polter Posted March 28, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 28, 2008 მუნი კანის პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც ტკიპები იწვევს. დასნებოვნება ხდება ავადმყოფთან კონტაქტის შედეგად ან საგნების - ტანსაცმლის, პირსახოცის და სხვ. მეშვეობით. დასნებოვნება ხშირია საზოგადოებრივ აბანოებში. დაავადებას თან ახლავს ქავილი, რომელიც ძლიერდება ღამით, გამონაყარი, ნაკაწრები. მეორედი ინფექციის დართვის შემთხვევაში, რაც განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში, წარმოიქმნება ჩირქოვანი ბუშტუკები და ქერქები. საჭიროა დერმატოლოგიურ დაწესებულებებში დროული და სწორი მკურნალობა. აუცილებელია ავადმყოფის იზოლირება, თეთრეულის ცალკე გამოყოფა. მკურნალობის დამთავრების შემდეგ ავადმყოფის ბინაში დეზინფექცია უნდა ჩატარდეს. მუნის მკურნალობა ხალხური საშუალებებით პურის ბურახი - იმ შემთხვევაში, როდესაც მუნით დაზიანებულია ჯერ მხოლოდ ხელის მტევანი, იღებენ დამჟავებულ პურის ბურახს, ძალიან ამარილებენ და ათბობენ. შიგ ათავსებენ ხელის მტევანს. პროცედურა გრძელდება მოთმინების მიხედვით. ჭაჭვი - ბოთლში ყრიან ჭვავს ნახევრამდე. ბოთლს ავსებენ წყლით, საცობს უკეთებენ და დგამენ თბილ ადგილზე 9 დღე. შემდეგ წურავენ და ინახავენ. დაზიანებულ ადგილს იწმენდენ დღეში 2-3-ჯერ. 3 დღის შემდეგ მუნი ქრება. დაფნა - ფქვავენ დაფნის ფოთოლს, ურევენ კარაქში და ისვამენ მუნით დაზიანებულ ადგილებში. ეს საშუალება გამოიყენება რევმატიზმის დროსაც. გოგირდის მალამო - საუკეთესო საშუალებად ითვლება გოგირდის მალამო. იღებენ 4 წილ ღორის ქონს, 2 წილ გოგორდს და 1 წილ მარილს. ყოველ დღე ისვამენ მთელ ტანზე ყელის ქვემოთ 5 დღის განმავლობაში. შემდეგ ხარშავენ თეთრეულს და ყველა იმ ტანსაცმელს, რომელიც ეცვა ავადმყოფს ამ დღეების განმავლობაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.