planetanews Posted November 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2010 http://s51.radikal.ru/i134/1011/13/6b0e15d18759.jpg რაულ მეირლეში დღითიდღე ეჩვევა ინგლისურ ფეხბურთს და ლივერპულის ძირითადშიც იმკვიდრებს ადგილს… 11,5 მილიონ ფუნტად შეძენილი პორტუგალიელი ნახევარმცველი ფიქრობს რომ პრემიერლიგასთან და ზოგადად ინგლისურ ფეხბურთთან ადაპტაცია უკვე გაიარა. 27 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში უკვე რამდენიმე პოზიციაზე მოსინჯა ძალები და გულშემატკივრის პატივისცემაც დაიმსახურა საკუთარი სტაბილური თამაშით. “სეზონი ნამდვილად არც ისე კარგად დავიწყეთ, მაგრამ ბოლო მატჩებში უკვე გამოიკვეთა თუ რა შეგვიძლია რეალურად.” – განაცხადა რაულმა – “პრემიერლიგაში თამაში რთულია, რადგან აბსოლიტურად ყველა გუნდი მაღალ დონეზე ასპარეზობს, აქ უფრო მეტი კონკურენციაა მაგრამ მე ეს ძალიან მომწონს…” “როცა გუნდი იგებს ყველა კარგ განწყობაზეა და ფებურთელებიც ყოველთვის მხარში უდგანან ერთმანეთს. ვესთ ჰემთან კარგად ვითამაშეთ და გუნდი კვლავ ბევრს შრომობს. მეც იმედი მაქვს მომავალშიც გავაგრძელებ პროგრესს.” “სასიამოვნოა რომ ვესთ ჰემთან ამ დროისთვის ჩვენი საუკეთესო ფორმა ვაჩვენეთ და მიხარია რომ წინ მივიწევთ. რაც შეეხება ჩემს თამაშს, რათქმაუნდა ცენტრალურ ნახევარდაცვაში თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ, მაგრამ ვითამაშებ იქ სადაც მწვრთნელი მთხოვს, რადგან ეს ფეხბურთელის მოვალეობა. მსურს გავხდე ლივერპულის წარმატებული ფეხბურთელი და ყოველთვის დავეხმარო გუნდს…” http://img824.imageshack.us/img824/7818/meireles2.png View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts