planetanews Posted November 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/aqciaa-150x150.jpgპარლამენტის წინ დღეს, “სახალხო წარმომადგენლობითი კრება” გაიმართება. “ექსპრესნიუსისთვის” ცნობილი გახდა, რომ კრებას გახსნის “სახალხო წარმომადგენლობითი კრების” ერთ-ერთი ორგანიზატორი ნონა გაფრინდაშვილი, იგი შეკრებილი საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგება, რის შემდეგაც დელეგადები კენჭს უყრიან დღის წესრიგს და რამდენიმე დოკუმენტს რომელიც კრებამ უნდა მიიღოს. კენჭისყრის შემდეგ კი დაიწყება პოლიტიკური ლიდერების და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების გამოსვლები. გადაწყვეტილება კრების წარმომადგენლება მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც ეკონომიკის სამინისტროსგან კრების ლოკომოტივის სტადიონზე ჩატარების ნებართვაზე უარი მიიღეს. კრება პარლამენტის წინ 15:00 საათზე დაიწყება, რომელსაც თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი შეუერთდება. აქციაზე მივლენ ~ეროვნული ფორუმის” ლიდერები კახა შარტავა, გუბაზ სანიკიძე და რეზო შავიშვილი, ~დემოკრატიული მოძრაობის~ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, “კონსერვატული პარტიისა და “ხალხის პარტიის” ლიდერები ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისაგან შემდგარი ~თანხმობის დარბაზი~ და სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფი. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts