Jump to content
Planeta.Ge

``ზამში``, ყივჩაღური ჰოლანდია, ჰოლანდიურ-ამერიკული საქართველო, დაშინებული ოლიგარქები და ბოლოს,


Recommended Posts

ქეთი სესიაშვილის რედაქტორის პროექტი _ ჟურნალი ``პრეს-პრემიერი``, #32, 03.02.2004 წ.

09-11-2010

 

``ზამში``, ყივჩაღური ჰოლანდია, ჰოლანდიურ-ამერიკული საქართველო, დაშინებული ოლიგარქები და ბოლოს, ``პრეს-პრემიერი`` _ შეყვარებული ხალხის ჟურნალი!..

 

 

ეს მასალა დღევანდელობასთან აშკარა მიმართებაშია(ჟურნალი ``პრეს-პრემიერი``, #32, 03.02.2004 წ.)

 

 

 

საოცარი სათაურია, არა? მკითხველს, ალბათ, გაუკვირდება ``პრეს-პრემიერის`` მთავარი რედაქტორის პროექტის ასეთი ორიგინალური ამბიციურობა ან პირიქით, ასეთი ამბიციური ორიგინალობა, მაგრამ, რას იზამ, ჩვენ თავად ხომ ორიგინალურები ვართ და ეს გამომდინარე იქიდან, რომ თავად ჩვენს ქვეყანას ჰყავს ორიგინალური ხელისუფლება, რაღა თქმა უნდა, ვგულისხმობ დღევანდელს, რომელიც გუშინდელ ანუ შევარდნაძისდროინდელი ხელისუფლებისგან ბევრად არ განსხვავდება, გარდა ერთისა: დავიჭიროთ, დავაპატიმროთ, მოვხსნათ, გავაპაროთ _ ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობა...… სულ ვირთხები და ვირთხები მესიზმრებიან _ როგორც ამას ერთ-ერთი ქართული ანიმაციური ფილმის მთავარი პერსონაჟი _ მეფე იტყოდა...

2 ნოემბრის ``ზამშურმა`` არჩევნებმა რომ ქვეყანაში თავიდან ბოლომდე შეცვალა ყოველივე, ამაზე აღარაფერს ვიტყვი, ეს არ ახალია, მაგრამ მთლა ახალგაზრდა სიმპათიური პრეზიდენტი თავისი პომპეზური მედიდურობით პომპეზურადვე მედიდურობით რომ ტახტს პომპეზურად დაგვისვა, ამის არ აღნიშვნა შეუძლებელია _ ჩვენ ხომ გვიყვარს საქართველო? ბატონ მიშას კი, უკაცრავად, მის აღმატებულება პრეზიდენტ მიხეილს, _ ჩვენზე მეტად! და ეს რომ ასეა, ამას ბატონი მიხეილ სააკაშვილის არა მხოლოდ მდიდარი (?!) გენეტიკური წარმომავლობა, არამედ მისი საოცრად გულთბილ-გულჩვილი და არაორდინალურად მამა-შვილური ჩახუტება ამტკიცებს აწ ჩვენგან წასულ, უფრო სწორად, ვითომ წასულ, ოღონდ არა ამქვეყნიდან _ ჯერ ჯვარი სწერია, ხელისუფლებას ჯერ კიდევ სჭირდება, ``ექს``-პრეზიდენტ შევარდნაძესთან, რომელსაც აუცილებლად თავზე, საკუთარ ხალხზე მეტად უყვარდა (?!) და დღემდე დაფიქრებულად უყვარს (?!) საქართველო!

საქართველოს სიყვარულში მიხეილ სააკაშვილს არც მისი მშვენიერი თანამეცხედრე, დღეს უკვე პირველ ლედად ქცეული სანდრა რულოვსი და მთელი მისი ჰოლანდიელი წინაპრები, ნათესავები, ახლობლები ჩამორჩებიან _ ამიტომაც დადო ფიცი დიდი დავით აღმაშენებლის საფლავზე იმ დროს თითქმის გაპრეზიდენტებულმა მიხეილ-მეფემ, საქართველოში ჩვენი ქვეყნის ``ასაყვავებლად`` 40 თუ 50 ათასი ოჯახის ჩამოყვანაზე ჰოლანდიიდან (?!) _ თვალზე ცრემლმორეულს აღმაშენებლის დიდი პოლიტიკა გამახსენდა _ 40 ათასი ყივჩაღი რომ ჩამოიყვანა და ჯარი შეკრა!.. დიდი მეფეს დიდი ივერიის დიდი გადარჩენა სურდა, ამიტომაც დაისვა ცოლად ყივჩაღთა მეფის ასული... დავით მეფის ეს პოლიტიკური ნაბიჯი პატარა მიხეილმა ოდნავ შეცვალა _ მან ჯერ იქორწინა ჰოლანდიელთა ასულზე და მერე?.. რა იცოდა, მეფე რომ ხდებოდა?!..

 

 

სტატია სრულად იხილეთ pres-cavcasia.ge-ზე www.pres-cavcasia.ge/index.php?page=redactor&rtc=314&lang=geo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...