planetanews Posted November 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2010 სახალხო კრებაზე შეკრებილებს ეკა ბესელიამ მოუწადა, რომ საპროტესტო აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან გააგრძელონ. ეკა ბესელიას თქმით, პირველმა არხმა გუშინდელი საპროტესტო აქციის გაშუქებისას შეკრებილი ხალხის რაოდენობა არ აჩვენა სათანადოდ. "მოვითხოვოთ სახალხო კრების პირდაპირ ეთერში ტრანსლირება"–ამ სიტყვებით მიმართა ეკა ბესელიამ სახალხო კრების მონაწილეებს. საზოგადოებრივი მაუწყებლისგან კრების პირდაპირ ეთერში ტრასლირებაზე უარი კრების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ მიიღეს. კრების წარმომადგენელი ნონა გაფრინაშვილი, რომელიც გია ჭანტურიას ესაუბრა, ამბობს, რომ არხის ხელმძღვანელობამ პირდაპირ ეთერში ტრანსლირებაზე უარი ფორმატის მიზეზით განაცხადა. სახალხო კრება უკვე მეორე დღეა პარლამენტის შენობასთან იმართება. დღეს კრება ორ საათზე დაიწყო. შეკრებილები ეკა ბესელიას გამოსვლამდე ლექსებს კითხულობდნენ. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts