planetanews Posted November 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/logo_time_home.gif საიმონ შუსტერი სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, ნატო და რუსეთი ღია მტრობის ზღვარზე იყვნენ. 2008 წლის აგვისტოში, ოთხი თვის შემდეგ მას მერე, რაც ნატო საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივას დასთანხმდა, რუსეთმა ამ ქვეყანაში არმია გაგზავნა, რათა ეპასუხა საქართველოს შეტევისთვის მის ერთ-ერთ სეპარატისტულ რეგიონზე და ერთკვირიანი ომის შემდეგ, მან საქართველოს ტერიტორიის მეხუთედის ოკუპაცია მოახდინა. რამდენიმე დღეში ნატომ განაცხადა, რომ რუსეთთან ჩვეულებრივ ურთიერთობას ვეღარ განაგრძობს მანამ, სანამ მოსკოვის არმია უკან არ დაიხევს. ორი წლის განმავლობაში ის ამ პირობას იცავდა, თუმცა დღეს პრაგმატიზმის თუ შიშის გამო, სწორედ ნატოა ის ორგანიზაცია, რომელიც უკან იხევს. 19-20 ნოემბრის ლისაბონის სამიტი სხვა არაფერი იყო, თუ არა ისეთი ურთიერთობა რუსეთთან, თითქოს არც არაფერი მომხდარა, ღონისძიება, რომელიც ცდილობდა ლამაზად შეეფუთა ის ფაქტი, რომ რუსეთის არმიამ ომის შემდეგ კიდევ უფრო გაზარდა მისი წარმომადგენლობა საქართველოს სადაო რეგიონებში. სამშაბათს, სამიტის დამყოლი ტონი საქართველოს პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზეც გავრცელდა, რომელმაც არნახული კაპიტულაციის დემონსტრირება მოახდინა. საფრანგეთში სიტყვით გამოსვლის დროს, მან პირობა დადო, რომ მომავალში მისი ურთიერთობა მოსკოვთან მხოლოდ მშვიდობიანი იქნება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსკოვი ”უარს იტყვის მისი საოკუპაციო არმიის გაყვანაზე, და მაშინაც კი, თუ მისი დაქირვებული მებძოლების მხრიდან ადამინის უფლებათა დარღვევის ფაქტები იმატებს” ქართულ მიწაზე. არ არის გასაკვირი, რომ რუსული მხარე ამას უპირობო გამარჯვებად აღიქვამს. ნატოში რუსეთის ელჩმა დიმიტრი როგოზინმა სამშაბათს TIME-ს უთხრა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში არსებულმა განხეთქილებებმა, როდესაც ოფიციალური კავშირები ალიანსთან გაყინული იყო, იმ ”წითელი ხაზის” გარკვევას შეუწყო ხელი, რომლის გადალახვის სურვილიც ალიანსს არ აქვს. ”2008 წლის კრიზისი ტესტი იყო”, – თქვა მან, ”ნატოსთვის ცხადი გახდა, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუკი მათ ნებიერას (საქართველო) გალახავენ, ის რუსეთთან კონფლიქტზე არ წავა”. როგოზინის თქმით, სააკაშვილის შერიგების მცდელობების მიუხედავად, მოსკოვის თვალში ის ”კრიმინალად რჩება”. ”მან ესროლა ჩვენს მშვიდობისმყოფელებს, რაც საერთაშორისო სამართლით მთელ ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმას ნიშნავს”, – თქვა მან. ”მაგრამ ეს ყველაფერი ხელს არ უშლის ჩვენ ურთიერთობას ნატოსთან”. რაც ცხადი გახდა ლისაბონის სამიტზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი საპატიო სტუმრის რანგში ესწრებოდა, ხოლო ნატო რუსეთის დამშვიდების საქმეში, იმაზე შორს წავიდა, ვიდრე ოდესმე. მან მოსკოვი ევროპის ირგვლივ ანტისარაკეტო თავდაცვითი ქოლგის მშენებლობაში დახმარებისთვის დაპატიჟა – ეს ის სიტემაა, რომელსაც რუსეთი ყოველთვის მისი არსენალებისთვის საფრთხედ აღიქვამდა. და ახალ ”სტრატეგიულ კონცეფციაში”, რომელიც ნატომ 20 ნოემბერს მიიღო (პირველად ბოლო ათი წლის განმავლობაში) პირველადაა ნათქვამი, რომ ”ნატო რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს”. მაგრამ თეთრი დროშის ფრიალი ორმხრივი არ ყოფილა. რუსეთის სამხედრო დოქტრინა, რომელიც ნატოს ექსპანსიას მთავარ საფრთხედ აცხადებს, საერთოდ არ განხილულა, ხოლო ერთ მომენტში მედვედევმა რუსეთის უნდობლობის შესახებ ყველას შეახსენა. ”ჩვენი მონაწილეობა [ანტისარაკეტო თავდაცვით სისტემაში] აბსოლუტურად თანაბარი უნდა იყოს”, – განუცხადა მან სამიტის მონაწილეებს. ”ან ჩვენ სრულად ვმონაწილეობთ პროცესში, ვცვლით ინფრომაციას, ვეძებთ პასუხებს ამა თუ იმ პრობლემის გადაწყვეტის გზებზე, ან ჩვენ საერთოდ არ ვმონაწილეობთ. მაგრამ თუკი ჩვენ საერთოდ არ ვმონაწილეობთ, მაშინ, გასაგები მიზეზების გამო, ჩვენ საკუთარი თავის დაცვა მოგვიწევს”. სამიტზე გამეფებული მეგობრობისა და თანამშრომლობის ატმოსფეროში ეს ფარული მუქარა ისევე დაიკარგა, როგორც საქართველოს ოკუპაციის თემა, რაც არ არის ნახსენები არც ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში და არც ნატო-რუსეთის საბჭოს ერთობლივ განცხადებაში. ეს უკანასკნელი დოკუმენტი, რომელიც 20 ნოემბერს გამოიცა, მარტივად მოუწოდებს რუსეთს და ნატოს ”თავი შეიკავონ მუქარის ან ძალის გამოყენებისგან როგორც ერთმანეთის, ასევე ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს, მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინაღმდეგ”. საქართველოსთან კონფლიქტის კონტექსტში, ეს შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც არასავალდებულო დაპირება, რომ რუსეთი ასე აღარ მოიქცევა. მაგრამ საქართველოს მთავრობისთვის ეს საკმარისად დამაჯერებელი არ არის. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობა ოკუპირებულ რეგიონებში, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზარდა, ”ჩვენი დედაქალაქისთვის კვლავ საფრთხედ რჩება”. კითხვაზე, ხომ არ მოხდა საქართველოში ისეთი რამ, რითაც შეიძლება აიხსნას ის თუ რატომ შეიცვალა ნატოს შეხედულება ამ სიტუაციის მიმართ, მან განაცხადა ”შესაძლოა ნატოში რაღაც შეიცვალა, მაგრამ საქართველოში არაფერი შეცვლილა”. ნატოში რა შეიცვალა? – როგორც ჩანს, რუსეთის გამოწვევის მადა ყოფილ საბჭოთა სივრცეში. რუსეთმა აჩვენა, რომ ის დასავლეთის ზეწოლას არ დანებდება და საკუთარ სამეზობლოში უკან არ დაიხევს, ხოლო ნატოსთვის ის დახმარება, რასაც მას რუსეთი გლობალურ პრობლემებთან (ავღანეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, ტერორიზმი) დაკავშირებით სთავაზობს, იმდენად ფასეულია, რომ არ უღირს მასთან სამეზობლოს გამო კონფრონტაციის რისკი. ”იმას, რაც ნატოსთვის და ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოსთან ცოტა აქვს საერთო”, – ამბობს ელჩი როგოზინი. ”ამერიკის რიგით მოქალაქეს ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ რა ხდება ასეთ ადგილებში. მისთვის გაცილებით მნივნელოვანია დაძაბულობის განმუხტვა”. ახლა როდესაც საქართველოს გარშემო არსებული დაძაბულობა დავიწყებულია, ნატო და რუსეთი მთელ რიგ საკითხებზე თანამშრომლობენ. რუსეთი დათანხმდა რომ ავღნეთში ალიანსს წრთვნასა და მომარგების საქმეში დაეხმარება და თუკი ერთობლივი ანტისარაკეტო ფარი საბოლოოდ მართლაც აშენდება, რუსეთს მართლაც სერიოზული დახმარება შეუძლია, სიტყვაზე, ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი რაკეტების მოგერიების თვალსაზრისით. თუმცა, ნატოს და რუსეთის მიერ დაგეგმილი ერთობლივი პროექტების უმრავლესობის განხორციელება, მათ შორის ხანგრძლივ მეგობრობას მოითხოვს, ისინი კი ყველაზე დიდი, მხოლოდ რამდენიმე წლით ახერხებენ კონფლიქტისთვის თავის არიდებას. მოსკოვის სამხედრო წრეებში დაძაბული ურთიერთობების მომდევნო რაუნდს, უკვე მოუთმენლად ელიან. ”მაგალითად, ნატოს დღემდე აქვს მისი ე.წ. ღია კარის პოლიტიკა, რაც ნებისმიერს ალიანსში გაწევრიანებისთვის გზას უტოვებს. ეს რუსეთის ინტერესების ფეხზე დაკიდებაა”, – აცხადებს სამხედრო ანალიტიკოსი კონსტანტინე სივკოვი, რომელიც 12 წლის განმავლობაში 2007 წლამდე რუსეთის გენერალურ შტაბში მრჩევლად მუშაობდა. ”ან, შეხედეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს”, – დასძენს იგი, ”ის ”პეტრიოტის” რაკეტებს ანთავსებს პოლონეთში, F-16s ბალტიის სახელმწიფოებში. რატომ გადაადგილდება ნატოს ინფრანსტრუქტურა ყოფილი საბჭოთა სივრცის მიმართულებით? თუკი ჩვენ რეალურ პარტნიორობას ვაპირებთ, მაშინ მეტი პატივისცემა გვმართებს”. ასე, რომ შეწყვეტილი თამაში, როგორც ჩანს გაგრძელდება. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts