Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) გილოცავთ გიორგობას!..


Recommended Posts

http://faith.ge/uploads/posts/2010-03/1268470059_wminda-giorgi.jpg

 

liverpoolfc.ge-ს ადმინისტარაციის სახელით გილოცავთ გიორგობის  ბრწყინვალე დღესასწაულს…

 

ჩვენი წელთაღრიცხვით III საუკუნის II ნახევარი – ქვეყნიერებას მოევლინა წმინდა გიორგი. კაბადოკიელ წარჩინებულ ქრისტიანთა ოჯახში დაბადებული ბავშვი მართლმადიდებლურად იზრდებოდა. სწორედ ქრისტიანულმა რელიგიამ გადაწყვიტა მოგვიანებით უკვე მისი ბედი.წამოზრდილმა წმინდანმა მოღვაწეობა იმ დროს რომის უსასტიკეს მმართველთან, დიოკლიტიანესთან დაიწყო, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩეოდა ქრისტიანების მიმართ სიმკაცრით და სიძულვილით. გიორგიმ უარყო თანამდებობა, სიმდიდრე და ხელისუფლებას დაუპირისპირდა ქრისტიანობის მიღებით და ახალი რელიგიის მიმდევართა დამცველი გახდა. ამ ამბავმა იმპერატორის ყურამდეც მიაღწია. განრისხებული დიოკლიტიანეს ბრძანებით მეომრებ შეეცადნენ შუბით ეცემათ ის, მაგრამ წმინდანის სხეულზე შეხებისას რკინა რბილდებოდა და იდრიკებოდა. საპყრობილეში მას მკერდზე  დიდი ლოდი დაადეს და დილამდე ასე ამყოფეს.

 

დიოკლიტიანემ წმინდა გიორგის ქრისტიანობის უარყოფა მოსთხოვა, სამაგიეროდ სიმდიდრეს პირდებოდა, მაგრამ წმინდა გიორგიმ მეფეს სიმდიდრეზე უარი უთხრა და ურჩია, თავადაც ეცნო ჭეშმარიტი ღმერთი, იმისთვის რომ ზეციური სასუფევლის ღირსი გამხდარიყო.

 

მეორე დღეს წმინდა დიდმოწამე ბორბალზე გააკრეს, რომლის ქვეშაც წვერ-ბასრი რკინისმახვილიანი ძელები ელაგა. სხეულდასერილმაწმინდანმა ჯერ ხმამაღლა ადიდა ღმერთი, შემდეგ დადუმება არჩია. დიოკლიტიანეს ეგონა, რომ უკვე დაიმორჩილა ის და წამების ადგილიდან წავიდა. “ნუ გეშინინ, მე შენთან ვარ გიორგი!” უცებ სრულიად დაბნელდა, ძლიერი ქუხილის შემდეგ კი გაისმა უფლის ხმა.

 

იმპერატორის განკარგულებით წმინდა გიორგი ღრმა ორმოში ჩააგდეს და თავზე გამოუწვავი გახურებული კირი დააყარეს. სამი დღის მერე კირი ამოყარეს და წმინდანი სრულიად უვნებელი იხილეს. შემდეგ ლურსმებიანი გავარვარებული რკინის ჩექმები ჩააცვეს. მეორე დღეს მან იმპერატორს დაუზიანებელი ფეხი აჩვენა. დიოკლიტიანემ გიორგის მიცვალებულის აღდგენა უბრძანა, გიორგიმ ილოცა და მიცვალებულიც აღსდგა. გამძვინვარებულმა დიოკლიტიანემ გიორგის სიკვდილით დასჯა ბრძანა… იმ ღამეს წმინდა გიორგის მაცხოვარი ეჩვენა და გაამხნევა მოწამებრივი გვირგვინის მიღების აღთქმით.

 

ს, ს – ს…

 

<p style="text-align: left">წმინდა გიორგი გფარავდეთ!..

 

<p style="text-align: left">

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...