Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ნატო-ს ხელმძღვანელობა რუსეთთან ახალი ურთიერთობების მომხრეა


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/nytimes-150x23.gif

 

ჯუდი დემფსი

 

ლისაბონი – ცივი ომის დასრულებიდან ოცი წლის შემდეგ, ორი ყოფილი მოსისხლე მტერი – ნატო და რუსეთი – კვირის ბოლოს იმაზე შეთანხმდნენ, რომ უთანხმოებები გვერდით უნდა გადადონ და მთელ რიგ საკითხებზე უნდა ითანამშროლონ, პირველ რიგში ანტი-სარაკეტო თავდაცვის ამერიკული სისტემის სფეროში, რომლის მიზანიც ევროპის დაცვაა

 

რუსეთის პრეზიდენტ მედვედევსა და ნატო-ს 28 წევრი ქვეყნის ლიდერებს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ, შესაძლოა სათავე დაუდოს უსაფრთხოების სფეროში გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორობას, რის შესახებაც ლისაბონის სამიტზე ამ ქვეყნების ლიდერებმა განაცხადეს.

 

„ჩვენ მოვილაპარაკეთ თანამშრომლობაზე ანტი-სარაკეტო თავდაცვის სფეროში, რისი წყალობითაც წარსული დაძაბულობის წყარო ნამდვილი თანამშრომლობის სფეროდ გარდაიქმნება, რომელიც მიმართული იქნება საერთო საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლისკენ“ – განაცხადა ლისაბონში ორდღიანი სამიტის შემდეგ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ – „ჩვენ რუსეთს  მივიჩნევთ პარტნიორად და არა მოწინააღმდეგედ“.

 

თანხმობის შესახებ მინიშნებები ევროპის ლიდერებისგანაც გაისმა.

 

„ის რომ ჩვენ რუსეთთან საერთო საფრთხეებსა და ანტი-სარაკეტო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე ვსაუბრობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია“ – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა – „ეს ადასტურებს იმას, რომ როგორც იქნა ცივი ომი დასრულდა“.

 

შეხვედრამ ნატო-ს მოკავშირეები გაახალისა და მხარეებმა მას ისტორიული უწოდეს, თუმცა სამიტზე მთავარი მუშაობა ავღანეთის საკითხებს მიეძღვნა. შაბათს ნატო-მ და ავღანეთმა მოილაპარაკეს, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობას ეტაპობრივად ავღანეთის მთავრობას გადასცემენ და პროცესი 2014 წლისთვის უნდა დასრულდეს, თუმცა ალიანსის წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ ნატო-ს არმია ამ ვადის ამოწურვის შემდეგაც ქვეყანაში დიდი ხნით დარჩება, უზრუნველყოფის ძალების სახით მაინც.

 

რუსეთი მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა ამერიკის გეგმებს ევროპაში ანტი-სარაკეტო თავდაცვის ელემენტების განთავსებაზე. განსაკუთრებით მას ვლადიმერ პუტინი აპროტესტებდა, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე მუშაობის დროს, აღნიშნულ სისტემას მკაცრად აკრიტიკებდა. პუტინი, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრია, ამბობდა რომ პოლონეთსა და ჩეხეთში ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემების განლაგება, რომლებიც ერთ დროს ვარშავის ხელშეკრულების წევრები იყვნენ, რუსეთის უსაფრთხოებას ზიანს მიაყენებდა.

 

ეს არგუმენტები მას შემდეგ შესუსტდა, რაც ობამამ აღნიშნული სისტემის გეგმები შეცვალა და რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვა“ დაიწყო და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გაფორმდა შეთანხმება რუსეთის და აშშ-ს ბირთვული არსენალების შემდგომ შემცირებაზე.

 

აშშ-ს რესპუბლიკელებმა ახალი ხელშეკრულების სწრაფ რატიფიკაციაზე უარი სთქვეს, მაგრამ ამ ფონზე ძალიან უჩვეულო ალიანსი შეიქმნა. ობამას დღეს აქვს არამხოლოდ რუსეთის, არამედ აღმოსავლეთ-ევროპის ქვეყნების მხარდაჭერაც, რომლებიც ამ შეთანხმების დაუყოვნებლივ დამტკიცებას მოითხოვენ.

 

„მთელი სამიტის პროცესში, ადმინისტრაცია აქტიურად მოქმედებდა, რათა რატიფიკაციის პროცესში მიეღო მხარდაჭერა” – განაცხადა ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა ალექსანდრ ვონდრამ.

 

ობამამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ნატო-ს მოკავშირეები შეთანხმებას მხარს უჭერენ.

 

„ჩვენი მოკავშირეების დიდი უმრავლესობა მხარს გვიჭერს. მათ მიაჩნიათ, რომ სტრატეგიული შეიარაღების შემცირებაზე ახალი ხელშეკრულება ამერიკული და ევროპული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი შემადგენელია“ – სთქვა ობამამ – „ისინი პირად საუბრებშიც და საჯაროდაც მხარს უჭერენ მის რატიფიკაციას“.

