Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - „ჯი. მარტი“ ინოვაციური სწრაფი კვების ქვებრენდს „პანორამა ბუფეტ“–ს ხსნის


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/imiji-150x150.jpg„ჯი.მარტის“ ქვებრენდის სახით, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ 27 ნოემბრიდან, ახალი, ინოვაციური, სწრაფი კვების ობიექტი „პანორამა ბუფეტი“ ამუშავდება.

ქართული სწრაფი კვების ბაზარზე ახალი მოთამაშე მუშაობის განსხვავებული ფორმატით იქნება გამორჩეული, რადგანაც მომხმარებლებს, პირველად ექნებათ საშუალება მიირთვან „შვედური მაგიდის“ პრინციპით, ადგილზე გააკეთონ არჩევანი 300–მდე დასახელების მზა საკვებისა და საკონდიტრო ნაწარმს შორის, ან ისარგებლონ „Take Away“ –ს სერვისით.

პანორამის პირველი მომხმარებლები მასმედიის წარმომადგენლები იქნებიან. შაბათს დილიდან მათთვის საგანგებოდ მოეწყობა კერძების დეგუსტაცია და სახალისო „პანორამა–ტურნირი“, 13:00 საათიდან კი ობიექტი მომხმარებლებს უმასპინძლებს.

„პანორამა ბუფეტი“ ჯი.მარტის ახალი ბრენდია. ობიექტი „ქარვასლაში“ მეხუთე სართულზე მდებარეობს და დარწმუნებული ვარ თავისი გამორჩეული ატმოსფეროთი, ლამაზი ხედით, უგემრიელესი კერძებით და საოცარი ფასებით მომხმარებლების დიდ მოწონებას დაიმსახურებს და თბილისელების უსაყვარლეს ადგილად იქცევა“ – აცხადებს ჯი.მარტის ქსელის გენერალური დირექტორი ეკატერინე ჩხაბერიძე.

მისივე ინფორმაციით „პანორამა ბუფეტის“ გახსნაში ნახევარი მილიონი ევროს ინვესტიცია ჩაიდო და დასაქმდა 70 ადამიანი. კვების წარმოების ხაზი კი სპეციალურად მოწვეულმა უცხოელმა სპეციალისტმა ააწყო.

„ჯი.მარტის გახსნისას მომხმარებლებს დავპირდით, რომ მუდმივად სიახლეებს შევთავაზებდით. გავიდა ზუსტად 5 თვე და უკვე ახალი ქვებრენდის პრეზენტაცია გვაქვს. „პანორამა ბუფეტი“–ს 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე, რომელიც მოიცავს ბარს და კაფეს, შვედური მაგიდის განლაგების პრინციპით მოწყობილ ნაწილში მომხმარებლები მსოფლიო სამზარეულოს ყველაზე გემრიელ კერძებს აღმოაჩენენ. „პანორამა ბუფეტ“ ასევე კორპორატიული მომსახურების სერვისსაც დანერგავს“- აცხადებს ჯი.მარტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნატალია დარჩიაშვილი.

„ჯი.მარტი“ ქართული კაპიტალით შექმნილი ქსელია, რომელიც ამ ეტაპზე მოიცავს

მსხვილი ფორმატის სუპერმარკეტებს „ქარვასლასა“ და „თბილისი ცენტრალში“, თუმცა უახლოეს მომავალში ქსელი თბილისის ცენტრალურ უბნებშიც გაფართოვდება.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...