Saturn Posted November 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2010 (edited) ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. თუმცა, ორგანიზაციაში ქვეყნის გაწევრიანების პროცესის დაჩქარების წინააღმდეგ აშშ-შიც გამოდიან. კრემლის მაღალჩინოსნები კი აღიარებენ, რომ, ვაშინგტონის მხარდაჭერის მიუხედავად, საქართველოს წინააღმდეგობა რუსეთის WTO-ში წევრობის გზაზე მნიშვნელოვან დაბრკოლებად რჩება. 15 ნოემბერს რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა WTO-ში რუსეთის გაწევრიანების პროცესი „არ დააჩქაროს”. მისი განცხადებით, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია „კარგი თემაა იმისთვის, რომ რუსული რეჟიმის ჭეშმარიტ არსზე და მის ქმედებებზე დისკუსია განვაახლოთ”. რუსეთთან მკაცრი დამოკიდებულების მიზეზებს შორის სენატორმა ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების შელახვა და საქართველოს რეგიონების ოკუპაცია დაასახელა. მაკკეინმა აღნიშნა, რომ კრემლი კვლავაც არღვევს 2008 წლის შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. „მართლაც იმსახურებს რუსეთი გაწევრიანებას და შეესაბამება თუ არა აუცილებელ კრიტერიუმებს? მეჩვენება, რომ თეთრმა სახლმა ამ საკითხზე დისკუსია უნდა გააფართოოს”, – აღნიშნა სენატორმა. ჯონ მაკკეინმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც კონგრესის შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ რესპუბლიკელებმა ობამას ადმინისტრაციის მიერ ინიცირებულ რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვის” პოლიტიკას შეუტიეს. მათ საკმაოდ მკაცრად შეაფასეს რუსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა. გარდა ამისა, რესპუბლიკელებმა ობამას ადმინისტრაციას პრობლემები რუსეთთან გაფორმებული სტრატეგიული შეიარაღების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების საკითხშიც შეუქმნეს. სწორედ მემარჯვენე სენატორთა ძალისხმევით, მისი განხილვა მომავალი წლისთვის, უკვე ახალი მოწვევის კონგრესის უფლებამოსილების დაწყებამდე გადაიდო. შესაბამისად, ამით ობამას მიერ მოსკოვისათვის მიცემული კიდევ ერთი დაპირება ვეღარ შესრულდება. დღეისთვის რუსეთი WTO-ს მიღმა დარჩენილი მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკაა. მოლაპარაკებებს ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად მოსკოვი 17 წელია აწარმოებს. ვაშინგტონს არაერთხელ განუცხადებია, რომ რუსეთის ორგანიზაციაში გაწევრიანებას ცალსახად მხარს უჭერს. ამ პროცესის დაჩქარების მორიგი დაპირება, რუსული მხარის მტკიცებით, ბარაკ ობამამ რუს კოლეგას 14 ნოემბერს, აზია-წყნარი ოკეანის თანამშრომლობის ორგანიზაციის იოკოჰამას სამიტზე პირისპირ შეხვედრისას მისცა. როგორც დმიტრი მედვედევმა განაცხადა, მოსკოვმა და ვაშინგტონმა რუსეთის WTO-ში გაწევრიანების საკითხში „სერიოზულ პროგრესს მიაღწიეს”. მაგრამ, იოკოჰამას სამიტის კულუარებში რუსმა მაღალჩინოსნებმა ისიც აღნიშნეს, რომ რუსეთისათვის WTO-ში გაწევრიანების გზაზე პრობლემად საქართველოს წინააღმდეგობა რჩება. ეს ფაქტი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ეკონომიკურ საკითხებში არკადი დვორკოვიჩმა დაადასტურა. ამავე დროს, მან იმედი გამოთქვა, რომ „ის ქვეყნები, რომლებიც ორგანიზაციაში ჩვენს გაწევრიანებას მხარს უჭერენ, ამ მიზნის მიღწევაში დაგვეხმარებიან”. დვორკოვიჩის აზრით, რუსეთის WTO-ში გაწევრიანება მომავალი წლის ბოლომდე მოხდება. როგორც, თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, „პირობებს, რასაც საქართველო აყენებს, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ან რუსეთის მასში გაწევრიანებასთან კავშირი არ აქვს”. ქართული მხარის პოზიცია კიდევ ერთხელ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ნიკა გილაურმა 7 ოქტომბერს, აშშ-ში ვიზიტით ყოფნისას გამოთქვა. მისი განცხადებით, საქართველო WTO-ში