newstudio Posted November 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2010 ფრაგმენტები განათლების მინისტრის სიტყვიდან, რომლითაც მან დღეს სამინისტროში შეკრებილ სკოლის დირექტორებს მიმართა: „თქვენს სისხლს დავლევ, პირდაპირ გეუბნებით!“ ამ სიტყვებით განათლების მინისტრმა სკოლის დირექტორებს ახალი გადაწყვეტილება აცნობა, რომლითაც სპორტული მოედნების მოწყობისთვის გამოყოფილი თანხა უშუალოდ საჯარო სკოლების ადმინისტრაციას გადაეცემა. აქამდე სპორტული მოედნების მოწყობისთვის ტენდერს სამინისტრო აცხადებდა და შესაბამისად, თავად არჩევდა გამარჯვებულ კომპანიას. შაშკინის თქმით, კერძო კომპანიების ნაწილმა მოედნების მოწყობა ვერ შეძლეს, ნაწილმა – თანხა უკან დააბრუნა. ამის გამო მოედნების მოწყობა ყველა სკოლაში ვერ მოხერხდა. შაშკინმა შეხვედრაზე დირექტორებს აუხსნა, რომ სამინისტრო ამ საქმეს სკოლებს გადააბარებს: ,,სამინისტრო გადასცემს სკოლას ამ ფულს, სკოლა გააკეთებს, თქვენს სისხლს დავლევ, პირდაპირ გეუბნებით! თქვენ იქნებით პასუხისმგებელი ამ კონკრეტულ საკითხზე თქვენ მოძებნით, თქვენ ჩაატარებთ, თქვენ მოაგვარებთ. ვიცი ბევრს მოეწეონება, ბევრს არ მოეოწონება. მირჩევნია, რომ სკოლის დირექტორი იყოს ამაზე პასუხისმგებელი, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, სისხლს დავლევ! თითო სანტიმეტრს დაუთვლი’’ – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა. ,,ამ სკოლების დირექტორები დასაჭერები იყვნენ! მივქარე, რომ ეს საქმე ბოლომდე არ მივიყვანე!“ ასე გამოეხმაურა შაშკინი სკოლა–პანსიონების დახურვის თემას: „ისინი (სკოლა–პანსიონების დირექტორები) დასაჭერები იყვნენ იმიტომ, რომ იქ მიდიოდა ბავშვების წამება.“ შაშკინმა აღნიშნული სკოლა–პანსიონების აღსაზრდელებზეც ისაუბრა: „შხაპს იღებდნენ თვეში ერთხელ, ტილები, ჭუჭყიანები... ასეთი სპეცსკოლები გვინდოდა? კი, მე დავხურე და დავხურავ კიდეც ნებისმიერ ასეთ სკოლას, რომელიც ასეთ რაღაცას გააკეთებს“ – განცხადა შაშკინმა. „ამ 20 მილიონს ახლა ყელიდან ამოვუღებ!’’ შაშკინის ეს მუქარა უკვე კერძო სკოლების დირექტორების მისამართით გაისმა. მისივე განმარტებით, ბევრმა არ იცის, რომ სახელმწიფო კერძო სკოლებისთვის 20 მილიონ ლარს ხარჯავს. ეს ამ სკოლებისთვის განკუთვნილი ვაუჩერების თანხაა. ,,საუბარი იმაზე, რომ თითქოს კერძო სკოლაში დადიან იმიტომ, რომ არ ისწავლონ, მომავალი წლიდან… მოვიცალე, რაღაც-რაღაცეები დავამთავრე და მოვიცალე ახლა კერძო სკოლებისთვის. ძალიან მაინტერესებს სწავლების დონე ამ სკოლებში. 20 მილიონ ლარს ვხარჯავთ, ამ 20 მილიონს ახლა ყელიდან ამოვუღებ!’’ ,,ვისაც სურვილი აქვს, რომ გახდეს დირექტორი, მას მომავალში გამოცდის ჩაბარება მოუწევს“ – ეს ინფორმაცია შაშკინმა მუქარების შემდეგ აუწყა საჯარო სკოლების დირექტორებს. თუმცა მანამდე ერთი „აღიარებითი ჩვენებაც“ მისცა: ,,ვაღიარებ, პროვოკაციაზე მივდიოდი’’ – თქვა შაშკინმა და იქვე განმარტა, რა პროვოკაციაზე იყო საუბარი: ,,ვაღიარებ ვაგზავნიდი ბავშვს, რომელიც მიდიოდა, რომ ამ სასწავლებელში (პროფესიულ სასწავლებელში) დაეწყო სწავლა. ეუბნებოდნენ, რომ ადგილი არ გვაქვს, მაქვს მხოლოდ ფასიანი ადგილი, აი, გადაიხადე... მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ნახევარ მილიონს, ზოგი 600 ათასს იღებდა წელიწადში’’. ამიტომ, შაშკინის თქმით, სამინისტრომ მიიღო პროფესიული კოლეჯების გაუქმების გადაწყვეტილება: საქართველოში 42 პროფესიული სასწავლებელი იყო, აქედან 15 სამინისტრომ დახურა, თუმცა 8–დან 25 ათასამდე გაზარდა მისაღებ მოსწავლეთა ლიმიტი. http://netgazeti.ge/GE/35/News/3398/შაშკინის- პ.ს. თავში ავარდნილი ჩმორები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Blaugranator Posted November 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2010 კაია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted November 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2010 სატურნს ჯერ არ უთქვამს დემოკრატია ხო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted November 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2010 შაშკინი, ისევე როგორც ჩვენ ზოგადად ქართველები, ცხარეა, ანუ ტემპერამენტულია, თორემ გულით ძალიან