Jump to content
Planeta.Ge

სასიყვარულო წერილები, ლექსები, ჩანახატები...


Recommended Posts

რამდენიმე დღე

შენს სახელთან ვცხოვრობდი მარტო,

(ფიქრთან ცხოვრებას მივეჩვიე დიდი ხანია)...

სულს მოენატრე, მაგრამ სხეულს, -

არ ვიცი რატომ, -

შენი დანახვა ძველებურად არ უხარია!

ისევ შენს სახელს, შენზე ფიქრებს

სანთლად ავანთებ...

სავალალოა ჩემი ხვედრი და სასაცილო:

ნატვრა იყავი, როცა შეგხვდი,

დაგანამდვილე.

და ახლა მინდა -

ისევ ნატვრად გადაგაქციო!

ისევ ოცნებად!

ისევ ფიქრად და მოლოდინად!

რომ გახდე ისევ უსასრულო, როგორც მოტივი,

მე კი გიცდიდე, სულ გიცდიდე

და ამ მოტივმა -

კვლავ შენი ნახვით

ამიცხადოს ეს მოლოდინი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...