Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - დღეიდან, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემაზე გადასვლა ძალაში შედის


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/image80-150x150.jpgდღეიდან, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემაზე გადასვლის შესახებ მთვარობის დადგენილება ოფიციალურად ძალაში შედის .

 

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კავშირგაბმულბის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ქაშიაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, დღეიდან ძალაში შედის მთავრობის მიერ დამტკიცებული დადგენილება “საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ”.

 

ქაშიაძის განმარტებით, ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება და მთავრობის მიერ გაწერილი გეგმის თანახმად, 2011 წლის დეკემბერში დასრულდება.

 

ნუმერაციის ეროვნული სისტემა საქართველოს ქალაქების არსებული კოდების ცვლილებას ითვალისწინებს. თბილისის ფიქსირებული (ე.წ. ქალაქის) სატელეფონო ქსელში არსებულ სააბონენტო ნომერზე ერთი ციფრის დამატებით შემოღებული იქნება შვიდნიშნა სააბონენტო ნუმერაცია, იგივე წესით საქართველოს ყველა სხვა ქალაქში (თბილისის გარდა), ფიქსირებულ სატელეფონო ქსელებში შემოღებული იქნება ექვსნიშნა სააბონენტო ნუმერაცია, მობილურ ქსელის ოპერატორების ორნიშნა კოდებს დაემატება ერთი ციფრი “5″ (მაგ: ნაცვლად მაგთი – 899 იქნება 599; ბალი – 898 იქნება 598; ჯეოსელი – 877 იქნება 577 და ა.შ.) ხოლო სააბონენტო ნომერი უცვლელად ექვსნიშნა დარჩება.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სპეციალური სამსახურებისთვის შემოღებული იქნება ერთიანი სამნიშნა ნომრები. ფიქსირებულ ადგილობრივ სატელეფონო ქსელების საინფორმაციო სამასხური – 110, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ერთიანი სამნიშნა ნომერი – 111, გადაუდებელი დახმარების ევრონომერი – 112, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთიანი სამნიშნა ნომერი – 113 და სხვ.

 

ქაშიაძის განცხადებით, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ოპერატორები და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლები ვალდებულნი არიან საკუთარი ხარჯებით უზრუნველყონ ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლა.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...