Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ტრანსპორტის სამსახური სამ სსიპ-ად ჩამოყალიბდება


Recommended Posts

ტრანსპორტის სამსახური იშლება, - დღეს მთავრობის სხდომაზე ეს საკითხი საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ გაიტანა.

 

ქობალიას თქმით, ტრანსპორტის სამსახური სამ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაიყოფა: საავტომობილო, საავიაციო და საზღვაო ადმინისტრაცია.

 

,,აუცილებელია, რომ ეს ორგანიზაციები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მუშაობდნენ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ საზღვაო ადმინისტრაციას არ აქვს ბევრი საერთო ავიაციასთან ან საავტომობილო ადმინისტაციასთან, ისინი ცალკე უნდა მუშაობდნენ’’, - განაცხადა ქობალიამ.

 

ვერა ქობალიას თქმით, ის ხალხი, ვინც აქამდე მუშაობდა საზღვაო ადმინისტრაციაში, ამიერიდან აღარ იმუშავებენ:

 

,,უნდა ავიყვანოთ ახალი ძლიერი კადრები, რომელთაც ექნებათ გამოცდილება ევროკავშირთან მუშაობაში. გთხოვთ, ყველას, ვისაც საზღვაო ადმინისტაციაში გაქვთ გამოცდილება, კაპიტნები, ვინც საზღვარგარეთ მუშაობთ, თუ გინდათ, რომ ეს სფერო გაძლიერდეს საქართველოში, დაგვიკავშირდით და ერთად შვქმნათ სტრატეგია, ერთად გავაძლიეროთ ეს სფერო".

 

საავტომობილო, საავიაციო და საზღვაო ადმინისტრაციები ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...