lasha_alo Posted November 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2010 სახალხო კრება ჩაიშალა გიორგი უძილაური თვეების განმავლობაში ოპოზიციისგან ყოველმხრივ რეკლამირებული წარმომადგენლობითი სახალხო კრება მკვდარშობილი დაიბადა. მშობელიც და მკვლელიც თავად ოპოზიცია აღმოჩნდა. მიტინგზე შეკრებილ 10 ათას ადამიანს ოპოზიციამ და ოპოზიციურმა საზოგადოებრივმა ელიტამ კონკრეტული მოქმედების გეგმის ნაცვლად შესთავაზა თავისი თავი, ახალ ამპლუაში გამოწყობილი ძველი სახეები, ხოლო ხელისუფლების შეცვლის დაპირება დაპირებადვე დარჩა, რეალური ცვლილებების მოლოდინში მყოფი საზოგადოება პირში ჩალაგამოვლებული დატოვეს. წარმომადგენლობითი სახალხო კრების იდეა შესაძლოა ორიგინალური იყო, მაგრამ მოსახლეობის ოპოზიციურ ნაწილს სულ ფეხზე კიდია კრებაც, მისი სტრუქტურებიც და ამ სტრუქტურებში დიდი გაწევ გამოწევით ჩასმული პოლიტიკოსებიც, კულტურის მოღვაწეებიც და „ექსპერტებიც“. ხალხისთვის ეს კრება იყო საშუალება კონკრეტული მიზნის _ სააკაშვილის მოშორებისთვის, კრების ორგანიზატორებისთვის, კი როგორც აღმოჩნდა, თავად კრება ყოფილა მიზანი. შემოიარეს საქართველო, ჩამოიყვანეს დელეგატები, შეკრიბეს რუსთაველზე, დააფუძნეს კრება და დაიშალნენ. საზოგადოება კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მოტყუებული, მოხმარებული და მოსროლილი. კრების ორგანიზატორთა უპირველესი დანაშაული საზოგადოების წინაშე არის ცრუ მოლოდინების შექმნა. გასაგებია, რომ მათთვის ეს არის ნაცადი აფიორა „მასოვკის“ მოსაყვანად, მაგრამ ოპოზიციის მერკანტილური მიზნების დაკმაყოფილების პარალელურად ინგრევა სამოქალაქო და პოლიტიკური აქტიურობის მცირეოდენი შანსებიც კი. იმის ნაცვლად, რომ ოპოზიციის მაგალითებმა გააქტიურონ საზოგადოების მეტი წარმომადგენელი, ეს მაგალითები ჩანასახშივე კლავენ ამ მაგალითებს, რითაც აკეთებენ უფრო დიდ საქმეს ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლება თავის ვანო მერაბიშვილიანად. სხვათაშორის,წინასწარ რევოლუციის დასაწყისად მონათლულ შეკრებას შსს-მ სრული იგნორი გამოუცხადა, რაც მიანიშნებს მხოლოდ ერთ დასკვნაზე _ ხელისუფლებამ თავიდანვე იცოდა, რომ პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხს არავინ არ მოუწოდებდა რეალური მოქმედებისკენ, შესაბამისად შსს-ს კავშირი აქვს ოპოზიციონერ ორგანიზატორებთან. ამიტომაც ნურავის ეწყინება, თუ ოპოზიციის „მასოვკებში“ მიტყუებული ხალხი გამოიტანს დასკვნას _ ოპოზიცია ხელისუფლების თამაშს თამაშობს. სახალხო კრების დასრულებამ დამსწრე ხალხი სახტად დატოვა, მოსახლეობა ორგანიზატორებს სთხოვდა პასუხს კითხვაზე _ რატომ ვიშლებით, თუ ხელისუფლების დასრულებას ვაპირებდითო, რაზეც იღებდა პრეტენზიას _ ეს ხელისუფლება თქვენი მოყვანილია, და თუ გაშვება გინდოდათ 10 ათასის ნაცვლად 100 ათასი მოხვიდოდითო. ჯერ ერთი, დღევანდელი ოპოზიციის თითქმის 100% სააკაშვილის ყოფილ ფანკლუბს წარმოადგენდა, ამიტომ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანა პირველ რიგში მათი ბრალია. გარდა ამისა, 10 ათასი ადამიანი ისეთივე მოქალაქეა, როგორც არმოსული 100 ათასი, სხვაობა იმაშია, რომ მოსულებს კიდევ ქონდათ დარჩენილი იმედი ამ ოპოზიციის, ელოდა, რომ დასახელდებოდა მეორე კონკრეტული შეკრების ან რევოლუციის დასაწყისის თარიღი, მაგრამ ამაოდ. ამის ნაცვლად, ოპოზიციონერებმა აქეთ შეუტიეს ხალხს რატომ არ აქტიურობთო. საინტერესოა, თუ ხალხი თავად უნდა გააქტიურდეს, თავდ შეიკრიბოს და თავად იმოქმედოს, მაშინ რა საჭიროა ეს ოპოზიცია, ეს პატროტული ელიტა და ჭკვიანი ექსპერტობა? სხვათაშორის მიტინგის დასრულების შემდეგ შეკრებილმა ხალხმა შესაბამისი დასკვნები არა მარტო გამოიტანა, არამედ საკმაოდ თამამი ფორმით გაუზიარა კიდეც უპრინციპო ორგანიზატორებს _ ოპოზიცია მატყუარა და არაფრისმაქნისია. განრისხებული ხალხის ალყაში მოყოლილი ოპოზიციის ლიდერები ძლივს გადაურჩნენ გალახვას. სახალხო კრების ბედი გადაწყვეტილია, ის მოკვდა. სულ მალე, მისი ორგანიზატორები კვლავ გადავლენ ერთმანეთის დადანაშაულებაზე და ხელისუფლებაც დიდი სიამოვნებით დაუთმობს მათ ამისთვის სატელევიზიო ტრიბუნას. არა, ეს იმიტომ არ მოხდება, რომ კეთილ მიშას სურს დაანახოს ხალხს თუ რა ბრიყვი და არასანდოა ოპოზიცია. უბრალოდ, სააკაშვილი შეეცდება ამ ოპოზიციისთვის ტრიბუნის შენარცუნებით გაუხანგრძლივოს მას არსებობა, რათა სხვა, ახალ და ახალგაზრდულ, გაურყვნელ და თავისუფალ ძალებს არ მიეცეთ ასპარეზზე გამოსვლის საშუალება. დღეს სააკაშვილს ისევე აწყობს საქართველოში დღეს არსებული ოპოზიცია, როგორც პუტინს აწყობს სააკაშვილის პრეზიდენტობა. 25 ნოემბერი იყო ქართული ოპოზიციის მიერვე საკუთარი თავისთვის გადახდილი ქელეხი. და ეს სულაც არ არის ცუდი საზოგადოებისთვის. ქელეხი ჯერ კიდევ 2008 წელში იყო გასამართი, მაშინ როცა არსებულმა ოპოზიციამ ვერ, უფრო სწორად კი არ შეასრულა საზოგადოების დაკვეთა და როგორც პოლიტიკური სუბიექტი უსუსურობის განგრენით მიიცვალა. როცა ორგანიზმი კვდება საჭიროა მისი დამარხვა ან უტილიზაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში გვამი იწყებს ხრწნას და საფრთხეს უქმნის გარშემომყოფთა ჯანმრთელობას. დღევანდელი ოპოზიცია არის ზომბი, რომელიც არ ეგუება საკუთარ სიკვდილს და პერმანენტულად ცდილობს საფლავიდან წამოდგომას, რაც იმით სრულდება, რომ რუსთაველზე ან სხვა მასობრივი თავშეყრის ადგილას დგება კურდღლობის, ღალატის, ცრუპენტელობისა და უსიცოცხლო დევიზების აქოთებული სუნი. ეს შმორი სჭირება სააკაშვილს, რათა იმ ადგილებზე, სადაც ოპოზიციის გვამი მიდის არ მივიდეს ჩვეულებრივი ხალხი და მართლაც არ მოინდომოს ხელისუფლების შეცვლა. ეს გვამი საფლავში ღრმად უნდა ჩაიმარხოს, თანაც მანამდე, სანამ დადგება ხელისუფლების გასვენების მომენტი. სანამ არსებობს ასეთი ოპოზიცია, იარსებებს ასეთი ხელისუფლებაც. http://journalist.ge/?menuid=2&id=275&lang=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted November 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2010 ეხლა კავკასიაზე გოგი ქავთარაძეა ლიდერები ისევ არ ჩანან... აი იმენა უნდა ცემო მაგრად რა... გუბაზი ჯერ საქმეს აგავრებს ანუ სახლშია რ წასულა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted November 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2010 25 ნოემბერი იყო ქართული ოპოზიციის მიერვე საკუთარი თავისთვის გადახდილი ქელეხი. და ეს სულაც არ არის ცუდი საზოგადოებისთვის. ქელეხი ჯერ კიდევ 2008 წელში იყო გასამართი, მაშინ როცა არსებულმა ოპოზიციამ ვერ, უფრო სწორად კი არ შეასრულა საზოგადოების დაკვეთა და როგორც პოლიტიკური სუბიექტი უსუსურობის განგრენით მიიცვალა.++++დაძახება აღარ გაბედონ, ამ ფარჩაკებმა ეს დებილი ქავთარაძე კავკასიაზე იძახის არ ველოდით ხალხის აგრესიასო,აბა ხაშურიდან ფეხით ხალხი რისთვის ჩამოვიდა, დავამთავრებთო არ თქვეს?არაო, ჩვენ არავითარი მსგავსი არ გვითქვამსო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted November 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2010 მდააა....მოკლედ მდააა. არ მეგონა თუ ასეთ დონეზე იდიოტები იყვნენ რა . Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 25, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2010 lasha_aloPEPE.გუბაზი ჯერ საქმეს აგავრებს ანუ სახლშია რ წასულამოკვდა გუბაზი როგორც პოლიტიკოსი... 2 საათში... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted November 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2010 მდააა....მოკლედ მდააა. არ მეგონა თუ ასეთ დონეზე იდიოტები იყვნენ რა . კი მასეა.. თავად არ იციან რახდება დაარასაკეტებენ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 25, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2010 Marta1აბა ხაშურიდან ფეხით ხალხი რისთვის ჩამოვიდა, დავამთავრებთო არ თქვეს?არაო, ჩვენ არავითარი მსგავსი არ გვითქვამსოთან რომ იტყუებიან? ეხლა გეტყვით რა მოხდება...გამოვა რომელიმე აქციის ორგანიზატორი ლიდერი და ხაინდრავასავით თბილისელებს გალანძღავს... ხოდა კი არიან ღირსები მივუვარდეთ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted November 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2010 (edited) lasha_aloPEPE. მოკვდა გუბაზი როგორც პოლიტიკოსი... 2 საათში... 2 საატში?? გუბაზი იქნება კაკასიაზე?? ეხლა გავიგე რაც მოხდა... ბათიაშვილმა ვოტაა ხალხი და დავიშალოთო... ხოდა დაიშალა ხალხი.. მერე კახა შარტავამ გაიგო ეგ ამბავი და გამოავარდა რას აკეთებთ რატომ შლითო და უკვე დაშლილი ყოფილახალხი მაგრამ ფორუმელები არ წასულან სახლებში 9 საათამდე.მაგრამ თუ ფლაგმანი აპრტიაა ეროვნული ფორუმი მაშინრატომ არაა ინიციატორი ყველაფრის?წინ რატომ არ მიუძღვის? Edited November 25, 2010 by PEPE. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted November 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2010 newstudioხოდა კი არიან ღირსები მივუვარდეთ... მიუვარდნენ თავისი დელეგატები, მოტყუებისთვის, მე ისეც არ მქონდა მაგათი იმედი,მიშას საქმეს გავუკეთებ, მეტი დარდი არ მაქვს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 25, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2010 PEPE.2 საატში?? გუბაზი იქნება კაკასიაზე??ვერ გამიგე, ორ საათში მოკვდა როგორც პოლიტიკოსი თქო.. ანუ სამიდან ხუთ საათამდე.. :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted November 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2010 (edited) ბატონოჩემნო, იმედია კიდევ რამოდენიმეჯერ გაგიცრუვდებათ იმედ იმისათვის რომ მიხვიდეთ თუ როგორ უნდა პოლიტიკურმა პარტიებმა აწარმოოს ბრძოლა. აზრზე არ ხართ არცერთი პარტიის.არ იცით რა პარტიაა ეს, რა იდეოლოგია აქვს და რა პროგრმა.არ იცით რა უნდათ, როგორი სახლემწიფო.არ იცით რას გთავაზეობენ და ასე თვალდახუჭული გაყოლით კი არაფერი გამოვა. მოკლედ, სანამ საქართველოში პოლიტიკური პარტიები არ დაემსგავსებიან პარტიებს, მანამდე მიშას უვარიგისობა არ იქნება ის პარამეტრი, რომელიც ხელისუფლებას შეცვლის.აგერ კიდევ ერთხელ გთავაზობთ კალსიკურ მაგალითს თუ როგორ უნდა იყოს პარტია. საარჩევნო პროგრამა :http://www.georgian-style.net/?p=152 წესდება: http://www.georgian-style.net/?page_id=190 სანამ ამაში არ ჩაწვდებით, იქამდე იქნებით იქ სადაც ხართ. ასეა ეს ...................... Edited November 25, 2010 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2010 Marta1აბა ხაშურიდან ფეხით ხალხი რისთვის ჩამოვიდაშენ მართლა გჯერა რომ ხაშურიდან ფეხით ჩამოვიდა ხალხი? P.S. ანალგინის სადაა ნეტა დაშლილებში თუ არ დაშლილებში? ადმინებს არ აქვთ მასთან კავშირი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 25, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2010 PEPE.ეხლა გავიგე რაც მოხდა... ბათიაშვილმა ვოტაა ხალხი და დავიშალოთო..დასაწყისში იმაზე მეტი იყო ვიდრე ბევრი ელოდა...არა ბიჭო ბურჯიკას ერთ დაძახილზე თავპირისმტვრევით გაიქცეოდა ხალხი...მერე კახა შარტავამ გაიგო ეგ ამბავი და გამოავარდა რას აკეთებთ რატომ შლითო ეს ხო საერთოდ იდიოტიზმია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted November 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2010 (edited) დასაწყისში იმაზე მეტი იყო ვიდრე ბევრი ელოდა...არა ბიჭო ბურჯიკას ერთ დაძახილზე თავპირისმტვრევით გაიქცეოდა ხალხი... ეს ხო საერთოდ იდიოტიზმია...კი მასეა.. ანუ არანაირი გეგმა არ აქვთ რა. და შეიკრიბნენ იმისთვისრომ შეკრებილიყვნენ და ეგ იყო რა არც მოტხოვნები არც არაფერი Edited November 25, 2010 by PEPE. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted November 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2010 უუნარო "ოპოზიცია" ( ეგენი უფრო უტვინო დისიდენტები არიან ცემი აზრიტ) და ჰიპერაქტიური გიჯი - მაგარი რასკლადი გვაქ ხელშიტFუი! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.