Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ოჯახი, რომელსაც სახლი მეორედ დაუნგრიეს


Recommended Posts

დღეს, ფიცრული სახლი, სადაც შალითაშვილების ოთხსულიანი ოჯახი ცხოვრობდა, ოჯახის თქმით, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ბიუროს თანამშრობლებმა დაანგრიეს. ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, ოჯახის აშენებული სახლის დემონტაჟი უკვე მეორედ განხორციელდა.

 

როგორც ოჯახის წევრები ნეტგაზეთთან საუბარში ამბობენ, მათ ჯერ ბეტონით აშენებული სახლი დაუნგრია, თბილისის ზედამხედველობის სამსახურმა, ხოლო ახლა, ფიცრული – აღსრულების ბიურომ.

 

მიწა, სადაც შალითაშვილებმა სახლი ორჯერ ააშენეს, თემქის დასახლებაში მდებარეობს. როგორც ნინო შალითაშვილი ყვება, ეს მიწა ათი წლის წინ მამამთილმა შემოღობა და წლების მანძილზე უვლიდა.

 

ოჯახმა საბუთები,მიწის დაკანონების მიზნით მერიაში ორჯერ შეიტანა. ერთხელ პასუხად უარი მოუვიდა, მეორედ შეტანის შემდეგ კი პასუხი ჯერ არ მოსულა.

 

შალითაშვილი ნინო ამბობს, რომ მისი მეუღლე,რომელსაც გული აწუხებს, შეუძლოდ გახდა. დღეს ის მერვე საავადმყოფოში იმ დროს გადაიყვანეს, როდესაც მის სახლს დემონტაჟს უტარებდნენ.

 

ამ ისტორიას, შალითაშილები ყვებიან და ამბობენ, რომ მათთან ჯერ გამაფრთხილებელი წერილი მივიდა, ხოლო დღეს დილით სამარშუტო ტაქსი, რამდენიმე ფორმიანი ადამიანით, რომლებმაც ოჯახის წევრები სახლიდან გამოყარეს და მათი კუთვნილი ავეჯიც გარეთ გამოიტანეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...