Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) კარდოზო იანვარში ინგლისს მიაშურებს


Recommended Posts

http://cdn01.tv4.se/polopoly_fs/1.1882059.1288281401!image/2737274333.jpg_gen/derivatives/w450/2737274333.jpg

 

პორტუგალიური ბენფიკას თავდამსხმელი 14 მილიონად ტოტენჰემს, ლივერპულს ან ბლექბერნს შეუერთდება…

 

ინგლისური პრესის ცნობით იანვარში ბენფიკა ოსკარ კარდოზოს გაყიდვას აპირებს და მათ უკვე შესთავაზეს ფორვარდი პრემიერლიგის სამ კლუბს 14 მილიონის სანაცვლოდ. აღსანიშნავია რომ ზაფხულში მანჩესტერ სიტის 22 მილიონად არ დაუთმეს კარდოზო პორტუგალიური კლუბის მმართველებმა, რაც სულაც არ იყო გასაკვირი მისი საოცარი სეზონის შემდეგ. ოსკარმა გასულ წელს 38 გოლი გაიტანა 47 მატჩში…

 

მიმდინარე სეზონში მან ტრამვების გამო რამოდენიმე თამაში გამოტოვა, თუმცა მთლიანობაში პორტუგალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 135 მატჩში გატანილი 81 გოლი მას ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად აყალიბებს…

 

როგორც ირკვევა, კარდოზოს თავდაპირველი არჩევანი რათქმაუნდა ტოტენჰემია, მარტივი მიზეზის  - ჩემპიონთა ლიგის გამო, თუმცა ჰარი რედკნაპს არ სურს მისი შეძენა რადგან უკმაყოფილოა მისი პერსონალური სტატისტიკით: გოლების შეფარდებით შექმნილ მომენტებთან…

 

სიტის ინტერესიც ასევე გაცივდა მას შემდეგ რაც ქალაქელები მთლიანად ედინ ძეკოზე გადაერთვნენ და იანვარში სწორედ ამ ფორვარდუსთვის იბრძოლებენ. აი ლივერპულს და ბლექბერნს კი ნამდვილად სჭირდებათ შემტევი ფეხბურთელი…

 

პ.ს. ეს ინფორმაცია ჯერჯერობით სატრანსფერო ჭორის დონეზეა, თუმცა დიდი შანსია რომ კარდოზომ მართლად დატოვოს პორტუგალია და ერთ-ერთი კანდიდატი მისი მომავალი კლუბისა, ლივერპულია, რადგან გასულ სეზონში იგი მართლაც იყო ენფილდელთნა სამიზნე…

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...