Nukriko Posted November 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2010 რუსეთთან მტრობა ქმნის საქართველოში დიქტატურასეს მტრობა ასუსტებს დემოკრატიულ მოძრაობებს. აზროვნება გაყინულია და ეს აისახება პირველ რიგში, პოლიტიკურ აზროვნების დონით, პოლიტიკურ კულტურით. პრაქტიკულად როგორიც იყო პოლიტიკური კულტურა შევარდნაძის დროს, დაახლოებით ისეთივეა მაგრამ უფრო მახინჯი ფორმისაა ეხლაავტოკრატიულ-ოლიგარქიული სისტემა, ვერტიკალური ურთიერთობები უკვე ჩამოყალიბდა და არსებობს რუსეთთან მტრობაზეყველაზე საინტერესო ამ სივრცეში ის არის, რომ ალერნატივაც იგივეა. ანუ რეალურად ალტერნატიული პოლიტიკური აზროვნება, კულტურა არ გაგვაჩნია. დემოკრატიასთან ერთად, ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება და სხვა მრავალი თავისუფლება და უფლებები ვერ ყალიბდება.ამ ყველაფრიდან არის რეალობა, რომ რუსეთი მტერია და მას სურს საქართველოს კონტროლი, რაც ჩვენ არ გვინდა.დიქტატორი ჩემთვის ასოცირდება დამპყრობელთან, ანუ მართველი დამპყრობელივით რომ გექცევა.გამოდის რომ გვყავს ორი დამპყრობელი ერთი რუსეთი, მეორე დიქტატორი.რატომ დამპყრობელი?დამპყრობელის პრინციპია, ძალის მეშვეობით გაიძულოს გააკეთო მისთვის სასურველი საქმე. ანუ ამ შემთხვევაში მისი ძალაუფლება აღიარ და შეეგუო. ფაქტია რომ ეს სისტემა ვერ დაიმსხვრევა მარტო შიგნიდან, 7 ნიოემბერმა ეს აჩვენა.უცხო ძალას რაც შეეხებარუსეთს მოვიყვაჯთ, ისიც დამპყრობელია და ისე მოგვექცევა თუ უარესად არა, როგორც ადგილობრივი დამპყრობელიშესაბამისად რუსეთი, როგორც ადგილობრივი დიქტატორის ალტერნატივა გამოირიცხაამერიკა არ ერევა ჩვენ შიდა საქმეში, არ სცალია საამისოდ.კაროჩე ამდენი იმიტომ დავწერე, რომ გითხრათ ელემენტარული ჭეშმარიტება, კიდე რამოდენიმე წელი არაფერი გვეშველება! და ეს ნიჰილიზმი სულაც არ არის, ეს არის რეალიზმი.და შიდა დამპყრობელი იმიტომ არის დამპყრობელი, რომ გარე დამპყრობლის მიერ არის მოგზავნილი, ანუ რუსეთის. ამიტომ დამპყრობლის წინააღმდეგ ომი, ეს არის დემოკრატიითვის ომი. გვექნება დემოკრატია, მაშინ განვთავისუფლდებით, არ გვექნება მაშინ ცუდად იქნება ჩვენი საქმე.ამიტომ თავად იდეა დემოკრატიის, თავისუფლების და ადამიანის უფლებების, არის ის იდეა რომლის მეშვეობითაც როდესმე შევძლებთ ორივე დამპყრობლისგან თავი ვიხსნათ. ამიტომაც ამ იდეებს არ უნდა ვუღალატოთ, რა თქმა უდნა დღეს ეს იდეები დამარცხდა, მაგრამ როდესმე როცა დრო იქნება ამ იდეების წყალობით, შევძვლებთ დამპყრობლების მოცილებას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.