planetanews Posted November 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2010 26 ნოემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო “რედისონში” არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან მიმართებაში სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის შესახებ კონფერენცია გაიმართება. 26 ნოემბერს, 10:45 საათზე, იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი სომხეთის ეროვნული არქივის დელეგაციას მიიღებს.მის.: ვაჟა-ფშაველას გამზ. #1 26 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი “კავკასიის უნივერსიტეტში” სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს. 26 ნოემბერს, 12.00 საათზე, ფინანსთა სამინისტროში მინისტრი კახა ბაინდურაშვილი და შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი ცხაკაია ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. 26 ნოემბერს, 12.00 საათზე, საკრებულოში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია ტრანსპორტის ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით, ბრიფინგს გამართავს. 26 ნოემბერს, 12:00 საათზე, სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით, ევროპარლამენტის სიმულაციური სესია მოეწყობა.მის: მელიქიშვილის ქ. #2; #51-ე საჯარო სკოლა 26 ნოემბერს, 13.00 საათზე, “ქართული დასისა” და პენსიონერთა კავშირის ერთობლივი ბრიფინგი ჩატარდება.თემა: “გადასახადების გაძვირება”.მის: ვაჩნაძის ქ. #7, “ქართული დასის” ცენტრალური ოფისი 26 ნოემბერს, 14:00 საათზე, პარლამენტთან სახალხო კრების მონაწილეთა აქცია გაიმართება. 26 ნოემბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი 26 ნოემბერს, 15.00 საათზე, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია პრესკონფერენციას გამართავს.თემა: “აშშ-ში ვიზიტის შედეგები”.მის: ცაგარელის ქ. #74 26 ნოემბერს, 17.00 საათზე, სამხატვრო გალერეა “ჰობის” დარბაზში გაიხსნება 32 პატიმარი ქალის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, დევიზით: ,,შემოქმედება – ღირსებისათვის”.მის: გ. ჭანტურიას ქ. #8 იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts