ANDRIA64 Posted November 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2010 22-11-2010 ვინ მოკლა ბადრი პატარკაციშვილი?! ისე, ბოლო პერიოდში რამდენი ასეთი სიკვდილი ნახა ჩვენმა საზოგადოებამ? ნინო ბალიაშვილი ზვიად გამსახურდია - დღემდე კამათობენ: მოკლეს, თუ თავი მოიკლა ნუგზარ საჯაია - დღემდე დაუდგენელია (თვით)მკვლელობის მიზეზი გიორგი სანაია - დღემდე გაურკვეველია, ვისი დაკვეთით მოკლეს ზურაბ ჟვანია - დღემდე გაურკვეველია სიკვდილის მიზეზები სანდრო გირგვლიანი - დღემდე საკამათოა სიკვდილის მიზეზები ბადრი პატარკაციშვილი - აგერ ვართ ყველანი და ვკამათობთ! ვიჯერებთ, ან არ ვიჯერებთ!.... ვინმე ხომ არ დააზუსტებს ამ სტატისტიკას? იტალიური La Stampa აღნიშნავს, რომ პატარაკაციშვილის სიკვდილი ნამდვილ დეტექტიურ ისტორიად იქცა. ცხადია, სქოთლანდ-იარდმა ჩვეულებრივ ამბად ვერ მიიჩნია 52 წლის ჯანმრთელი ადამიანის ”გულის შეტევით” გარდაცვალება, რომლის ჩამოშორებასაც სულ ცოტა, ორი პრეზიდენტი ცდილობდა. ხოლო თუ საუბარი დადასტურებულ მკვლელობაზე იქნება, მაშინ შემკვეთ კანდიდატთა სია შეიძლება საკმაოდ დიდი იყოს. ავანტურისტ პატარკაციშვილს უამრავი საიდუმლო ჰქონდა. როგორც ერთ-ერთი საუბრისას თავად განაცხადა, ეს მან ”მოიყვანა პუტინი პოლიტიკაში”: - ”ის სანკტ-პეტერბურგში იყო, სობჩაკის მოადგილის პოსტი ეკავა, ჩემს პეტერებურგულ ბიზნესს მფარველობდა. ერთი ჭუჭყიანი მწვანე კოსტუმით დადიოდა... დღეში ორჯერ მირეკავდა და მეხვეწებოდა: ”ბადრი, გადამიყვანე მოსკოვშიო”, - ყვებოდა ბიზნესმენი. საპრეზიდენტო არჩევნების წინ და ხელისუფლების გადაცემამდე ორი კვირით ადრე, ასეთ გულახდილობას კრემლში ”არ პატიობენ”, _ ამტკიცებდნენ ანალიტიკოსები, როცა ჩანაწერმა მედიაში გაიჟღერა. ხელისუფლების შავბნელი წარსულის შეხსენება - სახიფათო საქმიანობაა. - ”რუსეთში უკვე გამეფებულია აზრი, რომ პატარკაციშვილის ლიკვიდაცია მის ძველ მეგობარს, ბორის ბერეზოვსკისაც შეეძლო. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ კრემლი მუდმივად ცდილობს, ბერეზოვსკი ყველა წარსულ და მომავალ დანაშაულობებში გარიოს”,- წერს ესპანური Eლ Pაის. ზოგიერთი იმასაც არ გამორიცხავს, რომ ბადრის მკველობის კვალი მოსკოვში მიდის, რომელსაც მისი მოშორება ხელს აძლევდა, თბილისისთვის პრობლემების შესაქმნეწლად, ან სულაც იმიტომ, რომ მან ძალიან ბევრი რამ იცოდა. სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე პატარკაციშვილი ისევ უკვე მერამდენედ აცხადებდა, რომ ხელისუფლება მის მოშორებას ქილერი საშუალებით შეეცდებოდა, რომელიც ავიაკატასტროფას მოუწყობდა. The Guardian პარალელს ლიტვინენკოს იდუმალებით მოცულ მკვლელობასთან ავლებს. აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენი ახლო კავშირში იმყოფებოდა ანდრეი ლუგოვოისთან, რომელსაც ლონდონი ლიტვინენკოს მკვლელობაში ადანაშაულებს, აცხადებს The Times. თავის დროზე, რუსეთის ხელისუფლებამ პატარკაციშვილზე ”აეროფლოტის” გენდირექტორის მოადგილის, ნიკოლაი გლუშკოვის გაქცევის ხელშეწყობის ბრალდებით აღძრა საქმე. გლუშკოვის გაქცევის ორგანიზება სწორედ ლუგოვოის დაავალეს, რომელიც მაშინ ОРТ დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობდა და ბერეზოვსკის და პატარკაციშვილის უსაფრთხოებაზე აგებდა პასუხს. ლიტვინენკოს მოწამვლიდან არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ, ლუგოვოი და პატარკაციშვილი ერთად ნახეს თბილისში. ლიტვინენკოც იცნობდა პატარკაციშვილს - 2000 წელს ის ოლიგარქის ქართულ რეზიდენციაში გაჩერდა, როცა რუსეთიდან გაქცეული თურქეთში გადასვლას აპირებდა. რუსი გამომძიებლების მტკიცებით, ლიტვინენკო პატარკაციშვილს მოწამვლამდე ცოტა ხნით ადრეც ესტუმრა. წარმატებულმა ბიზნესმენმა, პოლიტიკაში წარუმატებლობა განიცადა. ის შეეცადა საქართველოს პრეზიდენტის პოსტი ეყიდა, ამბობს The Independent, მაგრამ ვერ შეძლო. მდაა, საინტერესო ფაქტებია მოყვანილი, მაგრამ გაიგე ახლა, რომელია მართალი? იქნებ და, მართლა გულით გარდაიცვალა და უბრალოდ სახელგატეხილ რუსეთს და საქართველოს ბრალდება და ვინ იცის, იქნებ ამერიკაც გარეულია!!! ვფიქრობ, დასკვნების გაკეთება ნაადრევია და უაზროც , - ყოველ დასკვნას მივყევარ ამ გამონათქვამამდე -"კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო". არავინ არ ვიცით, რა მოხდა სინამდვილეში... არ უნდა ავყვეთ ჭორებს და ვისაუბროთ და ვიკამათოთ მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით.. მე ასე მიმაჩნია: კამათი მომხდართან დაკავშირებით ბადებს მცდარ შეხედულებებს. კომენტარის ნაცვლად რედაქციის მინაწერი:აღნიშნულ სტატიაზე გამოხმაურება შეგიძლიათ pres-cavcasia.ge-ს ფორუმზე .pres-cavcasia.ge/index.php?page=articles&article=339&lang=geo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted November 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2010 სანდრო გირგვლიანი - დღემდე საკამათოა სიკვდილის მიზეზები აქ ყველაფერი ცნობილია - ვინ კამათობს, აბა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.