რუსეთის გაწევრიანებას იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ მოსკოვი ამ ორგანიზაციის წესებს შეასრულებს. კერძოდ, უზრუნველყოფს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, კერძოდ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, საბაჟო გამშვები პუნქტების გამჭვირვალობას, რასაც, პრემიერ-მინისტრის თქმით, WTO-ს წესები მოითხოვს. იმ პრობლემების მიუხედავად, რასაც ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებში WTO-ში რუსეთის გაწევრიანების საკითხი ქმნის, აშშ-ის ადმინისტრაცია თბილისსა და მოსკოვს შორის ამ საკითხში შუამავლის ფუნქციის შესრულებას არ აპირებს. აშშ რუსეთის წევრობაზე თანხმობის სანაცვლოდ საქართველოსთვის რაიმეს შეთავაზებას არ გეგმავს. ეს მიდგომა ოქტომბრის ბოლოს გამოცემა Foreign Policy-სთან საუბრისას თეთრი სახლის წარმომადგენელმა დაადასტურა. წყაროს განცხადებით, ეს საკითხი რუსეთისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების თემაა. თუ რუსეთს WTO-ს წევრობა ნამდვილად სურს, მან პირველი ნაბიჯი თბილისთან მოლაპარაკებებისათვის თავად უნდა გადადგას. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ისიც აღნიშნა, რომ რუსეთი ორგანიზაციის წევრი ვერ გახდება, თუ საქართველოსთან ძირითად სასაზღვრო და საბაჟო პრობლემებს ვერ მოაგვარებს. წყარო აქ ზოგი ამხანაგი, გვარს არ დავასახელებ, ერთ ამბავში იყო "ჰარიქა გაგვყიდა მიშამო, "დაბროს" აძლევს რუსებს WTO -ში შესასვლელადო, ამერიკაც ამას ითხოვსო და ა.შ.". აბა ახლა რას იტყვით? Edited November 23, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2010 Saturnაქ ზოგი ამხანაგი, გვარს არ დავასახელებ, ერთ ამბავში იყო "ჰარიქა გაგვყიდა მიშამო, "დაბროს" აძლევს რუსებს WTO -ში შესასვლელადო, ამერიკაც ამას ითხოვსო და ა.შ.". აბა ახლა რას იტყვით?როცა მხოლოდ საქართველოს პოზიცია დარჩება გადამწყვეტად, მისცემს მიშა დაბროს ..დარწმუნებული ვარ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 23, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2010 როცა მხოლოდ საქართველოს პოზიცია დარჩება გადამწყვეტად, მისცემს მიშა დაბროს ..დარწმუნებული ვარ!ლოგიკას ვერ ვხედავ შენს დასკვნაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2010 Saturnლოგიკას ვერ ვხედავ შენს დასკვნაში.მაგალითად საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაზე გაცვლის რუსეთთან ვტო-ს, ვერა?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 23, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2010 მაგალითად საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაზე გაცვლის რუსეთთან ვტო-ს, ვერა?!ჯერ ერთი - ვერა. მრავალი მიზეზი არსებობს ამ "ვერა"-სთვის და ახლა მეზარება მათზე საუბარი.მეორეც, რუსეთი როგორ უნდა დაეხმაროს ძალაუფლების შენარჩუნებაში? ტანკებს გამოუგზავნის მიტინგის დასაშლელად? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2010 Saturnმეორეც, რუსეთი როგორ უნდა დაეხმაროს ძალაუფლების შენარჩუნებაში? ტანკებს გამოუგზავნის მიტინგის დასაშლელად?როგორც მინიმუმ ხელს არ შეყწყობს ამ მიტინგებს.. ვერა?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 23, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2010 როგორც მინიმუმ ხელს არ შეყწყობს ამ მიტინგებს.. ვერა?! ეგ ხო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2010 (edited) მისტერ,ხომ იცი რომ არ გიმართლებს თემების გახსნაში? მეორეც.რესპუბლიკელი რამოდენიმე სენატორია ამის წინააღმდეგი და სანამ უმრავლესობით არიან დემოკრატები(ახალ სენატორებს არ დაუწყიათ მუშაობა)ობამა აჩქარებს ამ საკითხს. მე გეუბნები ერთს,რომ თუ ამერიკის სენატმა ის რაღაც „ვენიკის“ კანონი გააუქმა რუსების წინააღმდეგ,ჩვენებიც დაბროს მისცემენ. Edited November 23, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.