კეთილია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted November 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2010 შაშკინი, ისევე როგორც ჩვენ ზოგადად ქართველები, ცხარეა, ანუ ტემპერამენტულია, თორემ გულით ძალიან კეთილია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted November 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2010 ზოდ რამეში ვეტანხმები, მაგრამ - გამოხატვის ფორმაში კატეგორიულად არა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted November 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2010 კაიავეთანხმები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2010 ზოდ რამეში ვეტანხმები, მაგრამ - გამოხატვის ფორმაში კატეგორიულად არა! +1 თუ მართლა თქვა "სისხლს დავლევო" ეს მიუღებელია. და თანხები რომ კარგად უნდა გაკონტროლდეს ეს აშკარაა. აბა "ატკატები, ატკატებიო" რომ იძახით, არ გინდათ ამის კონტროლი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2010 (edited) შაშკინის მუქარა „თქვენს სისხლს დავლევ, პირდაპირ გეუბნებით!“თუ მართლა თქვა "სისხლს დავლევო" ეს მიუღებელია. და თანხები რომ კარგად უნდა გაკონტროლდეს ეს აშკარაა. აბა "ატკატები, ატკატებიო" რომ იძახით, არ გინდათ ამის კონტროლი? ბიჯო,კონცლაგერის დირექტორია თუ განათლების მინისტრი და რა გამართლებას ეძებთ ვერ გავიგე? მაგისი სწორი აზრები ერთ ადგილას მკიდია,როცა ესე მიმართავს მასწავლებლებს.აშინებს და აჩმორებს რა. Edited November 24, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2010 lasha1997როცა ესე მიმართავ მასწავლებლებს.აშინებს რა. ხოდა ეგ დავწერეთ ზუსტად, რომ გამოხატვის ფორმა არ ვარგაო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2010 ხოდა ეგ დავწერეთ ზუსტად, რომ გამოხატვის ფორმა არ ვარგაო. ისე ცოტა მეცოდებიან ეს დირექტორები,მაგრამ ღირსები თუ არ იყვნენ,მე ვიყო შპიონი.უფრო მაგარი უნდა დააჯვა თავებზე,აზრზე რომ მოვიდნენ,მაგრამ არა აქვათ თავმოყვარეობა და არც არავინ ხმის ამომღები არ არის.ეგეთმა პიროვნებებმა რა უნდა ასწავლონ ბავშვებს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted November 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2010 სისხლს დავლევო მიუღებელია, აი, რომ ეთქვა თითებს დაგამტვრევთო უფრო ჰუმანური იქნებოდა, მაგრამ ეს სლოგანი უკვე ათვისებულია, ასე რომ ამ გამონათქვამში არის რაღაც კრეატულინუ, ვგულისხმობ იმას რომ ჯერ მსოფლიოში არცერთი განათლების მინისტრს სავარაუდოდ ასეთი რამ არ უთქვამს, მხოლოდ ჩვენი განათლების მინისტრია ასეთი თამამი და პირდაპირი,ეხლა შ.ს. მინისტრი რომ ყოფილიყო ან თავდაცვის მინისტრი, ან სულაც ჯანდაცვის მინისტრი კიდევ ხო, მაგრამ განათლების მინისტრისგან ეს საკმაოდ უჩვეულოდ და აქუსი არ იყოს უცნაურად ჟღერს, არ დაგავიწყდეთ ამხანაგებო რომ ეს მან გადატანითი მნიშვნელობით თქვა, არადა ვინ იცის, ვინ იცის, ვინმეს გონია რომ სკოლაში სისხლისგან დაცლილ დირექტორებს აღმოაჩენენ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted November 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2010 lasha1997ისე ცოტა მეცოდებიან ეს დირექტორები,მაგრამ ღირსები თუ არ იყვნენ,მე ვიყო შპიონი.უფრო მაგარი უნდა დააჯვა თავებზე, არჩევნებზე რომ დარბოდნენ ენაგადმოგდებულები და ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ გამგებლის დასანახად ჰაერში ხტებოდნენ მაშინ უნდა ეფიქრათ. იქნებ ახლა მაინც ისწავლონ ჭკუა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2010 ვერ ისწავლიან,რადგან უთავმოყვარე ადამიანს არ შეუძლია მაგდენი ფიქრი.მუცელზე ფიქრობენ ეგეთები მხოლოდ(ყველაზე არ ვამბობ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted November 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2010 lasha1997 ხოდა ეგ დავწერეთ ზუსტად, რომ გამოხატვის ფორმა არ ვარგაო. მოდი რა აგიხსნა რას ნიშნვს სიტყვა არ ვარგა. ასეთი სიტყვების შემდეგ უნდა გადამდგარიყო.ხომ იძახის დემოკრატიული ქვეყანაო საქართველო? ხოდა დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთ განათლების მინისტრს არაფერი ესაქმება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.