planetanews Posted November 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/guardian1.jpg სემუელ ჩარაპი ევროპა ძალიან ბევრს დაკარგავს, თუკი სენატი ჩააგდებს სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ახალ შეთანხმებას, რომელსაც ბარაკ ობამამ რუსეთთან მიაღწია დღეს, როდესაც ბარაკ ობამას მიერ რუსეთთან გაფორმებული ახალი ხელშეკრულების ბედი, სტრატეგიული შეიარაღების შემცირების (START) შესახებ ბეწვზე კიდია და ყველაფერი სენატზეა დამოკიდებული, მნიშვნელოვანია იმაზე დაფიქრება, თუ რას ნიშნავს ის ევროპისთვის. საქმე ის არის, რომ თუკი ხელშეკრულების რატიფიკაცია ჩაიშლება, მასთან ერთად კი ობამას „გადატვირთვის“ პოლიტიკაც, ევროპული უსაფრთხოება დაზარალდება. სინამდვილეში ევროპა სხვებზე მეტად იგებს ამ გადატვირთვით, მიუხედავად იმ ხშირად თქმული სენტენციისა, რომ ობამას დროს შეერთებულმა შტატებმა ევროპის კონტინენტი „დატოვა“. როგორც ამ ყალბი ჭორის ავტორები ამტკიცებენ, რომლებიც ამ ჭორს საოცრად აბუქებენ, „ბერლინის კედლის დაცემის 20 წლისთავზე ობამას არდასწრება იმის მორიგი დადასტურება გახლდათ, რომ აშშ აღარ უთმობს ყურადღებას ევროპის შიდა უსაფრთხოებას“. იმის მტკიცება, რომ ამერიკა ევროპიდან წავიდა მცდარია. ამ იდეის ავტორები ამტკიცებენ, რომ თითქოს აშშ-ს ევროპის მიმართ ზედაპირული დამოკიდებულბა აქვს, თუმცა სინამდვილეში ობამას ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს მასთან საკვანძო საკითხებზე და ისეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ახორციელებს, რომლებიც პირდაპირ განამტკიცებს ევროპულ უსაფრთხოებას. მსგავსი მტკიცება ასახავს კონტინენტის უსაფრთხოების არსის სრულ უცოდინარობას, ასევე ცივი ომის შემდგომი პერიოდის საერთაშორისო საქმეების პოლიტიკურ დინამიკაზე აბსოლუტურად მცდარ წარმოდგენას. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, ასეთი შეხედულებების მომხრეები იმ ფაქტის იგნორირებას ახდენენ, რომ აშშ-რუსეთის მტრული ურთიერთობები ევროპული უსაფრთხოებისთვის უკვე უზარმაზარი საფრთხეა. ძალიან უცნაურად ჟღერს ის მოსაზრება, რომ ჯორჯ ბუშის დროს შეერთებული შტატები თითქოს „ყურადღებას უთმობდა შიდა ევროპულ უსაფრთხოებას“. დიახ, მაღალჩინოსანი ამერიკელები არაგულწრფელ ტექსტებს ღვრიდნენ და საჯაროდ სიყვარულს უხსნიდნენ ევროპას, განსაკუთრებით ცენტრალურს, მაგრამ ეს კონფრონტაციის ფრონტის (რომელსაც ბევრი „ახალ ცივ ომს“ უწოდებდა) მონაწილე იარაღის მეგობრების მიმართ შეძახილი იყო. სინამდვილეში იმ პერიოდის ამერიკის მთავრობიდან ბევრი ბიოპოლარული მსოფლიო წესრიგის აღდგენას ცდილობდა და 2008 წლის აგვისტოში ისინი ამ ზღვარს ყველაზე ახლოს მიუახლოვდნენ, როდესაც ზოგიერთებმა იმის მოთხოვნა დაიწყეს, რომ აშშ-ს პირდაპირი სამხედრო ძალით ეპასუხა საქართველოს საზღვრებში შეჭრილი რუსეთისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბუშის „ყურადღება“ ევროპისადმი პირდაპირ უკავშირდებოდა რუსულ-ამერიკული ურთიერთობების გაუარესებას, ეს კი ევროპული უსაფრთხოებისთვის უზარმაზარი საფრთხეა. ამიტომ, მოდით პირდაპირ ვთქვათ: იმის მტკიცება, თითქოს ბუშის მმართველობის ბოლო წლებში რუსულ-ამერიკული ურთიერთობების სწრაფი გაუარესების პერიოდში, აშშ ევროპისთვის უფრო მტკიცე უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა მცდარია. აშშ-ს ქმედება რუსეთთან მიმართებაში, ასევე ძალიან მნიშვნელოვან ირიბ გავლენას ახდენს ევროპულ უსაფრთხოებაზე, რადგან პოსტ-საბჭოთა პერიოდში რუსეთის მსოფლიოსთან ურთიერთობის ხასიათს დიდწილად მისი ამერიკასთან ურთიერთობა განსაზღვრავს. უფრო მარტივად თუ ვიტყვით, 2007 წლის პუტინის სამწუხაროდ ცნობილ გამოსვლას, სადაც ის თავს დაესხა დასავლეთს, ადგილი არ ექნებოდა ბუშის დროს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში სერიოზული ანტაგონიზმი რომ არ წარმოქმნილიყო. ანალოგიურად 2010 წლის ივლისში შეუძლებელი იქნებოდა დიმიტრი მედვედევის გამოსვლა, სადაც მან ევროპასთან და აშშ-სთან მოდერნიზებული ალიანსების შექმნის შესახებ მოწოდება გააკეთა, რომ არა ობამას გადატვირთვა. ეს ყველაფერი პირდაპირ გავლენას ახდენს ევროპის უსაფრთხოებაზე. ბუშის დროს, რუსულ-ამერიკული ურთიერთობების დაძაბულობის პიკში, ევროპა გაზის გათიშვის, კიბერთავდასხმების, ნორვეგიის სანაპიროს გასწვრივ რუსეთის სტრატეგიულ ბომბდამშენთა პატრულირების აღდგენის და რა თქმა უნდა 2008 წლის აგვისტოს ომის წინაშე აღმოჩნდა. თავად იმ ფაქტმა, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაზე სამხედრო პასუხის შესაძლებლობა განიხილებოდა, ევროპელები სერიოზულად ანერვიულა, რადგან რუსეთის საპასუხო ქმედებები სავარაუდოდ მათზეც აისახებოდა. შესაბამისად, ობამას ადმინისტრაციის გადატვირთვამ, როგორც სჩანს ევროპული უსაფრთხოების ყველაზე მთავარი საფრთხე შეამცირა: რუსეთს და დასავლეთს შორის კონფლიქტი, ხოლო რუსეთის ქცევა ბოლო ორი წლის განმავლობაში არსებითად შეიცვალა. რუსეთს და პოლონეთს შორის მორიგება და მათი დაახლოვება ალბათ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ მოსკოვში თანამშრომლობის განვითარების მიმართ ყურადღება გაიზარდა. ჯერ-ჯერობით, ამის სისტემურ ცვლილებად შეფასება ნაადრევია. რუსეთი უმალ არ გადაქცეულა საერთაშორისო პოლიტიკის გონიერ და კონსტრუქციულ ძალად – ეს ასე ნამდვილად არ არის, მაგრამ ეს არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ მოსკოვს და ვაშინგტონს შორის კონფლიქტი კატასტროფა იქნებოდა და ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის ქმედებების ცვლილება. მოკლედ, გადატვირთვამ ევროპის უსაფრთხოებას ცხადი სარგებელი მისცა, რომ აღარაფერი ვთქვათ უფრო მასშტაბურ სარგებელზე, რომელიც მან ზოგადად მიიღო აშშ-ს და რუსეთის ძალისხმევის განახლებით ირანის ბირთვული პროგრამის შეკავების საკითხზე, ავღანეთის ოპერაციის მომარაგებასა და ბირთვული მასალების გავრცელებაზე კონტროლის თვალსაზრისით. ამიტომ ახლა, როდესაც სენატი სტრატეგიულ შეიარაღებათა შემცირების შესახებ ახალ ხელშეკრულებაზე დებატების წარმართვას გეგმავს, ევროპამ უნდა იცოდეს რომ ის ძალიან ბევრს დაკარგავს, თუკი ამ დოკუმენტის რატიფიკაცია უახლოეს მომავალში, ან ზოგადად არ მოხდება, რადგან გადატვირთვა ევროპული უსაფრთხოებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ამერიკისთვის. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts