planetanews Posted November 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2010 http://www.goldfishsyndrome.com/wp-content/uploads/2010/07/Robbie_Fowler__Live_449973c.jpg ლივერპულის ლეგენდარული თავდამსხმელი სამწვრთნელო კარიერას იწყებს… “კოპ”-ის ღმერთად აღიარებული რობი ფაულერი, რომელიც ამჯამად ავსტრალიის ჩემპიონატში თამაშობს, თებერვლიდან ინგლისის პირველი დივიზიონის გუნდს შეუერთდება… ბოლო პერიოდში რობის აკრიტიკებდნენ გოლების სიმცირის გამო, თუმცა წინ კვირას მან ამ კრიტიკას ჰეთრიკით უპასუხა მელბურნის კარში. უკვე ვეტერანი ფორვარდი აპირებს თებერვლიდან “მილტონს” შეუერთდეს მწვრთნელის ასისტენტად. აღსანიშნავია რომ ამ კლუბის მენეჯერი ლივერპულის აკადემიის ყოფილი მწვრთნელია, რომელიც 5 წლის უმცროსია ფაულერზე. ასევე მილტონში მოთამაშე-მწვრთნელად არის ლივერპულის ლეგენდარული ნახევარმცველი და სტამბულის ფინალში მონაწილე დიტმარ ჰამანი… ფაულერი 1993-2001 წლებში ”ლივერპულის” ღირსებას იცავდა, რომლის შემადგენლობაში ჩატარებულ 236 საჩემპიონატო შეხვედრაში 120 გოლის გატანა მოახერხა. შემდეგ ის “ლიდსისა” (2001-03, 30 მატჩი, 14გოლი) და “მანჩესტერ სიტის” (2003-06, 80, 20) რიგებში გამოდიოდა, საიდანაც ერთი სეზონით ისევ “ლივერპულში” (2006-07, 30, 8 ) დაბრუნდა. მოგვიანებით, ფაულერმა “კარდიფ სიტისა” (2007, 13, 4) და “ბლექბერნში” (2008, 3, 0) სცადა ბედი, ხოლო შემდეგ კი ავსტრალიურ ლიგაში გადაბარგდა. ინგლისის ნაკრების ფორმით ჩატარებულ 26 მატჩში კი, მას 7 გოლი აქვს გატანილი. ინგლისის პირველ ლიგაში მოასპარეზე “მილტონს” 17 ტურის შემდეგ 26 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-10 ადგილზე იმყოფება. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts