planetanews Posted November 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/chanturia-150x150.jpgსაზოგადოებრივი მაუწყებლის გენარეალური დირექტორის გია ჭანტურიას განცხადებით, ტელევიზიაზე ნებისმიერი ზეწოლა აღიქმება არხის პოლიტიკაში უხეში ჩარევად. ამის შესახებ განცხადება ჭანტურიამ “სახალხო წარმომადგენლობითი კრების” წევრებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, აქციის მონაწილეების მოთხოვნა მისთვის გაუგებარია. “გუშინ მათი აქცია გაშუქდა, პირველ არხზე გავიდა რეპორტაჟი, მეორე არხზე კი პირდაპირი ტრანსლირება მიმდინარეობდა. საზოგადოებრივ მაუწყებელს საკუთარი ბადე აქვს და საზოგადოებას სხვა რაღაცეებიც აინტერესებს”-განაცხადა ჭანტურიამ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას ამ წუთებში, ეკა ბესელია, გოგი ქავთარაძე და ელიზბარ ჯაველიძე ხვდებიან. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts