planetanews Posted November 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2010 სახალხო კრებაზე შეკრებილი ადამიანები სხვადასხვა მიმართულებით წავიდნენ. ეკა ბესელიას მოწოდებას, პირველ არხთან გადანაცვლების შესახებ, შეკრებილების ნაწილი დაეთანხმა. შესაბამისად, კრებაზე შეკრებილ ადამიანებს, მათი ნაწილი გამოეყო და საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობისკენ დაიძრა. პარლამენტთან დარჩენილ ხალხის ნაწილს, ეროვნულმა ფორუმმა დაშლისკენ მოუწოდა. მათ ხალხს უთხრეს,რომ მოითათბირებენ და გადაწყვეტილებას შემდგომ შეატყობინებენ. ხალხის ნაწილი, უკმაყოფილოა. ნეტგაზეთთან საუბარში ისინინ ამბობენ,რომ ორი დღეა "ტყუილად დგანან". პარლამენტთან სახალხო კრების აქცია,ნელ–ნელა იშლება. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts