Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველო: მანიფესტაცია სააკაშვილის წინააღმდეგ


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_figaro1.jpg

 

ხუთშაბათს, საქართველოს დედაქალაქ თბილისში, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მოწყობილ მანიფესტაციაში რამდენიმე ათასმა  ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

 

2009 წლის შემდეგ, ეს  ყველაზე ხალხმრავალი ოპოზციური მანიფესტაცია გახლდათ. AFP-ის კორესპონდენტის ცნობით, ქალაქის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ 7 000 მანიფესტანტზე მეტი შეიკრიბა. მათ ქალაქის ცენტრალური არტერია, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

 

ოპოზიციის ლიდერები სააკაშვილის გადადგომას მოითხოვენ. ”ეს ახალი მოძრაობის დასაწყისია. ჩვენ ბრძოლას მანამ გავაგრძელებთ, სანამ სააკაშვილი არ გადადგება”, – განუცხადა AFP-ს პარლმენტის ყოფილმა თავმჯდმარე ნინო ბურჯანაძემ.

 

2009 წლის გაზაფხულზე, ქართულმა ოპოზიციამ ქალაქის ცენტრი გადაკეტა და კვირეების განმავლობაში მართავდა აქციებს, რათა სააკაშვილის გადადგომისთვის მიეღწია. აქციებმა თბილისის ცენტრის პარალიზება მოახდინა. პროდასავლელ პრეზიდენტს, რომელიც ხელისუფლებაში 2003 წლის ”ვარდების რევოლუციის”, მასშტაბური სახალხო მოძრაობის გზით მოვიდა, ბოლო წლებში რეპუტაცია შეელახა. ოპოზიცია მას ავტორიტარიზმისკენ გადახრაში ადანაშაულებს.

 

ის ასევე პასუხისმგებელია 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან სამხედრო დაპირსპირების შედეგებზე, როდესაც ქვეყანას სეპარატისტული ტერიტორიები სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი გამოეყო და რომელთა დამოუკიდებლობაც რუსეთმა აღიარა.

 

AFP

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...