Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - საიას თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი გახდა


Recommended Posts

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. თამარ ჩუგოშვილმა დღეს თამარ ხიდაშელი შეცვალა.

 

დღეს, საიას საკონფერენციო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე,ცნობილი გახდა,რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას თამარ ჩუგოშვილი უხელმძღვანელებს.

 

როგორც საიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ნეტგაზეთს განუცხადა, თამარ ხიდაშელს, საიას უკვე ყოფილ თავმჯდომარეს, აღარ ჰქონდა უფლება თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო.

 

თამარ ხიდაშელი, საიას თავმჯდომარე 2008 წლიდან იყო. როგორც წესი, თავმჯდომარეს ერთი წლის ვადით ირჩევენ. ერთ კანდიდატს უფლება აქვს, ორჯერ გახდეს თავმჯდომარე.

 

კანდიდატს ასოციაციის 21–კაციანი გამგეობა ირჩევს. ისინი ჯერ კანდიდატებს ასახელებენ ამავე გამგეობიდან, ხოლო შემდეგ ფარული კენჭისყრის პრინციპით ერთს ირჩევენ.

 

გამგეობის შემადგენლობა ყოველ წელს ახლდება: 7 ახალი წევრი ემატება და 7 ძველი აკლდება.

 

თამარ ჩუგოშვილი საიას თავმჯდომარე მინიმუმ მომდევნო ერთი წლის მანძილზე იქნება.

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...