planetanews Posted November 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_figaro1.jpgალენ ჟერარ სლამა გუშინ, ევროპის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, იმ ქვეყნის ლიდერი, რომლის 20% რუსეთის არმიას აქვს ოკუპირებული, ნატოს შემდეგ ევროპის დამშვიდებას შეეცადა და განაცხადა, რომ ოკუპანტის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობაზე ცალმხრივ ვალდებულებას იღებს და მას მოლაპარაკებების დაწყებას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე სთავაზობს. ეს პაციფიზმი, რომელიც აშკარად შთაგონებულია კანტის ”მუდმივი მშვიდობის” ტრაქტატით, განსაკუთრებით საყურდღებოა იმ თვალსაზრისით, რომ ოსტატურად ეხმიანება იმ ცვლილებებს, რომელიც აშშ-ს ერაყულ მარცხს მოჰყვა და რაც გავლენას ახდენს საერთაშორისო ურთიერთობების სულისკვეთებაზე: წამყვანი სახელმწიფოები, მათ შორის ჩინეთიც, სერიოზულ შეზღუდვებსა და დაბრკოლებებს აწყდებიან, როდესაც საკუთარ პოლიტიკაში გათვლას მხოლოდ ძალაზე აკეთებენ. სააკაშვილის ინიციატივა, რომელიც საფრანგეთში სწავლობდა, ნიდერლანდების მოქალაქე ჰყავს ცოლად და საკუთარი გარემოცვა ლონდონში, ჰაიდელბერგსა და ჰარვარდში განსწავლული ახალგაზრდა მინისტრებისგან დააკომპლექტა, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს იმით, რომ უპირისპირდება ადმინისტრაციულ, წვრილმან, ქსენოფობიურ და კორუფციულ მემკვიდრეობას, რომელიც ფაქტობრივად ხელუხლებელი დარჩა საბჭოთა საყინულედან გამოსვლის შემდეგ. დღევანდელი გუნდი, რომელიც ეყრდნობა ახალგაზრდობას, ქალებს და უმცირესობებს, რომლებიც ძველ რეჟიმთან განშორების ძირითადი მამოძრავებელი ძალაა, აქცენტს აკეთებს საზოგადოებრივ თავისუფლებებზე (პირველ რიგში პრესის თავისუფლებაზე) და გამჭვირვალობაზე ძველი პოლიციური სისტემის წინააღმდეგ (29 წლის მინისტრის მოადგილემ შტატები შეამცირა და ხელი მოაწერა ბრძანებას 20 ათასი პოლიციელის გათავისუფლებაზე). გარდა ამისა, ეს გუნდი ყველანაირად მხარს უჭერს კერძო კაპიტალს, რათა მან მშენებლობები აწარმოოს თბილისში, ააშენოს კულტურის ცენტრები და შესანიშნავი სასტუმროები შავი ზღვის სანაპიროზე. ლიბერალური ქართული ხელისუფლება იმდენად მაღალი პასუხისმგებლობისაა, რომ ბიუჯეტის დეფიციტი 6%-ს არასდროს აჭარბებს. და ბოლოს, რელიგიის სფეროში ის ფუნდამენტალიზმის წინააღმდეგ საერო პლურალიზმის უჭერს მხარს (რაც სხვათაშორის მას გაცილებით უკეთ გამოსდის, ვიდრე მეზობელ თურქებს). მეტიც, ამ საერთო ფონზე ქვეყანა ისტორიულადაც გამორჩეულია. ყოფილ კოლხეთს მისი ორმაგი სპარსული და ბერძნული მემკვიდრეობით, ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა რუსეთის იმპერიაში ანექსიის დღიდან (1801 წელი) დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე (1991 წელი). შემაშინებელი რეპუტაციის მიუხედავად, რომელიც მას სტალინმა და ბერიამ დაუმკვიდრეს, 1917 წლის რევოლუციის დროს საქართველოში ლენინის მიერ დამარცხებული მენშევიკები სჭარბობდნენ. ქვეყნის კლიმატი ხმელთაშუაზღვისპირეთის კლიმატის მსგავსია, რამაც ყირიმთან ერთად ის საბჭოთა ბიუროკრატების დასვენების საყვარელ ადგილად აქცია. რაც შეეხება აქ წამყვან მართლმადიდებლურ აღმსარებლობას, ის მტკიცე წინააღმდეგობას უწევდა ისლამის გავლენას და მასთან თანაარსებობა ისწავლა. და იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მოგზაურმა იცის მისი ეს თავისებურება, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე (კრემლი ამ რეგიონებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული შეთანხმების შემდეგ აკონტროლებს) რუსი ოკუპანტების აგდებული მოპყრობითა და ჩხრეკვებით დაღლილი, იგი მაინც გაოცებული რჩება იმ ცივილიზებული და ზრდილობიანი მოპყრობით, რომლითაც მას საქართველოში ხვდებიან. ის ჯერ ნაციონალისტი გამსახურდიას (ის რუსებმა 1993 წლის ნოემბერში მოიცილეს) შემდეგ კი საქართველოს კომპარტიის ყოფილი თავმჯდომარის ედუარდ შევარდნაძის მმართველობის ველი იყო, თუმცა რუსების ზეწოლას საბოლოოდ ვერც ”ვარდების რევოლუცია” გაუმკლავდა, რომელიც 2003 წელს მიხეილ სააკაშვილმა მოაწყო. ახალბედა პრეზიდენტს უზარმაზარი წინააღმდეგობა შეხვდა, რომელიც 2007 წლის ნოემბერში ლამის მისი წასვლით არ დასრულდა. მოგვინებით კი სეპარატისტულმა აგრესიამ იმატა, რაც 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტში გადაიზარდა. 2009 წელს ქვეყანაში ახალი მანიფესტაციები მოეწყო, თუმცა საქართველოს მთავრობაში საღმა აზრმა იმძლავრა და მათ რეპრესიებისგან თავი შეიკავეს. დღეს ჩვენ ამ კონფლიქტების მონაცვლეობის გახსენება გვმართებს, რათა სრულად შევაფასოთ ერთდროულად იმ პატრიოტული და პროდასავლური ტენდენციის პარადოქსი, რაც კიდევ უფრო განამტკიცა 2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე რუსული არმიის გადაადგილებისთვის ევროკავშირის მხრიდან (საფრანგეთის თავმჯდომარეობით) გაწეულმა წინააღმდეგობამ. როგორიც არ უნდა იყოს ამ მოძრაობის (მას ჯერ კიდევ სამი წელი აქვს წინ) შედეგი, აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ყველგან, რუსეთში, ბელორუსში, უკრაინაში, სადაც კი მსგავსი ტიპის ინიციატივები კულტურულ წინააღმდეგობას შეხვდა, ”პოსტმოდერნისტული” სინთეზი, რომლისკენაც თბილისი მიისწრაფვის, საფუძველი გახდება, თუ არა მაგალითი, მათთვის, ვინც მზადაა იბრძოლოს თავისუფლების ზეიმისთვის. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts