planetanews Posted November 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/11/thestar_logo-150x25.gif ალან ვუდსი ლისაბონი – პრემიერ-მინისტრ სტივენ ჰარპერის მიზანმიმართულმა პოლიტიკურმა პოზიციამ, რომელიც ცივი ომის ანტირუსულ მომხრეს თამაშობს, კანადა ნატოს ფარგლებში არ არსებულ, ბოროტი განზრახვის მქონე ძალად გადააქცია, აცხადებს ყოფილი კანადელი დიპლომატი. კრისტოფერ ვესტდალმა, რომელიც 2003-2006 წლებში რუსეთში კანადის ელჩი იყო, საჯაროდ გააკრიტიკა კანადის საგარეოპოლიტიკური პოზიცია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მიმართ და მას მოძველებული და კანადაში ეთნიკური ხმების მისაღებად საგანგებოდ შემუშავებული უწოდა. ასეთი ქმედებით, ოატავამ საკუთარი თავი ”უსაფრთხოების სფეროში გონივრული დებატების” მიღმა დატოვა. როდესაც სამხედრო ალიანსის 28 ქვეყნის ლიდერი პარასკევს ლისაბონში შეიკრიბება, ჰარპერი თავს თავდაჯერებულად მხოლოდ მაშინ იგრძნობს, როდესაც საუბარი ავღანეთის ცხრაწლიან ომზე დაიწყება, რომელშიც კანადა, მისი განცხადებით, 2014 წლამდე მიიღებს მონაწილეობას. მაგრამ როდესაც ლიდერები სტრატეგიული კონცეფციის (ალიანსის მომავლის) და რუსეთთან ურთიერთობების განხილვას დაიწყებენ, კანადა ყველაზე უმნიშვნელო მოთამაშედ გადაიქცევა. ”ჩვენი პრემიერ-მინისტრის ავტორიტეტი შელახულია იმ ფართოდ გავრცელებული ეჭვის გამო, რომ მისი მთავრობის პოლიტიკა აღმოსვლეთს და დასვლეთს შორის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ურთიერთობების სფეროში, მორგებულია ამომრჩევლების გემოვნებას კანადის უკრიაინელი, ბალტიისპირელი და სხვა რუსოფობიური დიასპორებიდან ”, – ნათქვამია კანადის თავდაცვისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტისთვის ვესტდალის მიერ შედგენილ დირექტიულ დოკუმენტში. ”რუსეთის მიმართ მკვეთრმა ნეოკონსერვატიულმა ანტიპათიამ (რაც გაძლიერებულია კონსერვატიული ნაციონალური მედიით) და დიასპორების გემოვნებაზე მორგებულმა საგარეო პოლიტიკამ უადგილობისა და მავნებლობის ზღვრამდე მიგვიყვანა”. ნატოს ფარგლებში, ეს პოლიტიკა მოიცავს ორი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის უკრაინისა და საქართველოსთვის ალიანსის წევრობის მინიჭებას. კანადამ, შეერთებულ შტატებთან და რამდენიმე სხვა ქვეყანასთან ერთად მხარი დაუჭირა ამ ორი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადს 2008 წელს, როდესაც რუსეთი ჩაება ხანმოკლე, მაგრამ სისხლისმღვრელ სასაზღვრო ომში საქართველოსთან. მას შემდეგ, ალიანსის მოსკოვთან ურთიერთობა უკიდურესად გაცივდა. ჰარპერის წარმომადგენელმა დიმიტრი სუდასმა განაცხადა, რომ მართალია ახალი სახელმწიფოების ნატოში გაწევრიანების სადაო საკითხი საეჭვოა ამ ორდღიან სამიტზე დადგეს, თუმცა მთავრობის პოზიცია უცვლელია. ”ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას იმ პირობით, თუკი მათ ეს სურთ”, – თქვა მან. და მაინც, პარასკევს ჰარპერი, ისევე როგორც აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. საქმე ის არის, რომ უკრაინას, რომელმაც ამ წლის დასაწყისში პრეზიდენტად ვიქტორ იანუკოვიჩი აირჩია, ალიანსში გაწევრიანება აღარ სურს. საქართველოს კვლავ იმედი აქვს, რომ ნატოს წევრი გახდება გაწევრიანდება და იმ ურთიერთთავდაცვით ისარგებლებს, რომელსაც ალიანსი მის წევრებს სთავაზობს, როდესაც მათგან ერთ-ერთს ვინმე თავს დაესხმება. ჰარპერი პრეზიდენტ სააკაშვილს პარასკევს სამიტის ოფიციალურ გახსნამდე ცოტა ხნით ადრე შეხვდა. ”როგორც იცით, ჩვენ ძალიან ვაფასებთ ნატოსთან თქვენს ერთობლივ ძალისხმევას ავღანეთში და მხარს ვუჭერთ ალიანსში გაწევრიანებისკენ თქვენს მისწრაფებას”, – თქვა ჰარპერმა. ვესტდალი ამბობს, რომ ოტავას საფრთხისშემცველი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ ამით არ სრულდება. ის მოიცავს ძალიან ხმამაღალ განცხადებებს რუსეთის ბობმდამშენების წინააღმდეგ, რომლებიც კანადის არქტიკულ ტერიტორიებზე იჭრებიან, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ პრეტენზიები არაპროპორციულია იმ საფრთხის, რასაც შეიძლება მსგავსი ფრენები წარმოადგენდეს. კანადამ, შემოიღო ასევე ახალი სავიზო ცნობარები, რომელიც მოითხოვს, რომ კანადაში მოგზაურობის მსურველმა რუსებმა მასში უნდა მიუთითონ ინფორმაცია პოლიტიკური პარტიის და პროფკავშირის წევრობაზე, ასევე სამხედრო სამსახურის დეტალები. უცხოეთის მთავრობისთვის მსგავსი ინფორმაციის მიწოდების გამო, რუსებმა შეიძლება თავი ციხეში ამოყონ, და დავა მოსკოვს და ოტავას შორის ამ ისედაც დაძაბულ ურთიერთობებში კიდევ ერთი გამაღიზიანებელი ფაქტორია. ”მოსკოვში… ჩვენი ამ ღია ანტიპათიითა და ცივი ომის უკნასკნელი რაინდის როლით სერიოზულად ვერც კი აღგვიქვამდნენ ამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში,”- ამბობს ვესტდალი. ”მსგავს სისულელეებს ამჩნევენ, და ამით კარგი არაფერი ხდება”. შაბათს ნატოს წევრები, მრავალი წლის განმავლობაში პირველად შეხვდებიან რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს, რათა კავშირების განმტკიცების და ურთიერთობათა გაუმჯობესების პერსპექტივა განიხილონ. მათ შორის, მთელი ევროპისთვის ანტისრაკეტო ფარის მშენებლობის ახალი გეგმები – ადრე მოსკოვი ამას პერსონალურ საფრთხედ აღიქვამდა, მაგრამ მას შემდეგ დამოკიდებულება შეიცვალა. რუსეთი თანახმაა ასევე დაეხმაროს ნატოს კოალიციას ავღანეთში რკინიგზის ხაზით ტექნიკის და სხვა მარაგების გადაზიდვაში, ასევე მისთვის ვერტმფრენების მიწოდებითა და ანტინარკოტიკულ ძალისხმევაში მხარდაჭერით. ვესტდალი ამბობს, რომ ქვეყნების უმრავლესობამ წარმატებით შეცვალა მისი მოძველებული დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. ”ჩვენ კი ეს დღემდე არ გაგვიკეთებია. მსოფლიო წინ მიიწევს, ოტავაში კი არსებობს და დღეგრძელია ნეოკონსერვატიული აზროვნება. ჩვენ უნდა გავზარდოთ მოლოდინის და თამაშის ხარისხი”. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts