newstudio Posted November 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2010 ცოტა შორიდან უნდა მოვუარო: ქართველებს რომ მიტინგები ოდითგანვე გვიყვარდა, ამას პირველი ქართული ლიტერატურული ძეგლი "შუშანიკის წამებაც" ადასტურებს. გარდა მისა, რომ მოთხრობა ოჯახურ ძალადობას შეეხება, მან პირველი ქართული მიტინგის დარბევის სცენაც შემოგვინახა. მაშინ, როცა შუშანიკი, "უხამური და თმაგარდატევებული" საპყრობილისკენ მიჰყავდათ, მის მხარდასაჭერად უამრავი ადამიანიც მოსულა: "და ვითარცა იხილა პიტიახშმან ამბოხი იგი და ტირილი დედათა და მამათაი, მოხუცებულთა და ყრმათაი, მხედრ მიმოსდევნიან და მეოტ-ჰყოფენ მათ ყოველთა" - ანუ, ვარსქენის მხედრებს, დღევანდელ ენაზე რომ ვთარგმნოთ, მიტინგი დაურბევიათ. მაშინ, მეხუთე საუკუნეში ქართველები ქრისტესთვის წამებული დედოფლის მხარდასაჭერად იყვნენ შეკრებილი და არას დაგიდევდნენ, რომ პიტიახში მათ სასტიკად უსწორდებოდა. თუმცა, იაკობ ხუცესი არც იმას მალავს, რომ ერთი დიაკონი, რომელსაც დედოფლის გამხნევება უნდოდა, შეშინდა და გაიქცა. ჰქონდა თუ არა "ამბოხს" ვარსქენის ტირანიის "დამთავრების" მოთხოვნა, ეს ნაწარმოებიდან არ ჩანს, მაინც მეხუთე საუკუნეა ქრისტეს აქეთ. მაგრამ გულში ალბათ ფიქრობდნენ, ღმერთო, მოგვაშორე "მგელი იგიო". http://journalist.ge/?menuid=11&id=301&lang=1 ) არ იქნება ჩვენი საშველი არააა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted November 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2010 მაშინ რომ ფორუმი ქონოდათ რომელიმე ბრიგადნიკი დაწერდა რომმხედრების ქმედება იყო კანონიერი, ხოლო მომიტინგეები ბერძნების დავალებით მოქმედებდნენ :nekro: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.