახატები დაურთეს. „პოლიციელი ჩემზე კეთილი ადამინის შთაბეჭდილებას სტოვებს, რომელიც ცდილობს, ყველას სიკეთე და ადამიანებისადმი პატივისცემა ასწავლოს. პოლიცია ზრუნავს ყველასთვის, მათი ბედნიერი და უზრუნველი ცხოვრებისათვის. პოლიციელი ყოველი ჩვენთაგანის მეგობარია. ტყვიასაც კი არ დაერიდება, თუ ბოროტ ადამიანებთან მოუხდება შებრძოლება....პოლიციელს, რა თქმა უნდა ჩვენს მეგობრად ვთვლით. ასევე დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩვენს სკოლას ჰყავდეს მანდატური, რადგან ბავშვებს გვეყოლება დამცველი მეგობარი, რომ ყოველთვის დაცულად ვიგრძნოთ თავი," -წერს ერთ-ერთ სკოლის მეშვიდეკლასელი. ზოგმა მოსწავლემ პოლიციის სიკეთესა და თავგანწირულობაზე მოთხრობებიც დაწერა. „ძალიან მომწონს პოლიციელის პროფესია...ვიცი, რომ პოლიციელის პროფესია ძალიან შრომატევადია, დიდ ძალისხმევას და გამძლეობას მოითხოვს. ბევრჯერ ღამეები უთენებიათ მამას და მის თანამშრომლებს, რომ დამნაშავე დაეჭირათ. ხშირად, ტყვიის ქვეშაც მოჰყოლიან,"- პოლიციისადმი სიყვარულს ასე ასაბუთებს მერვე კლასის მოსწავლე. საჯარო სკოლების მასწავლებლები და დირექტორები ამბობენ, რომ უმცროსკლასელელებმა უფრო მეტი ნახატები და ფოტოები წარმოადგინეს. „ ერთმა ბავშვმა ავტომატიანი პოლიციელი და ტანკი დახატა, ზოგ ნახატში პოლიციის შენობა, მანქანები და პოლიციელები იყვნენ, ერთი-ორი ნახატი იმაზე იყო, თუ როგორ ეხმარებიან პოლიციელები ბავშვებს," გვითხრა ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა. სკოლებში შიდა კონკურსები 26 ნოემბრამდე ჩატარდა. თითოეული სკოლიდან გამარჯვებული მასალები სკოლებიდან რესურსცენტრებში გადაგზავნეს. ხოლო რაიონული კონკურსების შემდეგ მოსწავლეები პოლიციის სიყვარულზე შექმნილი მასალებით ერთმანეთს რესპუბლიკური მასშტაბით შეეჯიბრებიან. გამარჯვებულებს ფულადი პრიზები გადაეცემათ. პირველი ადგილის მფლობელს 875 ლარით დააჯილდოვებენ. მეორე ადგილზე გასულს - 625 , ხოლო მესამეზე - 375 ლარით დააჯილდოვებენ.http://liberali.ge/node/3925ისადა მე რატომ უნდა მიყვარდეს პოლიცია , პოლიციელებს უნდა ვუყვარდეტ ჩვენ ,რადგანაც ჩვენს გადასახადებით მუშაობენ. პს ცვენ ვალდებულები ვართ წესებს და კანონს დავემორჩილოთ.ვერ გავცდით ბოლშევიზმს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2010 lasha_aloვერ გავცდით ბოლშევიზმსვერ გავცდით კი არა და გაგანია ბოლშევიზმში ვართ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted November 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2010 lasha_alo ვერ გავცდით კი არა და გაგანია ბოლშევიზმში ვართ... რას ლაპარაკობ. ბოლშევიკებსაც კი გაუკვირდებოდათ ეს ამბე.ლიონია და ისეფი კუბოში ტრიალებენ ალბათ სირცხვილით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted November 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2010 აბა რა ჯობდა, ქურდები ყვარებოდატ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted November 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2010 აბა რა ჯობდა, ქურდები ყვარებოდატ?რატომ უნდა უყვარდეთ, ან ერთი, ან მეორე? სიყვარულით, დედიკო უნდა უყვარდეთ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2010 Siknadmoაბა რა ჯობდა, ქურდები ყვარებოდატ?და თაფვისუფალ ადამიანებად რომ გავზარდოთ ვერა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted November 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2010 lasha_aloისადა მე რატომ უნდა მიყვარდეს პოლიცია პოლიციაზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted November 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2010 ყველა ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში არის მშრომელი ადამიანის ანუ იმ ადამიანის რომელიც ქმნის მატერიალურ კულტურულ და სულიერ ფასეულობებს. საზოგადოების მისი სიძლიერის პირველსაწყისი არის დოვლათის შემქმნელი ადამიანი და არა პირიქით. შესაბამისად ლოგიკური იქნებოდა შეგვექმნა მშრომელი ადამიანის კულტი. პოლიციელმა კი მშრომელ ადამიანს უნდა სეუქმნას კომფორტული გარემო და ატაროს ხელის გულზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2010 ისე ამ "აქდციას" მოსწავლეების და მშობლების მხრიდან მაგარი წინააღმდეგობა მოყვა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted November 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2010 " მე პატარ ბიჭი ვარშვისტოკით ხელში დავდივარ.როცა მინდა დაგიჭერ,სულ ფეხებზე მკიდიხარ." Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted November 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2010 რატომ ინდა უყვარდეს ან არ უყვარდეს ადამიანს სახელმწიფო სტრუქტურა? სტრუქტურაა რა! ისე რა მაინტერესებს, ეხლა სასწრაფოდ ყველამ უნდა დავადასტუროთ ცალკეული სტრუქტურების სიყვარული თუ რა ვქნათ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.