mtidan Posted November 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2010 ყველას გილოცავთ გიორგობას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted November 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2010 mtidan იცოცხლე! მეც გილოცავთ ყველას და გწამთ თუ არ გწამთ მაინც შეგეწიოთ წმიდა გიორგის მადლი, დაგიფაროთ და დაგიცვათ ბოროტისგან და გაგამარჯვებინოთ გველეშაპზე! მრავალჟამიერ! http://www.youtube.com/watch?v=fCdNL3iHpj4 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted November 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2010 ჰე, ჰე, ზუსტად მაგის თქმა მინდოდა, რატომღაც ვისაც გწამთ და არ გწამთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted November 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2010 (edited) წმინდა გიორგი (დაახ. 275 - 23 აპრილი, 303) – კაპადოკიელი დიდებული, რომის იმპერიის მსახური, რომელიც ქრისტიან დიდმოწამედ შერაცხეს. მართლმადიდებელი ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი. უკვდავყოფილ იქნა გიორგისა და დრაკონის ნაამბობით და ამჟამად რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ინგლისის, ეთიოპიის, საქართველოს და ქალაქ მოსკოვის მფარველი წმინდანია. გადმოცემის თანახმად წმინდა გიორგი დაიბადა კაბადოკიაში, III საუკუნის მეორე ნახევარში. იგი იყო დიდებული ოჯახის შვილი. მის მამას გერონტიოსი, დედას კი – პოლიხნორია ერქვა. დედამ წმინდა გიორგის შეასწავლა საღმრთო წიგნები და ჭეშმარიტი სარწმუნოება. წმინდა მოწამე დიოკლეტიანე მეფის დროს ტრივონთა მეთაური იყო. დეოკლიტიანემ და მაგნენტიოსმა კერპთმსახურება ააღორძინეს და გასცეს ბრძანება ქრისტიანთა დევნილებისა და იმ მორწმუნეთა დაწინაურების შესახებ, რომელნიც უარყოფდნენ ახალ რელიგიას. ხოლო ვინც შეეწინააღმდეგებოდა მეფის განაჩენს, საზარელი სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა. გადმოცემით ამ დროს გამობრწყინდა ყოვლად წმინდა სამების ახოვანი მხედარი, რომელიც მეფესთან შევიდა და მის წინაშე იქადაგა ქრისტიანობა, კერპთა ცბიერება და მისი მიმდევარი კი გაკიცხა. დეოკლიტიანემ ვერაფრით შეძლო წმინდა გიორგის გადაბირება, ამიტომაც პირმოთნეობა დაუტევა, ჭეშმარიტი სახე სიბოროტისა გამოავლინა და მისი ტანჯვა განიზრახა. თავდაპირველად მეფემ მუცლის ლახვრით განგმირვა ბრძანა. წმინდანის ხორცის შეხებისას ლახვარი სანთელივით მოიდრიკა. როცა ამგვარად ვერაფერი დააკლო, დეოკლიტიანემ წმინდა გიორგი ურმის თვალზე დააკვრევინა, დაღმართზე კი მახვილები დააგებინა, რის შედეგადაც მოწამის სხეული მრავალ ნაწილად დაჭრა. მაგრამ ღმრთის ანგელოზის გარდამოსვლით წმინდა გიორგი მეყსეულად განიკურნა და ასე განახლებული ბრწყინვალებით წარდგა მეფისა და მისი მეგობრის მაგნენტიონის წინაშე. ამ სასწაულმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს რჯულზე, რისთვისაც ქალაქგარეთ თავისმოკვეთით დასაჯა ისინი. ქრისტიანობა მეფის მეუღლე ალექსანდრიამაც ირწმუნა, რომელმაც დეოკლიტიანეს წინაშე უშიშრად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი, დედოფალი დაატყვევეს. ქრისტეს მხედარი ახლად დამბალ კირში ჩააგდეს, იგი სამი დღე იმყოფებოდა ასეთ მდგომარეობაში, წმინდა გიორგი ამ განსაცდელსაც უვნებლად გადაურჩა. გამძვინვარებულმა მეფემ ლურსმნებგაყრილი ფეხსაცმელები ჩააცვა ფეხზე და აიძულა ერბინა. ამავე დროს სასტიკად გაშოლტეს, რის შედეგაც მაგნენტიოსმა დაფლული მკვდრის სასწაულთქმედებით გაცოცხლება სთხოვა. წმინდა გიორგიმ ილოცა და საკვირველებაც აღსრულდა: საფლავს თავი აეხადა, საიდანაც გამოვიდა მიცვალებული, იგი ფეხებში ჩაუვარდა და უფალს დიდება შესწირა, ხოლო მეფის კითხვაზე, ვინ არის და რამდენი ხნის გარდაცვლილი, მკვდრეთით აღმდგარმა უპასუხა:„მე ქრისტეს მოსვლამდე ვცხოვრობდი და კერპთა საცთურისათვის აქამდე ცეცხლში ვიწვოდიო“. ამ დიდებულმა სასწაულმაც მრავალი ქრისტიანი შეჰმატა ეკლესიას, მათ შორის ნეტარი გლიკერიც, რომელიც ღმრთის აღიარებისათვის მახვილით დაისაჯა. ათანასე გრძნეული, რომელმაც დაინახა თუ არა გრძნეულების უძლურება, ჭეშმარიტება აღიარა და ქრისტეს მსხვერპლად შეიწირა. მთავარმოწამე კერპთმსახურთა ტაძარში შევიდა და უბრძანა კერპს, ეთქვა, ვინ იყო ჭეშმარიტი ღმერთი. ხოლო ეშმაკის პირით კერპმა მეყსეულად აღიარა:„ქრისტეა ერთადერთი ღმერთიო“, რის შედეგაც ყველა კერპი შეიძრა და შეიმუსრა. ეშმაკის მსახურებმა ვეღარაფერი გააწყვეს წმინდა გიორგის წინაშე, შეიპყრეს იგი და დეოკლიტიანეს მისი მოკვლა სთხოვეს. მეფემ წმინდა გიორგის და ალექსანდრია დედოფლის სიკვდილით დასჯა ბრძანა. წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს, ხოლო ალექსანდრიამ ილოცა და უმახვილოდ განუტევა სული. Edited November 23, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted November 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2010 დიდება ყოვლის შემძლე და მოწყალე უფალს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted November 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2010 გილოცავთ გიორგობას! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2010 გილოცავთ http://farm1.static.flickr.com/26/66248143_965563dde6.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted November 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2010 გილოცავთ ყველას, გიორგებისა და ჟორების თამადობით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted November 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2010 გილოცავთ ყველას შეგეწიოთ წმინდა გიორგის მადლი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted November 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2010 გილოცავტ ფორუმელ ქრისტიანებს გიორგობას ( ძალიან არ დათვრეთ ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dredi Posted November 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2010 გილოცავთ გილოცავთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted November 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2010 ყველას გილოცავთ გიორგობას. წმინდა გიორგი მაგალითი ყოფილიყოს და არა მხსნელი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted November 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2010 გილოცავთ კეთილო ხალხო,წმინდა გიორგის მადლი გფარავდეთ ყველას. ასევე გილოცავთ დიდი ნოემბრის რევოლუციის მე-7 წლისთავს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted November 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2010 ყველას გილოცავთ გიორგობას. წმინდა გიორგი მაგალითი ყოფილიყოს და არა მხსნელი... :nekro: მე უკაცრავად, სასწაული რაღაც თქვი ეხლა ეს ყველანაირად Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted November 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2010 ყველას გილოცავთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.