planetanews Posted November 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2010 http://a.pix.ge/v/xb4v8.jpg “ტოტენჰემი” და “ლივერპული” – ეს ის ორი კლუბია, რომლებიც იანვარში ერთმანეთს დუელში გამოიწვევენ. ზემოხსენებული ორი გუნდი ერთმანეთს დიეგო ფორლანსა და ოლა ტოივონენში შეეცილებიან. დიეგო ფორლანმა უკვე გამოთქვა სურვილი პრემიერ ლიგაში დაბრუნებაზე. ინგლისიდან კი ორი შეთავაზება აქვს – “წითლებისაგან” და “მამლებისაგან”. პრემიერ ლიგის გარდა მას ლა ლიგადანაც აქვს მიწვევა – მეორე კონკურენტი “რეალ მადრიდია” – საბოლოო სიტყვა მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელზეა. “მე მიყვარს “ატლეტიკო”. უკვე ასაკში ვარ, 31 წელი არაა ცოტა. ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ “ტოტენჰემისგან” და “ლივერპულისაგან” მოწვევები მაქვს, აგრეთვე “რეალ მადრიდისაგან”. “რეალში” არ გადავალ, რადგან ვიცი, რომ აქაური ფანები ამას არასოდეს მაპატიებენ” – ციტირებს ურუგვაელი ფორვარდის სიტყვებს ცნობილი ესპანური გაზეთი Marca. http://b.pix.ge/z/24irw.jpg მეორე ფორვარდი, რომელშიც “ტოტენჰემი” “მერსისაიდელებს” ეწილება, “პსვ”-ს შვედი შემტევი, ოლა ტოივონენია. 24 წლის ფეხბურთელი დაკავშირებული იყო “ლივერპულში” გადაბარგებაზე გასულ ზაფხულს, მაგრამ როი ჰოჯსონსა და ჰოლანდიურ გრანდს შორის საბოლოოდ მოლაპარაკება ვერ შეთანხმდა. “პსვ-ში თავს კარგად ვგრძნობ. ჩვენ ვკარგავთ აფელაის, არვიცი როგორი გადასატანი იქნება ჩვენი ხელმძღვანელობისათვის ორი ლიდერის სხვა გუნდში გადასვლა – თავს არ ვიქებ, მაგრამ ეს რეალობაა. ვიცი, რომ “ლივერპული” დიდი ხანია ჩემზე მონიტორინგობს, “ტოტენჰემისგან” შემოთავაზება კი სულ ცოტა ხანია რაც მივიღე. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მე მომიწევს პრემიერ ლიგაში ასპარეზობა” – განაცხადა ოლამ შვედურ გაზეთთან Aftonbladet-თან საუბრისას. გვერდი მომზადებულია Daily Mail-ისა და Goal.Com-ის მიერ View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts