Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge რუსეთი ნატო-ს ევროპაში ანტი-სარაკეტო ქსელის შექმნაში დაეხმარება


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_post.jpg

 

ედვარდ ქოდი

 

ლისაბონი – შაბათს რუსეთმა თანხმობა განაცხადა ევროპაში  ნატო-სთან ერთად აშშ-ს მიერ დაგეგმილი ანტი-სარაკეტო ქსელის მშენებლობის პროცესში თანამშრომლობაზე, რაც უსაფრთხოების საკითხებში, ცივი ომის ეპოქის ყოფილ მტრებს შორის, თანამშრომლობის ახალ ეტაპად სახელდება

 

შეთანხმება რომლის შესახებაც  ლისაბონის ნატო-ს სამიტზე გამოცხადდა, სიმბოლურად გამოხატავს შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების გადაწყვეტილებას რუსეთთან მიმართებაში. ამ გადაწყვეტილების თანახმად, შეერთებული შტატები და მისი მთავარი მოკავშირეები ევროპაში რუსეთს აღიქვამენ არა იმ საფრთხედ რომლისგანაც თავდაცვაა ასჭირო, არამედ ირანისა და ნებისმიერი სხვა ქვეყნის მხრიდან შესაძლო ბალისტიკური თავდასხმის წინააღმდეგ,  კონტინენტის თავდაცვითი რკალის შექმნის პროცესში პოტენციურ მოკავშირედ.

 

„ჩვენ რუსეთს პარტნიორად მივიჩნევთ და არა მოწინააღმდეგედ“ – განაცხადა ობამამ, რომელიც  ნატო-რუსეთის შეთანხმებას მიესალმა.

 

თუმცა პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთთან თანამშრომლობა უნდა იყოს „რუსეთსა და ნატო-ს შორის სრულფასოვანი სტრატეგიული პარტნიორობა“ და არა მხოლოდ  მოსკოვისათვის განკუთვნილი რევერანსი, რომლის მიზანიც რუსეთის გრძნობების დაზოგვა იქნება მაშინ როდესაც,  ევროპა შეერთებულ შტატებთან ტანდემში მხოლოდ საკუთარ უსაფთხოებაზე იზრუნებს.

 

„სხვანაირად ეს არ იმუშავებს“ – განაცხადა მან პრეს-კონფერენციაზე – „ყველასთვის ცხადია, რომ სარაკეტო სისტემა სასარგებლო იქნება  მხოლოდ მაშინ, როდესაც ის უნივერსალური იქნება. მე პირდაპირ ვიტყვი: ჩვენ  ამ საკითხის გადაწყვეტა დაგვჭირდება“.

 

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდრეს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ნატო-ს ქვეყნები და რუსეთი დაუყოვნებლივ აღადგენენ თანამშრომლობას ჯარის დასაცავად გამიზნული სარაკეტო  ფარის საკითხთან დაკავშირებით და დაიწყებენ ერთობლივ ექვსთვიან ანალიზს იმისა, თუ როგორ შეიძლება რუსეთი გახდეს ნაწილი პროექტისა, რომელიც ევროპის დაფარვას გულისხმობს და რომელიც მომავალ წლებზე გათვლით იგეგმება.

 

„ეს საკითხები რეალური პოლიტიკური მნიშვნელობისაა“ – განაცხადა რასმუსენმა.

 

მანამდე 2002-2008 წ.წ. შეირაღებული ძალების დაცვასთან დაკავშირებული თანამშრომლობა ერთნაირი ტერმინოლოგიის დადგენასა და რამდენიმე ერთობლივ წვრთნას გულისხმობდა – განაცხადა ნატო-ს ოფიციალურმა პირმა, მაგრამ ეს თანამშრომლობა, რომელიც ნატო-რუსეთის საბჭოს სახელით ცნობილ ფორუმზე მიმდინარეობდა, შეჩერდა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში 2008 წლის ზაფხულში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

 

შეთანხმებით, რომლის შესახებაც ლისაბონში გამოცხადდა, საბჭოს რეანიმირება აღინიშნა და ამასთანავე რასმუსენის თქმით, რუსეთთან თანამშრომლობის პერსპექტივა უპრეცედენტო ხარისხამდე ავიდა, შესაძლოა ევროპის სარაკეტო თავდაცვით ქსელში ინტეგრაციამდე.

 

ამავე სულისკვეთებით, რუსეთმა თანხმობა განაცხადა ითანამშრომლოს ნატო-ს წევრებთან ტერორიზმის, ნარკოტიკების კონტრაბანდისა და პირატობის წინააღმდეგ ბრძოლაში. გარდა ამისა მან პირობა დადო, რომ აშშ-ს თაოსნობით მიმდინარე საომარი მოქმედებებისთვის ავღანეთში, რუსეთის ტერიტორიის გავლით არალეტალური ტვირთის ტრანზიტის რაოდენობის გაზრდას დაუშვებს.

 

„ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა“ – განაცხადა მედვედევმა და შეუერთდა ევროპელ ლიდერთა გუნდს, რომლებიც ამ ფაქტს საეტაპოს უწოდებენ – „მე დღეს ტერმინი ისტორიული იმიტომაც გამოვიყენე, რომ ჩვენ გრძელი გზა განვვლეთ“.

 

ცდილობდნენ რა თავიდან აეცილებინათ კონფორნტაცია, ნატო-მ სარაკეტო ფარის შესახებ განცხადების გაკეთებისას არ დააზუსტა, რომ ფარი ირანის ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვას ისახავს მიზნად, მაგრამ საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ, თავისი ჩვეული სიმწვავით ილაპარაკა, უკუაგდო ნატიფი მანერები და რეპორტიორების ჯგუფს განუცხადა: „საფრთხე ირანიდან მოდის“.

 

ანტი-სარაკეტო ფარს, რომელიც უნდა განთავსებულიყო აშშ-ს სახმელეთო და საზღვაო ბაზებზე და რომელიც ბუშის ადმინისტრაციის მიერ იყო შემუშავებული, ობამამ ახალი კონფიგურაცია მისცა. დღეს არსებული სახით, ამერიკული რადარებისა და ინტერცეპტორების  დაგეგმილი ქსელი, რომელიც აღმოსავლეთ-ევროპასა და თურქეთში განთავსდება, რუსეთის მიერ აღარ განიხილება მისი ბირთვული შეკავების წინააღმდეგ გამიზნულ საფრთხედ.

 

მედვედევის განცხადების თანახმად, რუსეთი წინა გეგმას ეწინააღმდეგებოდა იმიტომ, რომ ის საფრთხეს უქმნიდა რუსეთის ბირთვული არსენალის შემაკავებელ პოტენციალს. ეს კი – განმარტა მან – დაარღვევდა იმ ბირთვულ წონასწორობას, რომელიც ათწლეულების მანძილზე   ევროპაში მშვიდობის შენარჩუნებას უწყობდა ხელს.

 

ახალი იდეის თანახმად კი – სთქვა ნატო-ს მაღალჩინოსანმა, ცალკეული ნაციონალური სარაკეტო თავდაცვითი სისტემები აშშ-ს ქსელს დაუკავშირდება, ყველას ნატო-ს ხელმძღვანელობას და იმ  ცენტრს დაუქვემდებარებს, რომელსაც თავდასხმაზე პასუხის გაცემის უფლება აქვს. მიზანი – დასძინა მან – კრიზისულ სიტუაციაში  ნატო-ს ყველა ევროპული წევრის დაფარვის უზრუნველყოფაა. შესაძლოა რუსეთიც ამ საფარქვეშ აღმოჩნდეს, თუ თანამშრომლობა როგორც ვიმედოვნებთ გამოვა.

 

ნაციონალური სისტემების დაკავშირება საზიარო ქსელში მის საფასურს მთლიანად $100 მილიონით გაზრდის, იწინასწარმეტყველა მან, თუ არ ჩავთვლით იმ ათეულობით მილიონზე მეტს, რაც ცალკეულ ქვეყნებს თავის ეროვნულ თავდაცვით სისტემებში ინვესტირებისთვის დასჭირდებათ.  იმ ეპოქაში, როდესაც ბიუჯეტები მთელს ევროპაში მცირდება – აღიარა მან -  უნივერსალური დაფარვის იდეა შეიძლება ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას ემსხვერპლოს.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...