 

და მიუხედავად იმისა, რომ ბალტიის ქვეყნები თუ ეჭვით არა, მაშინ ძალიან სკეპტიკურად უყურებენ ნატო-ს უფრო გახსნილ პოლიტიკას რუსეთის მიმართ, მათ მაინც ვერ შესძლეს ობამას არგუმენტების უარყოფა იმის შესახებ, რომ რაც უფრო ნაკლები ბირთვული იარაღი იქნება ევროპაში, მით მეტი იქნება რეგიონში სტაბილურობა, ნდობა და უსაფრთხოება.

 

„უსაფრთხოების სფეროში არსებობს მთელი რიგი ისეთი საკითხები, რომლებიც საერთო ინტერესის საგანს წარმოადგენს და ამ საკითხებზე ჩვენ ვთანამშრომლობთ რუსეთთან. ძალიან დიდი შეცდომა იქნებოდა უნდობლობისკენ უკანდახევა იმის გამო, რომ ხელშეკრულების რატიფიკაციის საქმეში მარცხი განვიცადეთ“ – განაცხადა ობამამ.

 

რუსეთმა და ნატო-მ კიდევ რამდენიმე სხვა ხელშეკრულებაც გააფორმეს. ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობაში სერიოზული ცვლილებები განხორციელდება, რადგან ეს ორგანო უსაფრთხოების საკითხებზე ცარიელი ლაყბობის ადგილად გადაიქცა, რისთვისაც მას რუსეთი სერიოზულად აკრიტიკებს. ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები და რუსეთი შეთანხმდნენ ამ საბჭოს გზით „მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საერთო სივრცის“ ჩამოყალიბებაზე.

 

ეს სიტყვები ძალიან ჰგავს იმ ფორმულირებებს, რომელიც მოყვანილია რუსეთის საგარეო პოლიტიკურ დოკუმენტებში აღნიშნულ სივრცეში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნაზე, რომელზე შეთანხმებაც შესრულებისთვის სავალდებულო უნდა გახდეს, მაგრამ ამ რუსულ გეგმებს ნატო-ს მოკავშირეთა რიგებში განსაკუთრებული მხარდაჭერა არ მოჰყოლია. მათ უმრავლესობას მიაჩნია, რომ ამ გეგმების მიზანი ალიანსის და ტრანს-ატლანტიკური კავშირისთვის პრობლემების შექმნაა.

 

რუსეთი ასევე დასთანხმდა ავღანეთში ნატო-ს ტვირთების, მათ შორის სამხედრო აღჭურვილობის საკუთარი ტერიტორიის გავლით გადაზიდვაზე. ეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მის ბადრაგს და სამხედრო ტექნიკას პაკისტანის ტერიტორიაზე რამდენჯერმე თავს დაესხნენ. მხარეები ასევე ქმნიან საერთო ფონდს ავღანეთში ვერტმფრენების ფუნქციონირებისთვის.

 

„ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს, ვიმუშავებთ ყველა სფეროში, მათ შორის ევროპულ ანტი-სარაკეტო თავდაცვის სფეროშიც“ – განაცხადა მედვედევმა ნატო-ს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე. რასმუსენის თქმით, ეს ახალი ურთიერთობები რუსეთთან, გაცილებით მეტს ნიშნავს.

 

თუმცა ახლა დგება ყველაზე რთული მომენტი და მედვედევმა ლისაბონში ეს აღიარა. მისი თქმით, ჯერ კიდევ წინ არის ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემის ბევრი დეტალის განხილვა.

 

„ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემა ღირებული მხოლოდ მაშინ არის, როდესაც ის უნივერსალურია“ – განაცხადა მან.

 

რუსეთის შეიარაღებულ ძალთა გენერალური შტაბის უფროსმა გენერალმა ნიკოლაი მაკაროვმა აღნიშნა, რომ არსებობს საკმაოდ სერიოზული საფუძველი რუსეთის და ნატო-ს ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემების გაერთიანებისთვის.

 

„არსებობს ტექნიკური მხარე და ის საკითხები, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ორი სისტემის გაერთიანება“ – სთქვა მან – „ყველაფერი კონფიგურაციაზე იქნება დამოკიდებული“.

 

ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, ნატო-რუსეთის საბჭო მალე შედეგს გამოიღებს, რაც ლისაბონის შეთანხმებებს მეტ წონას და დამაჯერებლობას შესძენს. გარდა ამისა ის დაადასტურებს მედვედევის გადაწყვეტილებას ნატო-სთან დაახლოვებაზე.

 

დიპლომატების თქმით, რადგან მომავალ წელს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია, მედვედევს მოუწევს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან ასეთი ახალი თანამშრომლობის აუცილებლობის და მისი სარგებლის დამტკიცება. აქ ასევე შედის კომპრომისების მოწინააღმდეგეთა დარწმუნებაც, რომლებიც ნატო-ს კვლავ სერიოზული ეჭვით უყურებენ, პრეს-კონფერენციაზე რასმუსენის მიერ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, რომ ჩვენ „ერთმანეთისთვის საფრთხეს არ წარმოვადგენთ“.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...