Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ევროკავშირთან შეთანხმებით რუსეთი მსო-ს წევრობას მიუახლოვდა


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/euobserver.jpg

 

ვალენტინა პოპი

 

ბრიუსელი – რუსეთი იმდოვნებს, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მომავალ წელს გაწევრიანდება, მას შემდეგ რაც ოთხშაბათს (24 ნოემბერს) ევროკავშირთან შეთანხმებას მიაღწია ნედლეულის ექსპორტის ტარიფებთან დაკავშირებით – ნაბიჯი, რომელიც ოფიციალურად რუსეთ-ევროკავშირის 7 დეკემბრის სამიტზე გაფორმდება

 

რუსეთის მზადყოფნა ეტაპობრივად შეამციროს საექსპორტო ტარიფები ისეთ ნედლეულზე, როგორიც ხე-ტყეა (რაც განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ისეთი ქვეყნებისთვის როგორიც მაგალითად ფინეთია, რომლის ეკონომიკაში ხე-ტყის და ქაღალდის ინდუსტრიას დიდი წილი უკავია) აუქმებს ევროკავშირის მხრიდან რუსეთის მსო-ში გაწევრიანებაზე  ვეტო-ს გამოყენების შესაძლებლობას.

 

მეორეს მხრივ, ნავთობზე და გაზზე (რუსეთის მთავარი საექსპორტო პროდუქცია) მსო-ს წესები არ ვრცელდება, რაც იმას ნიშნავს რომ ფასებზე დავა, როგორიც 2007 და 2009 წლებში უკრაინასთან წარმოიქმნა და რასაც გაზის მიწოდების შეწყვეტა მოჰყვა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის განსჯის საგანი არ გახდება.

 

„რუსეთის ფედერაციისა და ევროკომისიის წარმომადგენლებმა დაასრულეს ორმხრივი მოლაპარაკებები იმ ძირითად მოუგვარებელ საკითხებზე, რომელიც რუსეთის მსო-ში გაწევრიანებას ეხებოდა“ – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

 

მიუხედავად იმისა, რომ მხარეები „აცნობიერებენ რა რომ რჩება მრვალმხრივი პრობლემები“, დაკავშირებული ისეთ სფეროებთან როგორებიცაა სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობა, სანიტარული და ფიტო-სანიტარული წესები და საავტომობილო სექტორში საინვესტიციო რეჟიმი, მოსკოვიც და ბრიუსელიც დარწმუნებულები არიან, რომ რუსეთის გაწევრიანებას ჟენევაში ბაზირებულ გლობალურ სავაჭრო ორგანიზაციაში მიესალმებიან.

 

„ყველა ამ მოლაპარაკების შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ რომ თითქმის ყველა საკითხი გადავწყვიტეთ“ – განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა იგორ შუვალოვმა, ევროკომისიის პრეზიდენტთან ჟოზე მანუელ ბაროზოსთან და ვაჭრობისა და  საგარეო ურთიერთობების კომისრებთან მოლაპარაკებების შემდეგ. მან დასძინა რომ რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ამ შეთანხმებას რუსეთ-ევროკავშირის 7 დეკემბრის სამიტზე საბოლოოდ დაასრულებს.

 

„რუსეთს დღეს აღარ აქვს პრობლემები სხვა ქვეყნებთან მსო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით“ – სთქვა მან იმ შეთანხმებაზე მითითებით, რომელიც ორი თვის წინ აშშ-სთან გაფორმდა.

 

პირველად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე რუსეთმა განაცხადი 1993 წელს შეიტანა. მას თანხმობა ამ ორგანიზაციის 153 წევრმა უნდა მისცეს. კითხვაზე, ხომ არ ელის ის პრობლემებს მსო-ს წევრი საქართველოს მხრიდან, რომელთანაც რუსეთს 2008 წლის აგვისტოში ხანმოკლე ომი ჰქონდა, შუვალოვმა განაცხადა – „ჩვენ არაფერი გვსმენია საქართველოს მხრიდან ბლოკირების შესაძლებლობაზე“.

 

სამშაბათს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს მიმართა და განაცხადა, რომ ამიერიდან „ცალმხრივ“ ვალდებულებას იღებს ძალის გამოუყენებლობაზე კონფლიქტების გადაწყვეტის საქმეში. გამოსვლა  საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ერთგვარ სიახლეზე მიუთითებდა, რაც მოსკოვთან ურთიერთობებში აშშ-ს ადმინისტრაციის „გადატვირთვის“ პოლიტიკას შეესაბამებოდა.

 

ის რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს მოსკოვის მსო-ში გაწევრიანებას, როგორც სჩანს ასევე სერიოზული სტიმული იქნება საქართველოსთვის, რომ არ დაბლოკოს მოსკოვის განაცხადი.

 

გასულ კვირას, Wall Street Journal-სთვის მიცემულ ინტერვიუში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დირექტორმა პასკალ ლამიმ განაცხადა, რომ რუსეთის გაწევრიანების საკითხის განხილვა “დაჩქარდა“, რადგან ის განიხილება როგორც  „პოლიტიკური პრიორიტეტი“ როგორც რუსეთის პრეზიდენტის, ასევე პრემიერ-მინისტრისთვის.

 

ქვეყნის ქვედა პალატამ, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, მსო-ს მოთხოვნების შესაბამისად  მთელი რიგი საკანონმდებლო აქტები მიიღო, მაგრამ ბატონი ლამის თქმით, მოხდება თუ არა „2011 წელს მისი გაწევრიანება, სხვა საკითხია“.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...