planetanews Posted November 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/11/correio_da_manha-150x55.jpg მანუელ ტეიშეირა, სონია ტრიგეირაო ქართულმა დელეგაციამ მეუღლეების სახით სასტუმროში ქალების ჯგუფი შეიყვანა, რამაც ლისაბონში ნატო-ს სამიტის საღამოს აურზაური გამოიწვია ქართული დელეგაციის წევრები, რომლებიც ლისაბონში ნატო-ს სამიტზე დასასწრებად ჩავიდნენ, რათა დაედასტურებინათ მათი ერთგულება ალიანსში გაწევრიანების მიმართ, სასტუმროს შესასვლელთან უცნობი ქალების გარემოცვაში შენიშნეს. როგორც გამოცემა Correio da Manhã-მ გაარკვია, წვეულებამ რომელიც ხუთშაბათს დაიწყო და პარასკევის დილამდე გაგრძელდა, საფრანგეთის დელეგაცია, კერძოდ კი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი შეაწუხა. მეძავეების იქ ყოფნის შესახებ ცნობილი ერთ-ერთ ქალთან ინციდენტის გამო გახდა. მომხდარის შესახებ წესით ინფორმაციას სასტუმროს გარეთ არ უნდა გაეჟონა, მაგრამ ეს ფაქტი დაფიქსირდა როგორც უსიამოვნო ინციდენტი. Correio da Manhã-მ ვერ გაარკვია კონკრეტულად რა შეემთხვა ამ ქალბატონს, მაგრამ ის რომ ინციდენტი იმ ორგანოებმა დააფიქსირეს, რომლებიც ლისაბონის სამიტზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ დადასტურდა. ამ „დელეგაციაში“ სომხეთის ოფიციალური დელეგაციის წევრებიც შედიოდნენ, რომლებიც იმავე სასტუმროში იყვნენ განსახლებულები. საღამო საფრანგეთის დელეგაციამ გააფუჭა, რომელმაც ხმაურის გამო იჩივლა. Correio da Manhã-ს კორესპონდენტებმა დაადგინეს, რომ საფრანგეთის დელეგაციის წევრები ამ ტიპის წვეულებით ძალიან უკმაყოფილონი იყვნენ. 80 მეძავის შეყვანა სასტუმროში ქართველი და სომეხი დელეგატების მეუღლეების სახით მოხდა. როგორც გამოცემამ გაარკვია, სასტუმროს ადმინისტრაცია ძალიან შეშფოთდა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ყველა ეს ქალბატონი მეძავი იყო. მათ განაცხადეს, რომ ეს სიტუაცია მათთვის არასასურველი და სამწუხარო იყო და ამ ფაქტის გახმაურებას მაქსიმალურად ერიდებოდნენ. სხვათაშორის ეს სასტუმრო ერთ-ერთია ლისაბონის ორ ყველაზე მდიდრულ და პრესტიჟულ სასტუმროთა შორის და სპეციალურად შეირჩა იმისთვის, რომ სამიტის მონაწილე მთელი რიგი წამყვანი სახელმწიფოების დელეგაციებისთვის ემასპინძლა. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts