Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ობამა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პირველ შეხვედრას მართავს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/afp_logo.jpg

ვაშინგტონი – შაბათს, ნატოს ლისაბონის სამიტის პარალელურად აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა მის ქართველ კოლეგა მიხეილ სააკაშვილთან პირველ პირისპირ შეხვედრას გამართავს, განაცხადა თეთრმა სახლმა.

 

ობამა სააკაშვილის მიმართ ერთგვარ უდიერ მოპყრობაში დაადანაშაულეს, ვაშინგტონში, აპრილში გამართული ბირთვული სამიტის დროს – საქართველოს ლიდერი რუსეთს და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გადატვირთვის ძალისხმევისთვის პოტენციურ ხინჯად აღიქმება.  

 

აშშ-ს მოკავშირე საქართველო და რუსეთი 2008 წლის აგვისტოში ერთმანეთს ხანმოკლე ომში დაუპირისპირდნენ. მაშინ რუსეთის არმია ქვეყანაში შეიჭრა, რათა ეპასუხა საქართველოს ჯარის მცდელობაზე დაებრუნებინა კონტროლი მოსკოვის მხარდაჭერილ რეგიონზე სამხრეთ-ოსეთზე. სააკაშვილს ძალიან ახლო კავშირები ჰქონდა აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ უმცროს ჯორჯ ბუშთან, რომელმაც როგორც ცნობილია 2005 წელს ქვეყანას ”თავისუფლების შუქურა” უწოდა თბილისის ცენტრალურ მოედანზე სიტყვით გამოსვლისას ათასობით გახარებული ქართველის წინ.  

 

საქართველომ, რომელმაც საბჭოთა კავშირის კოლაფსიდან მალევე, 1991 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თბილისის აეროპორტიდან მომავალ ცენტრალურ გამზირს ბუშის სახელიც კი უწოდა.

 

ობამას დროს ურთიერთობები გაცივდა, თუმცა, სააკაშვილის საერთაშორისო რეპუტაცია შეილახა 2007 წელს ოპოზიციონერი დემონსტრანტების დარბევის და მომდევნო წელს რუსეთთან ომის წარმოების გამო.

 

შაბათის ორმხრივი შეხვედრა, რაც თეთრი სახლის სპიკერმა რობერტ გიბსმა დაადასტურა, სერიოზული სტიმულია სააკაშვილისთვის, რომელიც ნელ-ნელა აღადგენს დასავლეთთან ურთიერთობებს, რაც 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაზიანდა.

 

დასავლელი დიპლომატების ცნობილი ვიზიტები, მათ შორის აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბერნარ კუშნერის საქართველოში სტუმრობა, დაეხმარა მას ქვეყნის შიგნით ოპოზიციის პროტესტთან და მუდმივ რუსული ანტაგონიზმთან გამკლავებაში.

 

აშშ-ს ჩინოვნიკებმა არაერთხელ გამოუცხადეს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც რუსეთის არმია ქვეყანაში შეიჭრა მოსკოვის მხარდაჭერილ სამხრეთ ოსეთზე ქართული არმიის თავდასხმის მოგერიებისთვის.   

 

ომის შემდეგ რუსეთმა სამხრეთ ოსეთი და მეორე გამოყოფილი რეგიონი აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. ამ ნაბიჯს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ მიბაძა. 

 

სააკაშვილს ანრისხებს ის, რომ მას შემდეგ რუსეთმა ამ რეგიონებში მუდმივი სამხედრო ბაზები შექმნა და იქ ათასობით სამხედრო და მესაზღვრე განათავსა.      

 

ივლისში კლინტონმა საქართველოს მტკიცე მხრდაჭერა აღუთქვა და რუსეთს ორი ქართული რეგიონის ”ოკუპაციის” შეწყვეტისკენ მოუწოდა.

 

მაგრამ ვაშინგტონი და მოსკოვი შეთანხმდნენ, რომ საქართველოს საკითხზე უთანხმოება ხელს არ შეუშლიდა მათი ურთიერთობების გადატვირთვას, რომელიც ობამამ და რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა წამოიწყეს.  

 

ამ შაბათ-კვირას მედვედევი რუსეთის პირველი პრეზიდენტი გახდება, რომელიც ნატოს სამიტს დაესწრება, 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ.

 

საქართველო შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირეა, რომელიც ნატოში გაწევრიანებას იმედოვნებს. ამან განსაზღვრა მისი პრიორიტეტი, რომ აშშ-ს და ნატოს მიერ მართულ ავღანეთის სამხედრო ოპერაციებში საკუთარი სამხედროები გაეგზავნა. ერაყში 2000 სამხედრო ჰყავდა, რაც 2008 წლამდე, ვიდრე მან ჯარს უკან არ უხმო, აშშ-ს მხარდამჭერი ძალების თვალსაზრისით სიდიდით მესამე ქვეყანა გახლდათ.   

 

შარშან ნოემბერში საქართველომ 175 სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა ავღანეთში ნატოს ძალისხმევის მხარდასაჭერად თალიბების წინააღმდეგ. ხუთშაბათს ავღანეთის სამხედრო ოპერაციებში ოთხი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.  

 

სააკაშვილი, რომლიც წლების განმავლობაში შეერთებულ შტატებში სწავლობდა და მუშაობდა, პრეზიდენტი 2004 წელს გახდა, მას შემდეგ რაც ხელმძღვანელობდა უსისხლო ”ვარდების რევოლუციას” მისი წინამორბედის ედუარდ შევარდნაძის წინაღმდეგ.

 

2008 წელს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, ნატოს სამიტზე ალიანსის ლიდერები შეთანხმდნენ  იმაზე, რომ საქართველო და უკრაინა საბოლოო ჯამში გახდებიან ალიანსის წევრები, მაგრამ ევროპელი ლიდერების მხრიდან რუსეთის გაუცხოების შიშის ქვეშ, ამ ორ ქვეყანას წევრობამდელი სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა.     

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...