planetanews Posted November 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2010 http://ngepress.com/wp-content/uploads/2009/08/Tottenham-Hotspur-Vs-Liverpool.JPGგთავაზობთ ამ დაპირისპირების სტატისტიკას და ფაქტებს. ჯეიმი კარაგერისთვის “ტოტენჰემთან” საკვირაო დაპირისპირება 450-ე იქნება “ლივერპულის” მაისურით პრემიერლიგურ შეხვედრებში. ლონდონში: “ლივერპული” (20 მოგება, 15 ფრე, 32 წაგება). საერთოდ: “ლივერპული” (63 მოგება, 34 ფრე, 37 წაგება). წინა სეზონში ეს გუნდები “უაით ჰართ ლეინზე” პირველივე ტურში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც მასპინძლებმა გამარჯვება იზეიმეს. ბენუა ასოუ ეკოტომ თავისი პირველი გოლი გაიტანა “ტოტენჰემის” მაისურით. ამის შემდეგ სტივენ ჯერარდმა 56-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში, თუმცა 3 წუთის შემდეგ სებასტიან ბასონგმა მისთვის სადებიუტო შეხვედრაში ლონდონელებს გამარჯვება მოუტანა. “ენფილდზე” იანვარში “ლივერპულმა” რევანში აიღო დირკ კუიტის გოლების წყალობით. ჰოლანდიელმა დუბლის შესრულება მოახერხა. “ლივერპულმა” “ტოტენჰემი” ყველაზე დიდი ანგარიშით 1975 წლის დეკემბერში დაამარცხა (4:0), ხოლო “უაით ჰართ ლეინზე” ყველაზე დიდი ანგარიშით 1963 წლის აპრილში წააგო (2:7). მხოლოდ ორ “ლივერპულის” ფეხბურთელს აქვთ შესრულებული ჰეთ-თრიკი “ტოტენჰემის” წინააღმდეგ. ესენი არიან ბილი ლიდელი და როჯერ ჰანტი, შესაბამისად 1951 და 1964 წლებში. არცთუ სასიამოვნო მოგონებები აკავშირებს “ტოტენჰემთან” ჯეიმი კარაგერს. მან სამი ავტოგოლის გატანა “მოახერხა” საკვირაო მეტოქის კარში, აქედან ორი – “უაით ჰართ ლეინზე”. როგორც უკვე ვახსენეთ, კარაგერი თავის 450-ე შეხვედრას ჩაატარებს კვირას და გახდება “წითლების” ისტორიაში მე-8 ფეხბურთელი, ვინც აღნიშნულ ციფრს უწია. აღსანიშნავია პეპე რეინას ფაქტორიც. თუკი ესპანელი კიპერი მოახერხებს და კვირას კარს “მშრალად” შეინახავს, ეს იქნება მისი მე-100 მატჩი, რომელსაც გოლგაუშვებლად ითამაშებს. კვირას რეინასთვის 197-ე შეხვედრაა პრემიერლიგის ეგიდით “ლივერპულის” მაისურით. დავიდ ნ’გოგი თავის 50-ე პრემიერლიგურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, თუკი მოედანზე გასვლის საშუალება მიეცა. ჩრდილოეთ ლონდონში უკანასკნელი 8 შეხვედრიდან “წითლებმა” შვიდჯერ მოახერხეს გატანა. უკანასკნელ 18 საშინაო პრემიერლიგურ მატჩში, ლონდონელები მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ. ეს “უიგანმა” მოახერხა აგვისტოს ბოლოს. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts